ინფორმაცია


ძიება

როგორ მოვაშოროთ კირის ნადები

კირის ნადები, ადრე თუ გვიან,  ნებისმიერის პრობლემა ხდება, რადგან წყლის დინებას თან სდევს კირის დაგროვება. კირის ნადების წარმოშობა გარდაუვალია აბაზანაში, მაგრამ ასევე ნიჟარაში და ტრაპშიც. წარმოგიდგენთ რამდენიმე რჩევას, კირის ნადების მოსაშორებლად.

 

რა წარმოქმნის კირის ნადებს?


კირის ნადები წარმოიშობა მაშინ, როდესაც კალციუმის და მაგნიუმის იონები მიემაგრება კედლებს, ტრაპს და ა.შ.  კალციუმს და მაგნეზიუმს, თუმცა რა ოდენობით, ეს ადგილზეა დამოკიდებული. კირის ნადები შეიძლება წარმოიშვას ისეთ რეგიონებში სადაც წყალში მინერალების შემცველობა თითქმის არ არის, რადგან მილები რომლებსაც წყალი თქვენამდე მოაქვს, შეიძლება შეიცავდეს კალციუმს. ბუნებრივი პროცესის შედეგად კალციუმი არის თქვენს სასმელ წყალშიც.
 

რჩევები კირის ნადების პრევენციისთვის

რა თქმა უნდა გინდათ თავიდან აიცილოთ კირის ნადები, განსაკუთრებით ონკანზე. მოცემული რჩევები დაგეხმარებათ კირის ნადების პრევენციისთვის.

 

1. კირის ნადების მოშორება საწმენდი საშუალება

კირის ნადების პრევენციისთვის ტუალეტში, ონკანებზე, საშხაპეში ან ნიჟარაში, ჩვენ გირჩევთ შხაპის მიღებისას შეიტანოთ ნაჭერი, საწმენდ საშუალებასთან ერთად. ასეთნაირად თქვენ შეგიძლიათ გაწმინდოთ კედლები შხაპის მიღების პარალელურად. მოავლეთ ცხელი წყალი კედლებს შხაპის შემდგომ და გაამშრალეთ საშხაპე კაბინა. HG-ს საწმენდი საშხაპისა და აბაზანისთვის არის ნომერ პირველი ყოველდღიური საწმენდი საშუალება, რადგან ის აშორებს არამხოლოდ კირის ნადებს, არამედ კანის ცხიმსა და საპნის ნარჩენებსაც.

 

2. სპეციალური წყლის ფილტრი

შეგიძლიათ დააყენოთ სპეციალური წყლის ფილტრი თქვენი მილებისთვის; დააყენეთ ის პირდაპირ წყლის მრიცხველთან, ან რაც შეიძლება ახლოს. სპეციალური წყლის ფილტრი (და ჩაშენებული კალციუმის ფილტრი) ამსუბუქებს წყალს, რათა ის შეიცავდეს ნაკლებ კალციუმს. სამწუხაროდ ეს მეთოდი ძვირია და არ არის ყველასთვის ხელმისაწვდომი.
 

როგორ გავაქროთ კირის ნადები

კირის ნადების სრული პრევენცია თითქმის შეუძლებელია, რადგან იქ სადაც წყალია, ყოველთვის არის კირის ნადები. მხოლოდ მისი დაგროვების სიჩქარე განსხვავდება, რადგან სხვადასხვა ადგილას, სხვადასხვა ოდენობით გვხვდება წყალში კალციუმი და მაგნიუმი. ამის გამოა , რომ ასორტიმენტში გვაქვს სხვადასხვა სახის კირის ნადების მოსაშორებლები.
 

3 მეთოდი კირის ნადების მოსაშორებლად

სხვადასხვა ბლოგს აქვს წარმოდგენილი მრავალი სახის რჩევა კირის ნადების მოსაცილებლად ონკანებიდან და სხვა ზედაპირებიდან. ჩვენ შევარჩიეთ რამოდენიმე საუკეთესო მათგანი.

 

1. კოლა

ზოგჯერ კოლა მიჩნეულია საშუალებად, რომელიც ყველა პრობლემას აგვარებს. კირის ნადების მოშორებაც ერთ-ერთი მათგანია. კოლა შესაძლოა გამოვიყენოთ უნიტაზიდან კირის ნადების მოსაშორებლად. ჩაასხით კოლა უნიტაზში და დატოვეთ მთელი ღამე. ჩარეცხეთ მომდევნო დღეს.

 

2. ფერმენტირებული რძე

დაასველეთ ჩაის ტილო ფერმენტირებული რძით და წაუსვით კირის ნადებზე. დატოვეთ ერთი ღამე და მეორე დღეს თავისუფლად ჩამორეცხავთ კირის ნადებს.

 

3. ქსოვილის დამარბილებელი

თქვენ ასევე შეგიძლიათ გამოიყენოთ ქსოვილის დამარბილებელი კირის ნადების გასაწმენდად. გახსენით ცოტაოდენი ქსოვილის საწმენდი ცხელი წყლით სავსე ვედროში და გადაუსვით ზედაპირს. ცოტა ხანს დაელოდეთ, რომ იმოქმედოს და ჩამორეცხეთ ცხელი წყლით.


სცადეთ ზემოთ მოცემული რჩევები და არ გქონდათ შედეგი? მაშინ სცადეთ HG-ს მიერ სპეციალურად კირის ნადების მოსაშორებლად შექმნილი საშუალებები.

 

მოაშორეთ კირის ნადები ეფექტურად HG-ს დახმარებით:

HG-ს აქვს რამოდენიმე საშუალება კირის ნადების მოსაშორებლად, მაგალითად HG-ს კირის ნადების მოსაშორებელი უნივერსალური საშუალება.  ეს საშუალება არის ნადების მოსაშორებელი ძლიერი კონცენტრატი, რომელიც აშორებს კირის ნადებსა და ქვებს. ეს საშუალება განკუთვნილია საშხაპისთვის, ტუალეტისთვისა და აბაზანის კედლებისთვის, ასევე ნადებს აშორებს ონკანებიდან. მოცემული კონცენტრატი ასევე გვაქვს 500მლ და 1ლ ბოთლებში.

 

HG-ს სპრეი-ქაფი კირის ნადების მოსაშორებლად და HG-ს ძლიერმოქმედი სპრეი-ქაფი მცენარეული არომატით კირის ნადების მოსაშორებლად აშორებს კირის ნადებს ტუალეტიდან, ონკანიდან უფრო სწრაფად და საფუძვლიანად და ტოვებს თქვენს სახლში სისუფთავის სუნს. HG-ს კირის ნადების მოსაშორებელი საშუალებები აშორებს ნადებს, რომლისგანაც დაბურულია ფილები, საშხაპე კაბინები, სხვადასხვა მასალის აბაზანები და სამზარეულოს სამუშაო ზედაპირები.
      


ჩვენი კირის ნადების საწინააღმდეგო საშუალებები ქმნიან სქელ ქაფს უფრო ხანგრძლივი მოქმედებისთვის და იგი არ აზიანებს ქრომს და პრიალა ზედაპირებს. ჩამოთვლილი პროდუქციის გარდა, ასევე გვაქვს HG-ს სამმაგი სიძლიერის მქონე სპრეი-ქაფი კირის ნადების მოსაშორებლად, განსაკუთრებული სირთულის კირის ნადებისთვის.



გაქვსთ კარგი რჩევები კირის ნადების მოსაშორებლად? გაგვიზიარეთ!

2706