ინფორმაცია


ძიება

როგორ მოვაშოროთ სილიკონის ჰერმეტიკი?

ასე რომ, სანტექნიკის მახლობლად შავი ნაკერების (გადაბმების) მოშორების მიზნით, თქვენ უნდა განახორციელოთ შემდეგი ეტაპები:

 

  1. მოაცილეთ ძველი, გაშავებული სილიკონის ფენა მთლიანად.ამისათვის გამოიყენეთ სპეციალური პროდუქტი. შეუდარებლად გაუმკლავდება ამ პრობლემას სილიკონის მოსაშორებელი საშუალება. მისი გამოყენება ძალიან მარტივია- კომპლექტი შეიცავს არა მხოლოდ პროდუქტს, არამედ მოსახერხებელ ფუნჯს და შპატელს. საკმარისია  ფუნჯის საუშალებით პროდუქტი დაიტანოთ გაშავებულ ჰერმეტიკზე, დატოვოთ 15 წუთით, შემდეგ კი ნარჩენები მოაცილოთ შპატელით.ამ მეთოდის გამოყენებით სილიკონის ჰერმეტიკი მთლიანად მოშორდება ზედაპირიდან. სხვათა შორის, HG უსაფრთხოდ მოქმედებს ნებისმიერი ტიპის საფარზე - იქნება ეს კრამიტი, ბუნებრივი ქვა, აბაზანის აკრილი, ფაიფური თუ სხვა მასალები.
  2. ძველი ჰერმეტიკის მთლიანად მოშორების შემდეგ, ზედაპირი უნდა დამუშავდეს სპეციალური საშუალებით, რომელიც ანადგურებს ობს. რადგან თუ ობის ნაწილაკები დარჩება ზედაპირზე ისინი შესაძლოა გახდეს ზედაპირზე ახალი შავი ლაქების გაჩენის მიზეზი. ამისათვის გამოიყენეთ ობის მოსაშორებელი სპრეი. ეს საშუალება ბოლომდე მოაშორებს ობის სოკოს, რაც სამომავლოდ  ნაცრისფერი და შავი ლაქების გაჩენას შეუშლის ხელს.
  3. საბოლოო ეტაპი არის ახალი სილიკონის ჰერმეტიკის გამოყენება. მის შეძენაზე ეკონომია არ ღირს - თქვენ უნდა აირჩიოთ მაღალხარისხიანი პროდუქტი, რომელიც დაცულია ტენიანობისა და ობისგან.

თუ დაამუშავებთ ღარებს სწორად და გამოიყენებთ ხარისხიან საშუალებებს შედეგი ნამდვილად მოგეწონებათ. სილიკონის ღარები დიდი ხნის მანძილზე შინარჩუნებენ თავიანთ სითეთრეს და თქვენი სააბაზანო ოთახი იქნება სუფთა და მოწესრიგებული.

3110