ინფორმაცია


ძიება

როგორ გავწმინდოთ ხალიჩა

უკვე ხალიჩის გაწმენდის დრო მოდის? ამ გვერდზე ჩვენ გაგიზიარებთ რამდენიმე მეთოდს ხალიჩის წმენდისთვის, მათ შორის ორთქლით წმენდასაც განვიხილავთ. ჩვენ მოგცემთ დეტალურ რჩევებს ხალიჩის წმენდისა და ლაქების მოშორებისთვის. ეს რჩევები ხალიჩის ღრმა წმენდას გაგიმარტივებთ!

 

საუკეთესო გზები ხალიჩის წმენდისა და ლაქების მოშორებისთვის


რა თქმა უნდა გნებავთ, რომ თქვენი ხალიჩები იყოს სუფთა და განახლებული. მტვერსასრუტის რეგულარული გამოყენების მიუხედავად, ხალიჩა მაინც საჭიროებს ღრმა წმენდას და დროსთან ერთად სუფთა სახეს კარგავს. რა არის საუკეთესო გზა ხალიჩის წმენდისთვის?

 

4 გზა ხალიჩის წმენდისთვისა და ლაქების მოშორებისთვის

HG-ს სპეციალური პროდუქტების გარდა, თქვენ ასევე შეგიძლიათ სცადოთ სხვადასხვა მეთოდი ხალიჩის წმენდისთვის, რომლებსაც მრავალი ვებსაიტი გვირჩევს. წარმოგიდგენთ მათგან რამდენიმე საუკეთესოს.

 

1. გაზიანი მინერალური წყალი

გაზიანი მინერალური წყალი შეიცავს ნახშირორჟანგს. ჩაასხით ცოტაოდენი მინერალური წყალი მისასხურებელ ბოთლში. მიასხურეთ მინერალური წყალი ლაქაზე და ძლიერად მოწმინდეთ ჩვრით. ხალიჩის წმენდის ეს მეთოდი ყველაზე ეფექტურია ახლად გაჩენილ ლაქებზე.

2. თხევადი საპონი

ფრთხილად წაუსვით თხევადი საპონი ხალიჩის ლაქებზე. შემდეგ მოწმინდეთ სველი ტილოთი და საჭიროების შემთხვევაში, გაიმეორეთ პროცედურა.

 

3. საპარსი ქაფი

ხალიჩის წმენდისთვის ასევე შეგიძლიათ სცადოთ საპარსი ქაფი. დაასხით საპარსი ქაფის ფენა ლაქაზე და ქსოვილით მოწმინდეთ ძლიერად. შემდეგ მოწმინდეთ საპარსი ქაფი თბილ წყალში დასველებული ტილოს ფრთხილად დადებით.

 

4. სოდა

დაყარეთ ცოტაოდენი საკვები სოდა ხალიჩაზე და დაელოდეთ ერთი ღამე. მოწმინდეთ სოდა მეორე დღეს მტვერსასრუტით და ლაქა გაქრება.

გირჩევნიათ სპეციალური პროდუქტის გამოყენება ხალიჩის წმენდისთვის? მაშინ სცადეთ HG-ს სპეციალური საშუალებები ხალიჩებისა და ავეჯის გადასაკრავების წმენდისთვის.

 

HG-ს საშუალებები ხალიჩის წმენდისთვის

HG-ს აქვს სამი სხვადასხვა პროდუქტი ხალიჩის ღრმა წმენდისა ლაქების მოშორებისთვის. პირველ რიგში წარმოგიდგენთ HG-ს ნოხების გამწმენდ და დამცავ საშუალებას. ეს ხალიჩის საწმენდი საშუალება აშორებს ჭუჭყს საფუძვლიანად. ეს პროდუქტი იდეალურია, როგორც ხალიჩის შამპუნი და ის ხალიჩის ქსოვილის ბოჭკოებში ქმნის ჭუჭყისგან დამცავ ფენას.

 

სინთეტიკურ ხალიჩაზე სიარული აზიანებს ბოჭკოებს, რაც ნიშნავს რომ მასში ჭუჭყი უფრო მარტივად ჩაჯდება. შალის ხალიჩები დროსთან ერთად კარგავს თავის ბუნებრივ მატყლის ცხიმს. HG-ს ნოხების გამწმენდი და დამცავი საშუალება წყვეტს ამ პრობლემას ბოჭკოებში დაზიანებული ადგილების ჭუჭყისგან დამცავი ფენით გადაფარვით. ხალიჩის წმენდის ეს პროდუქტი შეიძლება გამოიყენოთ როგორც ხელით რეცხვისას, ასევე ნებისმიერი ტიპის ხალიჩის სარეცხი მოწყობილობით წმენდისასაც, მათ შორის ორთქლით წმენდისას.

ასევე  ასორტიმენტშიგვაქვს HG-ს გამწმენდი სპრეი ნოხებისა და გადასაკრავებისათვის. ამ საშუალებას გირჩევთ ხალიჩაზე გაჩენილი ძალიან დიდი ლაქებისთვის. ეს სპრეი აშორებს ლაქებს და ჭუჭყს მარტივად და ქმნის ჭუჭყისგან დამცავ ფენას. ხალიჩის დიდი და რთულად მოსაშორებელი ლაქებისთვის, როგორიცაა ყავის, ღვინის, ცხიმის ან შოკოლადის, ჩვენ გირჩევთ HG-ს ექსტრა-ძლიერი საშუალება ლაქების წინასწარი დამუშავებისათვის სპრეი.

 

ხალიჩა მტვერსასრუტის გამოყენების შემდეგაც ჭუჭყიანია, გაინტერესებთ რატომ?

ლაქების დაახლოებით 90% გამოწვეულია ყოველდღიური მიზეზებით, მაგალითად, ჭუჭყიანი ფეხსაცმელი, დასხმული წვენი ან შინაური ცხოველები. ფეხსაცმლის გახდა, რა თქმა უნდა, დაგეხმარებათ ჭუჭყის პრევენციაში. ტკიპების მოშორება შეიძლება ძალიან რთული იყოს მტვერსასრუტით. ორთქლის აპარატი სპეციალური ხალიჩის საწმენდი საშუალებით აუცილებელი საჭიროებაა. ყოველთვის გაწმინდეთ ხალიჩა მტვერსასრუტით, სანამ გამოიყენებთ ორთქლს.
 

გაქვთ კარგი რჩევები ხალიჩის წმენდისთვის? გაგვიზიარეთ!

1853