Sale 40% Promo Code:hg40

ინფორმაცია


ძიება

როგორ მოვაშოროთ ჟანგი

გნებავთ გაიგოთ როგორ მოაშოროთ ჟანგი ეფექტურად? ამ გვერდზე წარმოგიდგენთ როგორ ფორმირდება ჟანგი, როგორ შეგვიძლია მისი პრევენცია, მარტივად და სწრაფად მოშორება მეტალიდან და ქსოვილებიდან.

 

ჟანგის მოშორებამდე - გნებავთ გაიგოთ როგორ წარმოიქმენება ჟანგი?


ჟანგი კოროზიის ერთ-ერთი ყველაზე გავრცელებული ფორმაა. ეს არის მეტალის მის გარემოპირობებთან რეაქციაში შესვლის შედეგი. ჟანგი ჩნდება მეტალზე, რადგან ის რეაგირებს წყალზე და ჟანგბადზე. ამ რეაქციის თავიდან აცილება შესაძლებელია საღებავის ფენით, როგორც მაგალითად მანქანების შემთხვევაში. თუმცა თუ საღებავი დაზიანდება, მეტალი ჟანგისგან დაუცველი ხდება. ტანსაცმელზე ჟანგი შესაძლოა ჟანგიან ობიექტებთან კონტაქტისას გადავიდეს, მაგრამ ეს ასევე შესაძლოა ძველმა და ჟანგიანმა სარეცხის მანქანამ ან უთომ გამოიწვიოს.
 

2 რჩევა ჟანგის პრევენციისთვის

HG-ს აქვს რამდენიმე საშუალება ჟანგის მოსაშორებლად. თუმცა, პირველ რიგში, ჟანგის მოშორებაზე მეტად, მისი პრევენციის შესახებ ჯობს გავიგოთ. წარმოგიდგენთ 2 რჩევას ჟანგის პრევენციის შესახებ.

 

1. ნესტის მშთანმთქმელი

ჟანგი გამოწვეულია ნესტიანობით, ამიტომ მნიშვნელოვანია, რომ ტენიანობა მინიმუმამდე დავიყვანოთ. ეს გარანტიას გვაძლევს, რომ მეტალის ნივთები არ დაიჟანგება, ან უფრო მეტ ხანს გაძლებს. ამ ინდუსტრიაში იყენებენ დიდ ნესტის მშთანთქმელ მოწყობილობებს რკინის შემცველი პროდუქტების ჟანგისგან დასაცავად. გააშრეთ მეტალის ნაწილები, რომლებიც დანესტილია დაუყოვნებლივ.

 

2. დაათვალიერეთ მანქანა

თქვენს მანქანაში ჟანგის პრევენციისთვის, მნიშვნელოვანია რეგულარულად დაათვალიეროთ მანქანა. ადგილები რომლებიც სწრაფად სველდება, როგორიცაა ბორბლის ჩარჩო და ბამპერები, მიდრეკილია ჟანგვისკენ. შეამოწმეთ ადგილები, სადაც მეტალის ორი ნაჭერი უერთდება ერთმანეთს, რადგან ამ ადგილებში ხახუნმა შეიძლება დააზიანოს საღებავი და დაუცველი გახდეს ჟანგის მიმართ. თქვენი მანქანის ქვედა ნაწილი ასევე მნიშვნელოვანი შესამოწმებელი ადგილია. ძირი ყველაზე მეტად შეიძლება დაზიანდეს, რადგან კონტაქტში შედის ჭუჭყთან და სველდება ყველა დანარჩენ ნაწილზე მეტად. მოაშორეთ ჟანგი დაუყოვნებლივ, მცირეოდენის პოვნის შემთხვევაშიც კი, რათა აირიდოთ მისი გავრცელება. დაამუშავეთ დაზიანებული ადგილები ჟანგის საწინააღმდეგო და მისგან დამცავი პროდუქტით, როგორიცაა მეტალის საღებავი.
 

