ინფორმაცია


ძიება

როგორ გავწმინდოთ მიკროტალღური ღუმელი

მიკროტალღური ღუმელის წმენდა არცისე სახალისო საქმე ჩანს, მაგრამ საჭმლის გასაცხელებლად გასაწმენდი ღუმელის გამოყენება არაჰიგიენურია. საბედნიეროდ, არსებობს მრავალი გზა მიკროტალღური ღუმელის წმენდისთვის და ასევე გვაქვს რჩევები რომელიც დაგეხმარებათ მიკროტალღური ღუმელის დაბინძურების პრევენციაში.

 

5 რჩევა მიკროტალღური ღუმელის დაბინძურების პრევენციისთვის


მიკროტალღური ღუმელი რა თქმა უნდა იდეალური საშუალებაა საკვების გასათბობად, მაგრამ იგი ხშირად მოხმარებადია, ძალიან სწრაფად ბინძურდება და სასურველ შედეგს აღარ იძლევა. რა თქმა უნდა გნებავთ, რომ დაიცვათ ღუმელი დაბინძურებისგან და უსიამოვნო სუნისგან. როდესაც საკვები ცხელდება, შესაძლოა დატოვოს შხეფები კედლებზე. ამ პრობლემის პრევენციისთვის შეგიძლიათ გამოიყენოთ სპეციალური დამცავი თავსახური საჭმელზე. ქვემოთ მოცემული რჩევები დაგეხმარებათ შეინარჩუნოთ სუფთა ღუმელი და უფრო ჰიგიენური გახადოთ იგი.

1. გამოიყენეთ დამცავი თავსახური

როგორც უკვე გითხარით, დამცავი თავსახურით ღუმელის კედლებს დაიცავთ შხეფებისგან.

 

2. გაითვალისწინეთ ხანგრძლივობა

მიკროტალღური ღუმელის სისუფთავის შესანარჩუნებლად და ზედმეტი დაბინძურების თავიდან ასაცილებლად, ყურადღება მიაქციეთ რა ხანგრძლივობით აცხელებთ საკვებს.
 

3. გააცხელეთ დაბალი ინტენსივობის რეჟიმზე

მაგალითისთვის, ბარდის, სოსისის, სტაფილოს ან სიმინდის გათბობა უმჯობესია დაბალი ინტენსივობის რეჟიმზე. რამდენიმე ამორევა დაეხმარება საკვებს უფრო თანაბრად გათბობაში და თავიდან აგარიდებთ შხეფებს. თუ გაცხელებული საკვები მიეშხეფება ღუმელის კედლებს, გირჩევთ დაუყოვნებლივ გაწმინდოთ, რათა დროსთან ერთად უფრო მეტად არ ჩაეკრას კედლებში.
 

მიკროტალღური ღუმელის დაბინძურებისა და უსიამოვნო სუნის მიზეზები

როგორც ზემოთ აღვწერეთ, ჭუჭყიანი ან უსიამოვნო სუნის მქონე ღუმელი ძირითადად საკვების შხეფებისგანაა გამოწვეული მაღალ ტემპერატურაზე გათბობისას ან დაღვრილი საკვები ღუმელში შედგმისას ან გამოღებისას. საკვების შხეფები და ცხიმი რჩება კედლებზე და მისი მოშორება დროსთან ერთად უფრო რთული ხდება. ამიტომ საუკეთესო გზა არის მისი რაც შეიძლება მალე გაწმენდა, რათა დაბინძურების გაუარესება არ გამოიწვიოთ.
 

როგორ გავწმინდოთ მიკროტალღური ღუმელი

 

4 საშუალება მიკროტალღური ღუმელის გასაწმენდად

სხვადასხვა ბლოგი და ვებგვერდი გვირჩევს საშუალებებს მიკროტალღური ღუმელის საწმენდად, ჩვენ წარმოგიდგენთ რამდენიმე მათგანს.

 

1. ამიაკი

გამოიყენეთ ამიაკი ღუმელის საწმენდად. გაავსეთ პატარა ჯამი წყლით და ცოტაოდენი ამიაკით და მოათავსეთ მიკროტალღურ ღუმელში. ჩართეთ 10 წუთით 800 ვატზე. შემდეგ გაწმინდეთ ღუმელი ნაჭრით. უარყოფითი მხარე ისაა, რომ ამიაკის სუნი შესაძლოა დარჩეს ღუმელში და თქვენს საკვებსაც გადაედოს.

 

2. ლიმონის წვენი

აავსეთ პატარა ჯამი წყლით და დაამატეთ ცოტაოდენი ლიმონის წვენი. ჩართეთ ღუმელი 5 წუთით ყველაზე მაღალ სიმძლავრეზე. მიმწვარი საჭმელი მოლბება და მარტივი გახდება მისი მოცილება. ლიმონი ასევე ჯანსაღ სუნს დააბრუნებს.
 

3. სოდა

ზოგი ადამიანი ასევე რეკომენდაციას უწევს სოდას, როგორც საწმენდ საშუალებას მიკროტალღური ღუმელისთვის. თუ გინდათ სცადოთ, ჩადეთ წყლის პატარა ჯამი 2 კოვზ სოდასთან ერთად მიკროტალღურ ღუმელში.

ჩართეთ ღუმელი 5 წუთით ყველაზე მაღალ სიმძლავრეზე და შემდეგ უბრალოდ გაწმინდეთ ნაჭრით.

 

4. ჭურჭლის სარეცხი მანქანის ტაბლეტი

თუ წინა საშუალებები არ მოქმედებს, შეგიძლიათ სცადოთ ჭურჭლის სარეცხი მანქანის ტაბლეტი. ასევე აქაც დაგჭირდებათ წყლის პატარა ჯამი, სადაც მოათავსებთ ტაბლეტს. ჩართეთ ღუმელი 5 წუთით და ჩემდეგ გაწმინდეთ ნაჭრით.

სცადეთ ზემოთ ჩამოთვლილი საშუალებები და არ მოგცათ სასურველი შედეგი? მაშინ სცადეთ HG-ს საშუალება, რომელიც სპეციალურად მიკროტალღური ღუმელის სწრაფი და ეფექტური წმენდისთვის არის შექმნილი.
 

HG არის საშუალება მიკროტალღური ღუმელის წმენდისთვის

გნებავთ ღუმელი სწრაფად და ეფექტურად გაწმინდოთ? HG-ს მიკროტალღური ღუმელის საწმენდი საშუალება მარტივად მოაშორებს ცხიმს და მიმწვარ საკვებს ღუმელიდან. ეს ძლიერმოქმედი სპრეი არის გამოყენებისთვის უსაფრთხო ნებისმიერი მასალის მიკროტალღურ ღუმელზე.


 

გაქვთ კარგი რჩევები მიკროტალღური ღუმელის წმენდისთვის? გაგვიზიარეთ!

1341