ინფორმაცია


ძიება

როგორ გავწმინდოთ გაჭედილი მილები

მილებში დაგროვილი საცობი გაწუხებთ? საჭმლის ნარჩენები მილების გაჭედვის ყველაზე ხშირი მიზეზია სამზარეულოში, ხოლო საშხაპეში მთავარ მიზეზს თმა და საპნის ნარჩენები წარმოადგენს. გარეცხვამდე გაწმინდეთ ჭურჭელი ქაღალდის ხელსახოცით და მოაშორეთ თმა საშხაპის ტრაპიდან. მოცემული რჩევები დაგეხმარებათ როგორც გაჭედილი მილების გახსნაში, ასევე მომავალში იგივე პრობლემის თავიდან აცილებაში.

3 რჩევა მილების ბლოკირების თავიდან ასაცილებლად


ქვემოთ მოცემული რჩევები დაგეხმარებათ თავიდან აიცილოთ მილების ბლოკირება სამზარეულოში, ტუალეტსა და სააბაზანოში.

 

1. მოარიდეთ საჭმლის ნარჩენები ნიჟარას

მნიშვნელოვანია რომ წყლის გადავლებამდე ჭურჭელი საჭმლის ნარჩენებისგან ქაღალდის ხელსახოცით გაწმინდოთ. დააყენეთ დამატებითი ფილტრი ტრაპზე, რათა მეტად დაიცვათ მილი ნარჩენებისგან. არასოდეს გადაღვაროთ ზეთი ნიჟარაში, ჩაასხით ის უკან ბოთლში.

 

2. მილი არ არის ნაგვის ურნა.

ყურადღებით იყავით თუ რა და რამდენი ხვდება თქვენს მილებში. მაგალითისთვის, ნუ ჩარეცხავთ დიდი რაოდენობით ტუალეტის ქაღალდს ერთიანად. საფენები, ტამპონები და განსაკუთრებით პამპერსები ჩაყარეთ ნაგვის ურნაში და არავითარ შემთხვევაში - უნიტაზში.

 

3. გაწმინდეთ საშხაპის ტრაპი და ნიჟარა

თმა, საპნის ნარჩენები და კანის ცხიმი ხშირი მიზეზია საშხაპე მილებისა და ნიჟარების ბლოკირებისას. რეგულარულად გაწმინდეთ საშხაპე თმისგან და შეინარჩუნეთ სისუფთავე ნიჟარებში.

როგორ გავხსნათ ბლოკირებული მილი?

3 საშუალება, რომლითაც გაჭედილი მილების გახსნას შეძლებთ

მრავალ განსხვავებულ ვებსაიტზე და ბლოგზე შეხვდებით საშუალებებს, სახლის პირობებში მილების ბლოკირებასთან გასამკლავებლად. გაითვალისწინეთ: მსგავსი მეთოდები არ გაძლევენ წარმატების გარანტიას.

 

1. სოდა და ცხელი წყალი
ერთ-ერთი საშუალება არის სოდა. აიღეთ ერთი მუჭა სოდა და ჩაყარეთ ბლოკირებულ მილში. შემდეგ ჩაასხით ცხელი წყალი. სოდა არ გეხმარებათ? მაშინ შეგიძლიათ ცადოთ იგივე კომბინაცია ძმრით. ამ პროდუქტების გამოყენების შემდეგ, მილში აუცილებლად უნდა ჩაასხათ მინიმუმ 1 ლიტრი მდუღარე წყალი.

 

2. კოლა
კოლა არამხოლოდ ჟანგის მოცილებაში გვეხმარება, ის ასევე ბლოკირებულ მილებსაც შველის. ჩაასხით მთლიანი ბოთლი კოლა ბლოკირებულ მილში. დაიცადეთ 15-დან 30 წუთამდე და შემდეგ დაამატეთ მინიმუმ 1 ლიტრი მდუღარე წყალი. თუმცა გეტყვით, რომ სერიოზულ ბლოკირებებთან ეს მეთოდი ყოველთვის არ მოქმედებს.

 

3. სანტექნიკის გველი
იგი გამოიყენება მაშინ, როდესაც საცობი ზედმეტად ღრმადაა წარმოქმნილი მილში. მოქნილი რკინის კაბელი იხრება, რათა მარტივად გაძვრეს მილებში. შეუშვით „სანტექნიკის გველი“ მილში რაც შეგიძლიათ ღრმად და შემდეგ დაატრიალეთ მბრუნავი სახელური. მბრუნავი მოძრაობა შლის ბლოკირებას და ხსნის მილს.

