Sale 40% Promo Code:hg40

ინფორმაცია


ძიება

როგრო გავწმინდოტ ფრის შესაწვავი აპარატი

HG-ს აქვს რამდენიმე რეკომენდაცია სამზარეულოსა და საყოფაცხოვრებო ნივთების დასუფთავებაზე. ყველაფერი ბრწყინვალედ სუფთა, სწრაფად და მარტივად!

 

Deep fryer(.. ფრის აპარატი)-ის დასუფთავება|როგორ მოვაშოროთ აპარატს ჩამჯდარი ცხიმი?

ფრის აპარატის გაწმენდა? ალბათ ეს ერთ-ერთი ყველაზე რთული მისიაა საოჯახო საქმეებს შორის. აპარატში ჩამწვარი ცხიმის მოშორება შესაძლოა შეუძლებლადაც მოგვეჩვენოს, მაგრამ ხრაშუნა საჭმელი იმდენად გემრიელია, რომ აპარატის არ-ქონის ვარიანტი არც კი განიხილება. ცხიმის კვალის წაშორება შესაძლოა არც ისე რთული იყოს, თუ მიყვებით ჩვენს რჩევებს.

 

როგორ ავარიდოთ თავი აპარატის დაბინძურებას

გარეცხეთ შესაწვავი ლანგარი რეგულარულად, მინიმუმ თითოეული გამოყენებისთანავე! ეს გახლავთ საუკეთესო გზა ცხიმის ჩაჯდომის პრევენციისთვის, რომელიც რეცხვას შეუძლებელს ხდის. რაც უფრო მალე გაწმენდთ შესაწვავს, მით უფრო მარტივად შეძლებთ იმ ცხიმის მოცილებას, რომელიც ჯერაც არ გამყარებულა, რაც ამცირებს ლანგარის დაწვის რისკს შემდეგი გამოყენებისას. 

დამატებით, გირჩევთ, რომ რეგულარულად გამოცვალოთ ცხიმი აპარატში- ეს არა მხოლოდ დასუფთავების მიზნით, არამედ საჭმლის სიგემრიელისთვის. რეგულარული წმენდა თავიდან აგარიდებთ ჭუჭყიან აპარატსა და ცუდ-გემოიან ჩიფსებს!

 

სამი ("გააკეთე შენით") მეთოდი ლანგრის გასაწმენდად

არსებობს მრავალი გამოსავალი ცხიმიანი აპარატის გასაწმენდად. შენიშვნა: ამ მეთოდების წარმატებულობა გარანტირებული არ არის:

 

1. აპარატის გაწმენდა საწმენდი სითხით

საწმენდი სითხე ცხიმის მოშორებას უწყობს ხელს და შესაძლოა გამოყენებულ იქნას შესაწვავი კალათისა და ლანგრის გასაწმენდად. აავსეთ ნიჟარა ცხელი წყლით, დაამატეთ საწმენდი სითხე და გახეხეთ ჭურჭელი. ეს მეთოდი დაგეხმარებათ დროისა და ენერგიის დასაზოგად. არა მხოლოდ გულითადი ხეხვა, არამედ შესაძლოა წყლისა და საწმენდი სითხის შეცვლაც მოგიწიოთ რამდენიმეჯერ. ზოგიერთ შემთხვევაში გამაგრებული ცხიმი კვლავ რჩევა და მოშორება ერთი შეხედვით შესაძლოა წარმოუდგენლადაც მოგეჩვენოთ. 

 

2. აპარატის წმენდა ჭურჭყლის სარეცხ მანქანაში

შეგიძლით თქვენი შესაწვავი ლანგარი მოათავსოთ ჭურჭლის სარეცხ მანქანაშიც. Აპარატების კალათების უმეტესობის რეცხვა ამ მეთოდით უსაფრთხოა. აუცილებლად შეამოწმეთ თქვენი აპარატის რეცხვის ინსტრუქციები და დარწმუნდით, რომელი ნაწილების რეცხვა შეგიძლიათ სარეცხი მანქანით. თუ თქვენი აპარატისთვის ზედმეტად აგრესიულია ის, მაშინ გადადით შემდეგ მეთოდზე.

 

3. აპარატის წმენდა სოდით

აპარატის გაწმენდა სოდით? სოდა მეტად ეფექტური საწმენდი საშუალებაა და ხშირად გამოიყენება გამაგრებული ცხიმისა და ჭუჭყის მოსაშორებლად. აავსეთ 75% აპარატისა წყლით. დაამატეთ რამდენიმე სუფრის კოვზი სოდა და მოათავსეთ შესაწვავი კალათა მასში. ჩართეთ აპარატი მაქსიმუმ 90 გრადუს ცელსიუსზე და დატოვეთ 10 წუთით. შემდეგ გამორთეთ ის და ნარჩენებისაგან გაანთავისუფლეთ ნიჟარაში. ეს არის კარგი გზა აპარატის შიგნიდან გასაწმენდად. მიუხედავად იმია, რომ ეს მეთოდი ხშირად გამოიყენება, ჩვენ სოდის ხშირ გამოყენებას არ გავუწევდით რეკომენდაციას, რადგან მან შეიძლება დააზიანოს აპარატის მეტალი.

 

HG არის გამოსავალი ფრის აპარატის საწმენდად

HG-ს ფრის დასამზადებელი აპარატის გამწმენდი ხსნარი​ სწრაფად აშორებს გამყარებულ, მიმწვარ ცხიმს. HG-ს ფრის დასამზადებელი აპარატის გამწმენდი ხსნარი​ გამწმენდი არანაირად არ აზიანებს აპარატს, სახურავსა თუ კალათას!

HG deep-fat fryer გამწმენდი მარტივად და სწრაფად აშორებს გამყარებყლ ცხიმს აპარატიდან, სახურავიდან და კალათიდან. ეს ბალანსირებული პროდუქტი ასევე ასუფთავებს მეტალის დაზიანების გარეშე. შესაწვავი ცხიმის მოშორება უფრო რთულია, რადგან მაღალი ტემპერატურა მას წვავს, რომელიც შემდეგ მყარდება. აუცილებელია აპარატის რეგულარული წმენდა თქვენი ჯანრმთელობისთვისაც, რომლის გაკეთება შესაძლებელია ცხიმის გამოცვლისას. 

 

გაქვთ რჩევები ფრის აპარატის წმენდისათვის? გაგვიზიარეთ ისინი!

1352