ინფორმაცია


ძიება

ჩვენს შესახებ

  • ბრენდის შესანიშნავი რეპუტაცია

HG - მსოფლიოში ერთ-ერთი ყველაზე ცნობილი ბრენდია, რომელსაც მილიონი მომხმარებელი უკვე 50 წელზე მეტია ენდობა. Ჩვენი ინოვაციური პროდუქციის შეძენა მსოფლიოს 50 ქვეყანაშია შესაძლებელი. კომპანია HG International B.V. არის ევროპული DIY და B2B ბაზრის ლიდერი სახლის მოვლის სფეროში.

 

  • ფართო არჩევანი

ბრენდის სავაჭრო პორტფოლიოში წარმოდგენილია 300 -ზე მეტი სახლის და საბაღე ტერიტორიების, ტექსტილის და საიუველირო ნივთების მოვლის მაღალხარისხიანი საშუალებები. ეს საშუალებას აძლევს ბრენდ HG-ს სავაჭრო ნიშების 99%ის ათვისების , სახლის დალაგებისა და მოვლის სეგმენტში. ზოგიერთი პროდუქტი - „ინსექტიციდების ჯგუფი“-დან სერტიფიცირებულია თითოულ წარმოდგენილ ქვეყანაში და ამ პროდუქტების მიწოდება ხდება შესაბამისი რეგისტრაციის გავლის შემდგომ.

 

  • პროფესიონალური პროდუქტი ძვირადღირებული სახლებისათვის

პროდუქტების ძლიერი ფორმულა  ისე არის შემუშავებული, რომ ადვილად მოერიოს ნებისმიერ სახლის ან საბაღე ტერიტორიის პრობლემას. Ჩვენი საშულებებით დალაგების შემდგომ, მხოლოდ ის დაგრჩენიათ რომ დატკბეთ შეუდარებელი შედეგით!

 

  • გასაგები და აქტუალური კონცეფცია - სპეციალური გადაწყვეტილება კონკრეტული პრობლემისთვის

კომპანიის არჩევანი შეიცავს კონცენტრირებულ საშუალებებს ინტენსიური დალაგებისთვის, გამოყენებისთვის მზა შემადგენლობებს სისუფთავის შესანარჩუნებლად და სპეციალიზირებულ საშუალებებს კონკრეტული პრობლემების მოსაგვარებლად. თამამად შეგვიძლია იმის თქმა, რომ ნებისიერი ჭუჭყისთვის HG - ის გააჩნია კონკრეტული საშუალება, რომელიც გარანტირებულად შეასრულებს თავის მოვალეობას.

 

  • უსაფრთხოება ჯანმრთელობისთვის

პროდუქცია მთლიანად არის სერტიციფიცირებული და სწორი გამოყენების შემთხვევაში უსაფრთხოა ადამიანის ჯამრთელობისთვის. HG პროდუქციის არჩევის დროს თქვენ ზრუნავთ არა მხოლოდ სახლის სისუფთავეზე, არამედ თქვენი და თქვენი ახლობლების ჯამრთელობაზეც!

 

  • ბრენდის განვითარების ეტაპები 

ბრენდის სახელი მომდინარეობს შვედი ბიზნესმენის ხოაკინ გიპის ინიციალებისაგან.  მან თავისი კარიერა 1960 წელს აუზების  მოსავლელი მაღალხარისხიანი საშუალებების გაყიდვით დაიწყო. 1969 წელს ხოაკინ გიპმა დიწყო თანამშრომლობა პატარა ჰოლანდიურ კომპანიას „Van Altena B. V. „-თან, და პროდუქციას აწოდებდა ჰოლანდიურ ბაზარს. 70-იანი წლების შუალედში შვედური კომპანია HG გადავიდა ფინური კომპანიის მფლობელობაში, რამაც გამოიწვია წარმოების გადატანა ჩრდილოეთ ფინეთში. მაგრამ დროთა განმავლობაში ჰოლანდიურმა კომპანიამ  „Altena B. V. „ გამოისყიდა HG ბრენდის უფლებები, ორიგინალი რეცეპტურები და თავად დაიწყეს პროდუქციის წარმოება.1980 წელს ჰოლანდიის ეკონომიკამ განიცადა დიდი დანაკლისი. აქედან გამომდინარე, ბაზრის საფუძვლიანი ანალიზის შემდეგ, იყო შემუშავებელი ახალი სტრატეგია - კომპანიის წარმოების მიმართულების შეცვლა - აუზების მოვლის საშუალებების გაყიდვის ნაცვლად, სახლის და საბაღე ტერიტორიების მოვლის საშუალებების წარმოება. შეუცვლელ მაღალ ხარისხთან ერთად, ახალი სტრატეგიის ნაწილი გახდა ინოვაციები. კომპანიამ აქტიურად დაიწყო  პროდუქციის იმპორტიორი ქვეყნების გაფართოება: ბელგია, დიდი ბრიტანეთი, გერმანია, ახლო აღმოსავლეთის ქვეყნები, აზია, კანადა, აშშ. 1990 წლების დასაწყისში ოლდენზაალში განთავსებული საწარმო ფართი უკვე აღარ იყო საკმარისი, და ამასთან დაკავშირებით იყო მიღებული გადაწყვეტილება - საწარმოს გაერთიანება ქალაქ ალმერში.