რჩევები ჟანგის მოსაშორებლად

თუ ჟანგი აღმოაჩინეთ, შეგიძლიათ მოაშოროთ იგი ზედაპირიდან მოცემული რჩევების დახმარებით. აუცილებლად შეარჩიეთ ჟანგის მოსაშორებელი პროდუქტი, რომელიც განკუთვნილია შესაბამისი ზედაპირისთვის.

 

3 პროდუქტი ჟანგის წინააღმდეგ

HG-ს ეფექტური საშუალებების გარდა, არსებობს სხვა მეთოდებიც, რომლითაც სახლში შეძლებთ ჟანგიანი ზედაპირების დამუშავებას.

 

1. კოლა

ერთ-ერთი პროდუქტი ჟანგის დასაშლელად არის კოლა. დაასხით ცოტაოდენი კოლა ქსოვილზე არსებულ ჟანგის ლაქებზე, დააცადეთ რომ გაიჟღინთოს და შედეთ სარეცხ მანქანაში. ასევე შეგიძლიათ ჩადოთ ჟანგიანი გასაღები კოლაში და დააცადოთ სანამ ჟანგი გაქრება.
 

2. ცემენტი

კედელზე გაჩენილი ჟანგისთვის, შეგიძლიათ გააკეთოთ ცოტაოდენი ცემენტის მიქსტურა, რომელსაც წაუსვამთ ჟანგიან ადილებზე. ჯაგრისით გადაწმინდეთ ცემენტი როგორც კი გაშრება.

 

3. წყალი და მჟაუნას მჟავა

ზოგიერთი ვებსაიტის მიხედვით, შეგიძლიათ გამოიყენოთ მსუბუქი საშუალება წყლისა მჟაუნას მჟავის ნარევით, ნატურალური ქვის იატაკებზე ჟანგის გასაქრობად. წაუსვით ჯაგრისით, დატოვეთ რომ იმოქმედოს და შემდეგ მორეცხეთ. გირჩევთ თავდაპირველად სცადოთ ნაკლებად შესამჩნევ ადგილებზე!

თუ ჟანგის მოსაშორებელმა არ იმოქმედა, სცადეთ HG-ს საშუალებები, რომლებიც სპეციალურად ჟანგის მოსაშორებლად არის შემუშავებული.
 

HG-ს აქვს საშუალება ჟანგის წინააღმდეგ

HG-ს აქვს სამი პროდუქტი ჟანგიანი ზედაპირებისთვის. პირველ რიგში HG-ს ჟანგის გამწმენდი საშუალება. ეს განსაკუთრებით ეფექტური ჟანგის მოსაშორებელი საშუალება არ საჭიროებს ზედაპირის ზუმფარით გახეხვას. მისი გამოყენება შესაძლებელია ღობეებზე, საბაღე ხელსაწყოებზე, ხრახნებზე, სახრახნისებზე და ასე შემდეგ. ჟანგის მოსაშორებელი ძალიან ნელა ორთქლდება, რაც ნიშნავს რომ ის აქტიური რჩება დიდი დროით. ეს ჟანგის საწინააღმდეგო საშუალება ასევე ფლობს ანტი-კოროზიულ ეფექტს, რაც ნიშნავს რომ მეტალი გაწმენდის თანავე დაიწყებს ბრწყინვას.

 

ასევე გვაქვს HG-ს ჟანგის ლაქების ამომყვანი, რომელიც უსაფრთხოა და ზიანის გარეშე ამოყავს ჟანგის ლაქები კერამიკის ფილებიდან, ბეტონიდან, მარმარილოდან, შიფერიდან, მეტალიდან და ხიდან ყველანაირი სირთულის გარეშე. ეს ჟანგის მოსაშორებელი არ შეიცავს მჟავებს და იგი აბსოლუტურად უსაფრთხოა ზემოთ ნახსენები ზედაპირებისთვის.

 

შემთხვევით ტანსაცმელი დაგესვარათ ჟანგით? გამოიყენეთ HG-ს ლაქების ამომყვანი N7 ტანსაცმლიდან ჟანგის მოსაშორებლად, რომელიც სპეციალურად ამ პრობლემისთვისაა განსაზღვრული.


გაქვთ კარგი რჩევები ჟანგის მოსაშორებლად? გაგვიზიარეთ!

6708