Sale 40% Promo Code:hg40

ინფორმაცია


ძიება

როგორ გავწმინდოთ სათვალე

სათვალე გაქვთ გასაწმენდი? ზოგჯერ გეჩვენებათ, რომ წმენდა უარესს აკეთებს! ეს პრობლემაა, რადგან არ გინდათ ხედვა გაგიუარესდეთ. სათვალის რეგულარული წმენდა ახდენს ნაკაწრებისა და სხვა დაზიანებების პრევენციას. მაგრამ როგორ გავწმინდოთ სათვალე სწორად? წარმოგიდგენთ რამდენიმე რჩევას!

 

საუკეთესო რჩევები სათვალის წმენდისთვის


სათვალეების რეგულარული წმენდა ახდენს ნაკაწრებისა და სხვა დაზიანებების პრევენციას, რათა სათვალემ უფრო ხანგრძლივად გაგიძლოთ. მოცემული რჩევები დაგეხმარებათ სათვალის საუკეთესო მდგომარეობის შესანარჩუნებლად;

 

1. დადეთ სათვალე დამჭერებზე და გაწმინდეთ ყოველდღიურად

არასოდეს დადოთ სათვალე შუშით დაბლა. გადაავლეთ სუფთა წყალი ყოველდღე, რათა კანის ცხიმი და მჟავები ჩარჩოში არ ჩავიდეს და არ დააზიანოს შუშა.
 

2. არ გაიკეთოთ სათვალე თმის მოწესრიგებისას
ვარცხნილობა ჯერ არ გაგიკეთებიათ? არ გაიკეთოთ სათვალე თმის სპრეის, გელის ან მუსის გამოყენებისას; ამან შესაძლოა დატოვოს ცხიმიანი ფენა თქვენი სათვალის ჩარჩოზე.

 

3. ცხელი მანქანა
არ დატოვოთ სათვალე ცხელ მანქანაში; ამან შესაძლოა გამოიწვიოს სათვალის ჩარჩოს დაზიანება.

 

4. შეინახეთ სათვალე სპეციალურ ქეისში

შეინახეთ სათვალე სპეციალურ სათვალეების ქეისში, როდესაც არ ატარებთ მას, რათა დაიცვათ ის მტვრისა და დაზიანებისგან.
 

რამდენიმე რჩევა სათვალის წმენდისთვის
ერთ-ერთი საუკეთესო გზა სათვალეების წმენდისთვის არის HG-ს სათვალის საწმენდი. არ გაქვთ ეს საშუალება? სცადეთ სათვალის საწმენდი ქსოვილი და ნელთბილი წყალი.

 

HG წმენდს თქვენს სათვალეს

HG-ს სათვალის საწმენდი მარტივად წმენდს ცხიმისა და მტვრისგან თქვენი სათვალის ლინზებს, ისე რომ არ აზიანებს პრიალა ზედაპირს. ეს არამარტო საუკეთესო გზაა სათვალეების საწმენდად, ასევე ის ახდენს დაბუნტების პრევენციას. HG-ს სათვალის საწმენდი გამოგადგებათ პლასტმასის სათვალეებზე, გამადიდებელ შუშებსა და კამერის ლინზებზე.
 

არ გაქვთ HG?

თუ მოცემულ მომენტში არ გაქვთ HG-ს სათვალის საწმენდი, მაშინ ქვემოთ მოცემული საშუალებები დაგეხმარებათ სათვალის გაწმენდაში.

 

1. გამდინარე ნელთბილი წყალი

გამოიყენეთ ნელთბილი გამდინარე წყალი სათვალის გასაწმენდად. წყალი არ იყოს ზედმეტად ცხელი ან არ მოუშვათ ზედმეტად სწრაფად, რადგან ამან შეიძლება სათვალის ზედაპირი დააზიანოს, გამოიყენეთ ცოტაოდენი სარეცხი სითხე (ლიმონის გარეშე!) სათვალის გასაწმენდად და ცხიმის მოსაშორებლად, შემდეგ გააშრეთ კარგად ჩაის ტილოთი.

 

2. სათვალის საწმენდი ქსოვილი

ონკანის ქვეშ გავლების შემდეგ, შეგიძლიათ გამოიყენოთ სათვალის საწმენდი ნაჭერი გასაშრობად. საწმენდი ქსოვილი მხოლოდ მაშინ მოქმედებს კარგად, როდესაც სუფთაა. აქედან გამომდინარე, გარეხცეთ სათვალის საწმენდი ქსოვილები რეგულარულად სარეცხ მანქანში, ქსოვილის დამარბილებლის გარეშე, რადგან ეს საწმენდ ნაჭერს გახდის ცხიმიანს და ამით სათვალეს ვერ გაწმენდთ. ასევე არსებობს მრავალი სახის ერთჯერადი გამოყენების სათვალის საწმენდი ქსოვილები, მაგრამ ფრთხილად იყავით, რადგან ზოგიერთი ასეთი საწმენდი სათვალის შუშებს კაწრავს. თუ გიჭირთ არჩევანის გაკეთება, ყოველთვის კითხეთ რჩევა თქვენს ოპტიკოსს


 

ის რაც არასოდეს უნდა გააკეთოთ!

არ გაიწმინდოთ სათვალე შარვალზე, ჯემბრზე ან ბლუზზე. თქვენი ტანსაცმელი არ არის საკმარისად სუფთა და მან შესაძლოა დაკაწროს სათვალე. ასევე გირჩევთ:

 

  • არასოდეს გაწმინდოთ სათვალე ქაღალდის ხელსახოცით. ის შეიცავს უმცირეს ხის ნაწილაკებს, რომელსაც შეუძლია გამოიწვიოს ნაკაწრები.
  • არასოდეს დადოთ სათვალე შუშებით ქვემოთ.
  • არ შეეხოთ სათვალის ლინზებს ხელებით, როდესაც ატარებთ ან იღებთ ხელში. თქვენი კანის ცხიმს შეუძლია გამოიწვიოს ლაქები.
  • არასოდეს გამოიყენოთ ლიმონის მჟავა ან სხვა აგრესიული სუბსტანციები, როგორიცაა ძმარი ან ამიაკი
     

როგორ ავირიდოთ თავიდან სათვალის გაჭუჭყიანება?

ზემოთ ხსენებულ ფაქტორებთან სიფრთხილის გარდა, ბევრი არაფერია რაც შეგიძლიათ გააკეთოთ სათვალის დასვრის პრევენციისთვის. სათვალე ყოველდღიურად შეხებაშია კანთან და თმასთან, ამიტომ ის ისვრება. ამის გარდა მტვერი და ჭუჭყი გარემოდან ყოველთვის ედება.

 

გაქვთ კარგი რჩევები სათვალეების წმენდისთვის? გაგვიზიარეთ!

2347