 

  • HG დღეს

დღეს კომპანია HG International B.V. არის სისტემა, რომელიც შეიცავს რამოდენიმე განყოფილებას:

 

  • კვლევისა და განვითარების განყოფილება 

ამ განყოფილების სპეციალისტები იყენებენ უახლეს ტექნოლოგიებს HG პროდუქციის შემუშავებისთვის და დასატესტად. იტესტება არა მხოლოდ მზა პროდუქცია, არამედ ნედლეულობა და შემუშავების პროცესში მყოფი პროდუქტებიც. ეს კეთდება იმის დასამტკიცებლად, რომ პროდუქცია ნამდვილად შეესაბამება კომპანია HG ხარისხის მაღალ სტანდარტებს. გარდა ჩამოთვლილი ფუნქციებისა, განყოფილების სპეციალისტები აგრეთვე აკონტროლებენ ცვლილებებს იმპორტიორ ქვეყნების კანონმდებლობაში, რათა დროულად შეიტანონ საჭირო ცვლილებები და დამატებები ეტიკეტების შემადგენლობაში.

 

  • საწარმო განყოფილება.

საწარმო განყოფილება სრულად ავტომატიზირებულია და აწარმოებს თხევადი ფორმის საშუალებებს იმ ფორმულების საფუძველზე, რომლებიც შემუშავებული და დადასტურებული არის ტექნოლოგიური განყოფილების მიერ. მაღალხარისხიანი ნედლეულობა ზავდება გარკვეულ წილად და ექვემდებარება დამუშავებას, რაც საბოლოო ჯამში ხდება HG-ის ერთერთი სახლის და საბაღე ტერიტორიის მოვლის საშუალებად. ფხვნილისებური საშუალებების წარმოება ხდება კომპანიის სხვადასხვა განყოფილებებში. შეფუთვის 95%-ის დამზადება ხდება საწარმო განყოფილებაში, სადაც დაყენებულია 21 ულტრათანამედროვე მანქანა ბოთლების დასამზადებლად. მილების სპეციალური სისტემა აწვდის ბოთლებს უშუალოდ ჩამომსხმელ საამქროს.

 

  • ჩამოსასხმელი საამქრო.

ჩამოსასხმელი საამქრო აღჭურვილია 10 ავტომატიზირებული ხაზით, სადაც ხორციელდება ბოთლებში ჩამოსხმის პროცესი. ბოთლებზე ტიგერების მიმაგრების პროცესი და ეტიკეტების მიმაგრება ხორციელდება ავტომატურად. ოპერატორები პროცესს ადევნებენ თვალს მხოლოდ კომპიუტერის მონიტორებიდან. ყველა ავტომატური ხაზი ისე არის შემუშავებული, რომ ნებისმიერი ფორმატის ბოთლში ჩაისხას ქიმიური საშუალება და დაეკროს ეტიკეტი, რაც აძლევს კომპანიას საშუალებას დააკმაყოფილოს მომხმარებლის მოთხოვნები. 

 

  • გრაფიკული სტუდია.

გრაფიკული სტუდია აწარმოებს გაყიდვების წერტილებისთვის ბროშურების და ეტიკეტების მაკეტებს, სარეკლამო ფლაერებს და სხვა POS  - მასალების წარმოებას. HG კომპანია აწარმოებს თითქმის ყველა საჭირო სარეკლამო მასალას: ფილმებს, ვიდეო და აუდიო მასალებს, სრულად ავტომატური SIS (Shelf Information System) სისტემისთვის.

 

  • ტექნიკური განყოფილება.

ტექნიკური განყოფილება პასუხისმგებელია მანქანების შენახვაზე, მათი სამუშაო პროცესის შეფერხების თავიდან აცილებაზე და პრობლემის გადაჭრაზე.

 

  • საწყობი

საწყობი ეს არის პატარა შიდა კომპანია. ყოველ დღე საწყობის პერსონალი იღებს და ამუშავებს ათასობით შეკვეთას და უზრუნველყოფს დროულ დაკომპლექტებას და მიწოდებას.