Sale 40% Promo Code:hg40

ინფორმაცია


ძიება

უსაფრთხოების წესები

       ჩვენი პროდუქციის ძირითადი ნაწილი ბიოდეგრადირებადია, რომელიც სწორი გამოყენების შემთხვევაში არ ვნებს გარემოს.

  • ყურადღებით გაეცანით პროდუქტის შემადგენლობას.

 

  • ყოველთვის გამოიყენეთ დაცვის ინდივიდუალური საშუალებები. (ხელთათმანები, პირბადე) იმ შემთხვევაშიც კი, როდესაც ქიმ. საშუალების შემადგენლობა ნაკლებად აგრესიულია მისი კონტაქტი კანთან და სასუნთქ ორგანოებთან შეიძლება იყოს საკმაოდ მავნებელი.

 

  • გამოყენების დასრულებისთანავე ხელები და ის ადგილები, სადაც ქიმ. საშუალებას ჰქონდა კონტაქტი კანთან, კარგად დაიბანეთ საპნით. ნებისმიერ ქაიმიურ საშუალებას შეუძლია გამოიწვიოს ალერგიული რეაქცია.

 

  • გამოიყენეთ ინსტრუქციის შესაბამისად. მიაქციეთ განსაკუთრებული ყურადღება დანიშნულებას, რისთვისაც კონკრეტული საშუალება არის განუკუთვნილი. გამოიყენეთ საყოფაცხოვრებო ქიმიკატები მხოლოდ იმ ზედაპირების გასაწმენდად, რომლებისთვისაც არის რეკომენდებული.

 

  • მოარიდეთ პროდუქტს ღია ალი და მზის პირდაპირი სხივები, რადგან ბოთლის შიგნით ტემპერატურამ შეიძლება გამოიწვიოს საფრთხის შემცველი ქიმიური რეაქცია. ასევე, ახლოს არ უნდა აანთოთ გაზქურები, ასანთი, არ მოწიოთ და არ გამოიყენოთ ელექტრო გამათბობელი მოწყობილობები.

 

  • დაიცავით დოზირებისა და სიხშირის ინსტრუქციები. თითოეული ტიპის დაბინძურებისათვის გამოიყენება განსხვავებული დოზა. რეკომენდებული კონცენტრაციის დაცვა და გამოყენების სიხშირე, დაგეხმარებათ ეფექტურად გაწმინდოთ ნებისმიერი ზედაპირი და საშუალებაც ეკონომიურად დაიხარჯება.

 

  • არ გამოიყენოთ ვადაგასული საყოფაცხოვრებო ქიმია. ვადაგასულ საშუალებას შეუძლია არა მხოლოდ დაკარგოს თავისი ეფექტურობა, არამედ ზოგიერთ შემთხვევაში ზიანიც კი გამოიწვიოს.

 

  • ყურადღებით მოეკიდეთ დამუშავებული ზედაპირიდან საწმენდი საშუალების სრულად მოშორებას. მრავალი სახის საყოფაცხოვრებო ქიმია საჭიროებს მრავალჯერად რეცხვას, ვინაიდან ზოგიერთი შემადგენელი ელემენტი,   აფიქსირებს ზედაპირს და ხშირად გროვდება მასზე.

 

  • არასოდეს დატოვოთ საყოფაცხოვრებო ქიმია უყურადღებოდ ან ბავშვებისთვის ხელმისაწვდომ ადგილას. გამოყავით ცალკე ადგილი საყოფაცხოვრებო ქიმიის შესანახად,რომელიც მიუწვდომელი იქნება ბავშვებისა და შინაური ცხოველებისათვის.

 

  • არ შეინახოთ ქიმიური საშუალებები  ღია მდგომარეობაში. ღია მდგომარეობაში  ნებისმიერი ნივთიერება იწყებს აორთქლებას: პროდუქტის ძირითადი კომპონენტები "ორთქლდება", ამცირებს მის ეფექტურობას. აორთქლებული ნივთიერებები დიდხანს რჩება ჰაერში, შემდეგ კი სუნთქვისას ორგანიზმში მარტივად ხვდება.

 

  • არ გამოიყენოთ ან შეინახოთ საყოფაცხოვრებო ქიმიური საშუალებები საკვების უშუალო სიახლოვეში. საყოფაცხოვრებო ქიმიკატების მიკროსკოპულმა წვეთმაც კი, საკვების გზით ადამიანის ორგანიზმში მოხვედრისას, შეიძლება გამოიწვიოს მძიმე მოწამვლა.

 

  • შეინახეთ ქიმიური საშუალებები ვერტიკალურ მდგომარეობაში და მშრალ ადგილას. ეს ხელს შეუშლის პროდუქტის დაღვრას ან აორთქლებას.

 

  • თუ შემთხვევით დაგეღვარათ ან დაგეფანტათ საწმენდი საშუალებები, დაუყოვნებლივ მოაშორეთ ისინი ავეჯიდან ან იატაკიდან, რადგან საშუალებამ შეიძლება დააზიანოს ის ზედაპირი, რომლისთვისაც არ არის განუკუთვნიილი.

 

  • შეინახეთ პროდუქტის ეტიკეტი, რათა ნებისმიერ დროს შეამოწმოთ ვარგისიანობის ვადა და დააზუსტოთ მწარმოებლის რეკომენდაციები პროდუქტის გამოყენების შესახებ.