საღეჭი რეზინის მოშორება არც ისეთი მარტივი საქმეა. საღეჭი რეზინი, რა თქმა უნდა ძალიან წებოვანია და ერთი შეხედვით შეუძლებელია მისი მოშორება ტანსაცმლიდან, ავეჯის გადასაკრავიდან ან ხალიჩიდან. ზოგჯერ იმდენად რთულად ეკრობა ზედაპირს, თითქოს მის ნაწილად იქცევა. საბედნიეროდ არსებობს მრავალი გზა საღეჭი რეზინის მოსაშრებლად სხვადასხვა ზედაპირიდან.
რჩევები ტანსაცმლიდან და ხალიჩიდან საღეჭი რეზინის მოსაშორებლად
ჩვენ შევაგროვეთ საუკეთესო რჩევები მათგან, რასაც მრავალი ვებგვერდი და ბლოგი გვთავაზობს. არაქისის კარაქიდან დაწყებული, თხევადი გაზით დამთავრებული!
3 გზა საღეჭი რეზინის მოსაშორებლად
HG-ს საღეჭი რეზინის მოსაშორებელი სპრეის გარდა, ვებსაიტების მიხედვით არის სხვა გზებიც ამ პრობლემის გადასაჭრელად.
1. არაქისის კარაქი
არაქისის კარაქი ერთ-ერთი კარგი გზა აღმოჩნდა საღეჭი რეზინის პატარა ნაწილაკების ტანსაცმლიდან მოსაშორებლად. წაუსვით ცოტაოდენი არაქისის კარაქი საღეჭ რეზინს და გარეცხეთ დასვრილი ტანსაცმელი 40 გრადუსზე. რეცხვის შემდეგ არაქისის კარაქისგან გაჩენილი ზეთის ლაქები აღარ უნდა დარჩეს.
2. ბენზინი
ბენზინი ასევე კარგი გამოსავალია საღეჭი რეზინის მოსაშორებლად ტანსაცმლიდან, ჯინსებიდან, ხალიჩებიდან და ასე შემდეგ. დაასველეთ ქაღალდის ხელსახოცი ბენზინში. მისი დახმარებით გაწმინდეთ ფრთხილად მიკრული საღეჭი რეზინი და ის თანდათანობით მოსძვრება ზედაპირს.
3. თხევადი გაზი
გამოიყენეთ თხევადი გაზი საღეჭი რეზინის მოსაშორებლად. თხევადი გაზი გაამყარებს საღეჭ რეზინს და მარტივად მოსაშორებელს გახდის მას.
სამწუხაროდ, ჩამოთვლილი საშუალებები ყოველთვის არ მოქმედებს. ყოველთვის არსებობს შანსი რომ არაქისის კარაქი ცხიმის კვალს დატოვებს და თხევადი გაზი - უსიამოვნო სუნს. ამიტომ სცადეთ HG-ს საღეჭი რეზინის მოსაშორებელი სპრეი, შექმნილი სპეციალურად ამ მიზნით.
ტანსაცმლიდან საღეჭი რეზინის მოშორება HG-სთან ერთად
მოაშორეთ საღეჭი რეზინი სხვადასხვა სახის ზედაპირიდან სწრაფად HG-ს საღეჭი რეზინის მოსაშორებელი სპრეის დახმარებით! ეს საშუალება სრულიად ყინავს და ამყარებს საღეჭ რეზინს. გაყინული და მტვრევადი საღეჭი რეზინის მოშორება მარტივი ხდება ნებისმიერი ზედაპირიდან.
გაქვთ კარგი რჩევები საღეჭი რეზინის მოსაშორებლად? გაგვიზიარეთ!