სცადეთ ზემოთ მოცემული მეთოდები და ვერ მიიღეთ შესაბამისი შედეგი, ან თვლით რომ  ზედმეტად ბევრი სამუშაოა? მაშინ სცადეთ მრავალფეროვანი საშუალებები, რომლებიც HG-მ სპეციალურად ბლოკირებული მილებისთვის შეიმუშავა.

HG-ს საშუალებები ბლოკირებული მილებისთვის

 

HG- აქვს მრავალფეროვანი გადაწყვეტილებები ბლოკირებული მილებისთვის. პირველი არის HG-ს თხევად საშუალებას მილების საწმენდად ტუალეტის, საშხაპისა და ნიჟარის ბლოკირების მოსახსნელად. ის მოქმედებს საფუძვლიანად და ეფექტურად და არ აზიანებს პლასტმასის მილებს.

სამზარეულოს მილების ძლიერი ბლოკირება გაქვთ? მაშინ ჩვენ გირჩევთ HG-ს მილების ორკომპონენტიან გამწმენდს. ეს გამწმენდი გათვლილია ყველაზე რთული ბლოკირებებისთვის სამზარეულოს მილებში და ასევე გაწმენდს საშხაპის მილებს.

სამზარეულოს ნიჟარის გაჭედვა ხშირად გამოწვეულია ცხიმისგან, ან საჭმლის ნარჩენებისგან. გამოიყენეთ HG-ს მილებში ჭუჭყის საცობის მოსაშორებელი საშუალება. იგი მუშაობს ნატურალური მიკრო ორგანიზმების საფუძველზე, რომელიც „გამოჭამს“ ბლოკირებას და ყოველთვის ეფექტურია ნებისმიერი სახის ბლოკირებისას.

გაჭედილი ნიჟარა ან ბლოკირება საშხაპეში? ხშირ შემთხვევაში, სააბაზანოს ბლოკირებას იწვევს თმა, რომელიც ასევე იგროვებს საპონს, კანის ცხიმსა და კბილის პასტას. HG-ს მილებიდან თმის მოსაშორებელი სითხე არის საუკეთესო პროდუქტი მსგავსი ტიპის ბლოკირებული მილებისთვის.

უსიამოვნო სუნის მოსაშორებლად სამზარეულოში ან სააბაზანოს მილებში, ჩვენ გირჩევთ HG-ს უსიამოვნო სუნის მოსაშორებელ საშუალებას

 

 

ბლოკირებული მილების მიზეზები ბლოკირებული მილების ან ტრაპის პრობლემამ ხშირად შეიძლება იჩინოს თავი, მაგრამ რა არის ბლოკირების ზუსტი მიზეზი?

 

ბლოკირებული ნიჟარა სამზარეულოში 
როგორც უკვე ვთქვით, საჭმლის ნარჩენების მოხვედრა მილებში არის მთავარი მიზეზი ბლოკირებისას. საჭმელი რჩება მილში და საბოლოოდ იწვევს ნიჟარის სრულ გაჭედვას. ასევე საპნის ნარჩენების ბრალია აბაზანის გაჭედვა. საპნის ნარჩენები გროვდება და რაც დრო გადის, უფრო ნაკლებ ადგილს ტოვებს მილში. ცხიმი, საჭმელი და კირის ნადები ასევე შეიძლება იყოს სამზარეულოს ნიჟარების ბლოკირების მიზეზი.

 

ბლოკირებული ტუალეტი
ტუალეტის ქაღალდმა, ქსოვილმა ან უნიტაზის საწმენდმა საშუალებამ შეიძლება წარმოქმნას კირის ნადები, რაც შემდგომში ტუალეტის მილის გაჭედვის მიზეზი ხდება. ტუალეტის მილის გაჭედვის მიზეზი შესაძლოა იყოს გარეთაც, მაგალითისთვის, ნარჩენების გადავსებული ავზი ან ავზის გაჭედილი მილები.


 

გაჭედილი მილები აბაზანაში
თმა არის აბაზანის მილებისა და ტრაპის ბლოკირების ნომერ პირველი მიზეზი. პარსვა, დაბანა და ვარცხნა ყველა ნიშნავს თმას აბაზანის ან ნიჟარის ტრაპსა და მილში. ეს გარდაუვალია, ერთადერთი გზა არის გავწმინდოთ მილები თმისგან. თმა იწვევს ჭუჭყის დაგროვებას და დროსთან ერთად საცობის წარმოქმნას. საპნის ნარჩენები და ცხიმი ასევე არის მთავარ მიზეზებს შორის მილების ბლოკირებისას.

 

 

გაქვთ კარგი რჩევები მილების საცობებისგან გასაწმენდად? გაგვიზიარეთ!

 

7839