ფილებსშორის ღარებში გრუნტის გაწმენდა ხშირი და აუცილებელი საქმმეა. არამხოლოდ ჰიგიენური, არამედ ესთეტიური მიზეზებითაც: უსუფთაო გრუნტი ლაქასავითა თქვენს სუფთა ტუალეტსა თუ სამზარეულოში! ფილებსშორისი ღარების გრუნტი ძალიან სწრაფად ბინძურდება და თანდათანობით ფერს კარგავს. ჩვენ გვაქვს რამდენიმე რჩევა, რათა თქვენი აბაზანა ან სამზარეულო ახალივით ბზინავდეს.
რა იწვევს გრუნტის დაბინძურებას?
გრუნტი აბაზანის ან სამზარეულოს კედლებზის ან იატაკის ფილებს შორის ზედმეტად მარტივად ისვრება.
ჭუჭყი, ცხიმი, ნესტი და ჭუჭყიანი წყალი იატაკის მოწმენდისას, ყველაფერი აღწევს გრუნტში. ნესტს ასევე შეუძლია კირის ნადების ან ობის გაჩენა გრუნტზე.
3 რჩევა გრუნტის დაბინძურების პრევენციისთვის
გრუნტის დიდი ნაწილი არის ფოროვანი და შესაბამისად მარტივად იღებს ცხიმს, მურს, ნესტსა და კირის ნადებს. ქვემოთ მოცემულია რჩევები გრუნტის დაბინძურების შანსების საგრძნობლად შემცირებისთვის.
1. დაიცავით გრუნტი
თუ თავიდან აიცილებთ ცხიმის, ჭვარტლის და სინესტის მოხვედრას გრუნტში, მაშნ ის არ დაისვდება. ზოგიერთი ბლოგი გვირჩევს გრუნტზე სანთლის წასმას, რათა შევქმნათ წყალგაუმტარი და ჭუჭყის მიმართ მდგრადი ფენა. თუმცა HG-ს სუპერ ძლიერი დამცავი საშუალება კედლების და იატაკების გასაწმენდად ბევრად ეფექტურია.პროდუქტი ქმნის მაქსიმალურად გამჭირვალე დაცვას ზეთის, ცხიმის, მურისა და ნესტის მიმართ, რაც კირის ნადებს იწვევს.
2. კარგი ვენტილაცია
მნიშვნელოვანია, რომ ოთახი კარგად ნიავდებოდეს. ნესტი აღწევს გრუნტში, რამაც შეიძლება ფილების დაობებაც კი გამოიწვიოს. ჩართეთ ვენტილატორი და დატოვეთ ოთახში სამუშაოდ, ხოლო კარი იყოს ღია. თუ თქვენს აბაზანას აქვს ფანჯარა, გირჩევთ გააღოთ ის შხაპის მიღებამდე ან დაუყოვნებლივ შხაპის შემდგომ, რათა ნესტმა გარეთ გააღწიოს.
3. განაახლეთ იატაკისა და კედლების წმენდის საშუალებები რეგულარულად.
თუ წყალი რომლითაც იატაკს წმენდავთ არის ჭუჭყიანი, მაშინ გრუნტიც დაბინძურდება. წმენდის საშუალების განახლებით მოახდენთ ზედმეტი ჭუჭყის ფილებსშორის მოხვედრის პრევენციას.
რჩევები ფილებისა და გრუნტის წმენდისთვის
იმის გარდა, რომ გრუნტის ფოროვნობის შემცირებით, კარგი ვენტილაციით და საწმენდი საშუალებების რეგულარული განახლებით გრუნტს დაბინძურებისგან დავიცავთ, მოვა დრო, როდესაც გრუნტს გაწმენდა დასჭირდება. სხვადასხვა ვებსაიტი და ბლოგი გვთავაზობს მრავალი სახის რჩევას გრუნტის წმენდის გზებს.
4 საშინაო მეთოდი ფილებსშორის გრუნტის გასაწმენდად.
1. მათეთრებელი და წყალი
გახსენით მათეთრებელი წყალში და გაწმინდეთ ფილების გრუნტი.
2. ნაჭრის დამარბილებელი და თბილი წყალი
სხვა გზა აბაზანის გრუნტის საწმენდად არის ნაჭრის დამარბილებელი და თბილი წყალი. გამოიყენეთ ეს ნარევი და გაწმინდეთ გრუნტი.
3. წყალი და ძმარი
დაალბეთ ტილო წყალში გახსნილი ძმრით, მოწმინდეთ გრუნტი ძლიერად მისი დახმარებით, შემდეგ კი გადაუსვით მშრალი ჩვარი.
4. ლიმონის წვენი, ძმარი და სოდა
ზემოთ ჩამოთვლილი მეთოდების გარდა, შეგიძლიათ გამოიყენოთ ლიმონის წვენი. აურიეთ ცოტა ძმარი სოდა და ლიმონის წვენი და ამ ნარევით გახეხეით ფილები. მაინც ვერ მიიღეთ სასურველი ეფექტი? მაშნ სცადეთ მრავალფეროვანი საშუალებები, რომლებიც HG-მ სპეციალურად ფილებს შორისი გრუნტის ეფექტურად წმენდისთვის შეიმუშავა.
გაწმინდეთ ფილებსშორისი გრუნტი HG-ს დახმარებით
HG-ს აქვს სხვადასხვა პროდუქტი გრუნტის მარტივი და ეფექტური წმენდისთვის თქვენს კედლებსა და იატაკებზე, როგორიცაა HG-ს სპრეი ფილებსშორის ღარების საწმენდად. ეს კონცენტრირებული გამწმენდი არის ერთ-ერთი საუკეთესო გზა ჩამჯდარი ჭუჭყის ამოსაყვანად ფილებსშორისი ღარების გრუნტიდან. ამ საშუალების ერთი ლიტრი საკმარისია 10-15 კვადრატული მეტრი ზედაპირისთვის. HG-ს ფილებსშორის ღარების საწმენდი ასევე ხელმისაწვდომია მოხმარებისთვის მზა მდგომარეობაში.
HG-ს ფილებსშორის ღარების საწმენდი - გამოყენებისთვის მზა მდგომარეობაში არ საჭიროებს გაზავებას და აშორებს ჭუჭყს გრუნტიდან იატაკისა და კედლების ფილებსა და აგურებს შორის. პროდუქტის წმენდის სიძლიერე შენარჩუნებულია გაჟღენთისა და წმენდის პროცესში, რასაც მივყავართ საუკეთესო შედეგამდე. ისევ არის ყვითელი ან ყავისფერი ლაქები წმენდის დასრულების შემდეგ?
ეს არის კირის ნადები და ჩვენ გირჩევთ HG-ს კირის ნადების მოსაშორებელ უნივერსალურ გამწმენდ საშუალებას. გრუნტიდან შავი ნადების მოსაშორებლად გირჩევთ HG-ს ობის მოსაშორებელ სპრეის
გაქვთ კარგი რჩევები ფილებსშორისი გრუნტის გასაწმენდად? გაგვიზიარეთ!