ინფორმაცია


ძიება

როგორ გავწმინდოთ ესპრესოს დასამზადებელი აპარატი

მნიშვნელოვანია ესპრესოს აპარატის რეგულარულად წმენდა ნადებისგან. დროსთან ერთად, თქვენს აპარატში კირის ნადები დაგროვდება, რადგან ონკანის წყალი კალციუმს შეიცავს. კირის ნადები ეჭიდება ესპრესოს აპარატის სხვადასხვა ნაწილების შიდა მხარეს. ეს, რა თქმა უნდა, უარყოფითად მოქმედებს აპარატის ფუნქციონირებაზეც და ყავის გემოზეც! აღმოაჩინეთ საუკეთესო გზები ესპრესოს აპარატის საწმენდად.

 

რატომ არის ესპრესოს აპარატის ნადებისგან გაწმენდა აუცილებელი?


თქვენს ესპრესოს აპარატს აქვს მაცხელებელი ელემენტი, რომელიც აცხელებს წყალს და ალუმინის ჩარჩო მიმარგებულია ამ ნაწილზე. ჩვენი ონკანის წყალი შეიცავს კირს. კირის ნადები გროვდება წყლის ადუღებისას.

 

ზოგ შემთხვევაში წყალში გვხვდება კაცლიუმისა და მაგნიუმის ქლორიდების მაღალი კონცენტრაცია, რაც მადუღებელ ნაწილში კირის ნადების ჭარბ დაგროვებას იწვევს გაცხელებისას. როდესაც თქვენი აპარატი ადუღებს წყალს კალციუმის ქლორიდები იშლება და ემაგრება ალუმინის ჩარჩოს, რაც იწვევს კირის ნადებს.

ადგილებში სადაც წყალს ხანგრძლივად ვაჩერებთ (მადუღარა), განსაკუთრებით ჭარბად ჩნდება კირის ნადები. გარკვეული დროის შემდეგ, თქვენი ესპრესოს აპარატი სრულად შეწყვეტს ფუნქციონირებას დაგროვილი კირის ნადების გამო.
 

მოახდინეთ ესპრესოს აპარატში კირის ნადების დაგროვების პრევენცია

ონკანის წყალში კალციუმის დონის გამო, ესპრესოს აპარატში კირის ნადების სრული პრევენცია შეუძლებელია. შეგვიძლია მხოლოდ წმენდის სიხშირე შევამციროთ, რაშიც წყლის მარბილებელი დაგვეხმარება. წყლის მარბილებელი ამცირებს კალციუმს, მაგნიუმს და სხვა მეტალის კათიონებს და შესაბამისად კირის ნადების დონეც იკლებს.
 

თუმცა ეს მაინც არ გვაძლევს გარანტიას, რომ ესპრესოს აპარატის გაწმენდა აღარასოდეს მოგვიწევს, წყლის მარბილებლები კი საკმაოდ ძვირია. HG-ს აქვს ეფექტური საშუალება თქვენი ძვირადღირებული ესპრესოს აპარატის დიდხანს მუშა მდგომარეობაში შესანარჩუნებლად, წყლის დამარბილებლის გარეშე HG-ს ნადების მოსაშორებელი საშუალება ყავის მოსადუღებელი და ესპრესო აპარატებიდან ლიმონმჟავის საფუძველზე
 

როგორ მოვაშოროთ ნადები ესპრესოს აპარატიდან?

 

ნადების გაწმენდა ძმრის დახმარებით

ხშირად გვესმის, რომ ესპრესოს აპარატის გაწმენდა ძმრით შეგვიძლია. ჩაასხით რამდენიმე ჩაის კოვზი ძმარი ცოტაოდენ წყალთან ერთად თქვენს ესპრესოს აპარატში და აცადეთ ჩავიდეს ღრმად. გამორთეთ მანქანა 45 წუთით და დაელოდეთ დარჩენილ ძმარს რომ გამოვიდეს. ვიდრე გამოიყენებდეთ, რამდენჯერმე გამოავლეთ აპარატში წყალი. მიუხედავად იმისა, რომ ამ მეთოდს ბევრი მიმართავს, ჩვენ ძალიან ვეწინააღმდეგებით მას, რადგან:.

1. ამან შესაძლოა დააზიანოს მილები ესპრესოს აპარატში.

2. ის შლის კირის ნადებს და მხოლოდ ნაწილს აშორებს. აქედან გამომდინარე კირის ნადების ძმრით მოშორება არ მოგცემთ საუკეთესო შედეგს.

3. ძმრის მოშორება რთულია აპარატიდან. ძმრის უსიამოვნო გემო და სუნი გაყვება თქვენს ყავას საკმაოდ დიდი ხნის მანძლიზე.
 

HG არის საშუალება ესპრესოს აპარატიდან ნადების მოსაშორებლად

HG-ს ნადების მოსაშორებელი საშუალება ყავის მოსადუღებელი და ესპრესო აპარატებიდან ლიმონმჟავის საფუძველზე  აშორებს კირის ნადებს ნებისმიერი ტიპის ესპრესოს და ყავის აპარატებიდან. HG-ს ნადების მოსაშორებლის რეგულარული გამოყენებისას ყავა მუდამ იქნება გემრიელი და თქვენი აპარატი იმუშავებს ოპტიმალურად. ამ საშუალების ერთი ბოთლი საკმარისია ესპრესოს აპარატის 6-ჯერ გასაწმენდად. სტანდარტული ყავის აპარატების გასაწმენდად, ჩვენ გირჩევთ HG-ს ნადების მოსაშორებელ ხსნარს!

 

რა არის ესპრესოს აპარატის გაწმენდის უპირატესობები?

ესპრესოს აპარატის ნადებისგან რეგულარულ წმენდას აქვს ბევრი უპირატესობა:

1. აპარატის უფრო ხანგრძლივი სიცოცხლისუნარიანობა

2. უკეთესი ყავა (უფრო სავსე ჭიქები, უფრო მდიდარი გემო და სწორი ტემპერატურა)

კირის ნადების დაგროვების გამო ყავა უფრო ნელა მოძრაობს აპარატში, რის გამოც ჭიქაში ნაკლები ყავა ჩადის.

ამასთან ერთად, ნადების გამო წყალს არ ექნება პირდაპირი კონტაქტი მილებთან და ყავა საკმარისად ვერ გაცხელდება.

3. თავიდან იცილებთ ნადებისგან დაზიანებული აპარატის შეკეთების ხარჯებს.

4. უფრო ჩუმი აპარატი

კირის ნადები ავიწროვებს აპარატის მილებს, რის გამოც სატუმბ მექანიზმს უწევს უფრო ძლიერად მუშაობა. ამის გამო მანქანა უფრო მეტ ხმას გამოსცემს.
 

გაქვთ კარგი რჩევები ესპრესოს აპარატიდან ნადების მოსაშორებლად? გაგვიზიარეთ!

1368