ინფორმაცია


ძიება

როგორ მოვაშოროთ კირის ნადები მადუღარადან

თუ წყლის მადუღარას ყოველდღიურად იყენებთ, მნიშვნელოვანია რეგულარულად მოაცილოთ ნადები. მადუღარა, რომელსაც ნადების პრობლემა აქვს, არ მუშაობს საკმარისად კარგად. წყალი შეიცავს კალციუმს, რაც ილექება ფსკერზე და გამაცხელებელ ნაწილზე, რის გამოც, დროსთან ერთად, საკმარის ტემპერატურას ვეღარ გამოყოფს. კირის ნადებს აქვს მაიზოლირებელი ეფექტი და ამცირებს მოწყობილობის ეფექტურობას. რაც უფრო მეტ კალციუმს შეიცავს წყალი, მით მეტი ნადები გროვდება. ქვემოთ წარმოგიდგენთ რამდენიმე გზას მადუღარის ნადებისგან გასაწმენდად, რათა ის მრავალი წელი გემსახუროთ სრულფასოვნად.

 

კირის ნადების პრევენცია მადუღარაში


რთულია მადუღარაში ნადების ფორმირების სრული პრევენცია. ამისთვის შეიძლება დააყენოთ წყლის მარბილებელი, რომელიც კალციუმისგან და მაგნიუმისგან (რაც იწვევს კირის ნადებს) გაწმენდს წყალს. თუმცა ეს ძვირი სიამოვნებაა და წყლის მარბილებელი რეკომენდებულია მხოლოდ მაშინ, როდესაც წყლის სიხისტე აჭარბებს 14 გრადუსს. თუ თქვენი წყალი ზედმეტად ხისტია, თქვენი ბიუჯეტისთვის უმჯობესი იქნება პერიოდულად თქვენი საყოფაცხოვრებო ტექნიკიდან ნადები მოაშოროთ.
 

ალტერნატიური გზები მადუღარის გასაწმენდად ნადებისგან

 

HG-ს ნადების საწინააღმდეგო საშუალება ელექტრო ჩაიდნებისთვის სპეციალურად ამ საქმის მაქსიმალური გამარტივებისთვისაა შექმნილი. თუმცა ასევე შეგიძლიათ სცადოთ რომელიმე ალტერნატიული მეთოდი, რასაც ინტერნეტსივრცე ამ პრობლემის გადასაჭრელად გვთავაზობს.

ჩაიდნიდან ნადების მოსაშორებლად შეგიძლიათ გამოიყენოთ: HG, საწმენდი ძმარი ან ლიმონმჟავა. HG-ს საშუალებები სპეციალურად ამ საქმისთვისაა შექმნილი და იძლევა საუკეთესო შედეგს. ამ პროდუქტის მთავარი უპირატესობა საწმენდ ძმართან ან ლიმონთან მიმართებაში არის ის, რომ იგი არ ტოვებს სუნსა და გემოს. ძმრის ან ლიმონმჟავის გამოყენების შემთხვევაში, მოგიწევთ რამდენჯერმე აადუღოთ და გადაღვაროთ წყალი რათა ჩაის ან ყავას გემო არ გამოყვეს.

 

1. მოაშორეთ კირის ნადები მადუღარიდან საწმენდი ძმრით

საწმენდი ძმარი ნატურალური ძმრისგან კეთდება, მაგრამ უფრო მეტი გადამუშავების შედეგად. საწმენდ ძმარს აქვს ცხიმისა და ნადების მოსაშორებელი ეფექტი. ჩაასხით ცოტა წყალი და ცოტაოდენი საწმენდი ძმარი მადუღარაში და მიიყვანეთ დუღილამდე. საუკეთესო შედეგისთვის, ცოტა ხნით დატოვეთ დუღილის მდგომარეობაში, თუ თქვენი მადუღარა არ ითიშება ავტომატურად. შემდეგ გადაღვარეთ საწმენდი საშუალება და გამოავლეთ წყალი რათა არ დარჩეს გემო. თუ ზედმეტად ბევრი ნადები დაგიგროვდათ, შესაძლოა ამ მეთოდის რამდენჯერმე გამეორება დაგჭირდეთ.

 

2. მოაშორეთ ნადები მადუღარიდან ლიმონის წვენით

მჟავას, რომელსაც ლიმონის წვენი შეიცავს, შეუძლია გააქროს ნადები. ჩაასხით ორი დიდი ლიმნის წვენი ჩაიდანში და დაამატეთ წყალი ნადების დონემდე. აადუღეთ და გამორეცხეთ ცივი წყლით.

 

3. მოაშორეთ ნადები კოლას დახმარებით

ზოგიერთი ვებსაიტი გვირჩევს კოლას გამოყენებას ნადების მოსაშშორებლად. კოლა ასევე საჭიროებს დუღილის ტემპერატურამდე მიყვანას და გარკვეული დროით დუღილის შენარჩუნებას, საუკეთესო შედეგის მისაღებად. საკითხავია რამდენად გამოვა ამის გაკეთება მადუღარებზე, რომლებიც ავტომატურად ითიშება დუღილის ტემპერატურაზე.

ყველა ამ ალტერნატიული მეთოდის შემდეგ აუცილებლად უნდა გამორეცხოთ ჩაიდანი, რათა თავი აარიდოთ შემდგომში სუნს ან გემოს.
 

HG-ს ნადების საწინააღმდეგო საშუალება ელექტრო ჩაიდნებისთვის

დროსთან ერთად ყველა ელექტრო მადუღარას ექმნება კირის ნადების პრობლემა. HG-ს ნადების საწინააღმდეგო საშუალება ელექტრო ჩაიდნებისთვის სპეციალურად ამ პრობლემის მარტივად და უსაფრთხოდ გადაჭრისთვისაა შექმნილი. ამ საშუალებას აქვს ასევე ის უპირატესობა, რომ საერთოდ არ ქმნის სუნის ან გემოს პრობლემას. არც ადუღება და გაჩერება მოგიწევთ შედეგის მისაღებად. რაც გჭირდებათ ეს არის მხოლოდ 125 მლ HG-ს ნადების საწინააღმდეგო საშუალებას დაამატოთ 500 მლ წყალი და დატოვოთ 40 წუთი რათა იმოქმედოს.


გაქვთ კარგი რჩევები მადუღარადან კირის ნადების მოსაშორებლად? გაგვიზიარეთ!

14