ინფორმაცია


ძიება

როგორ მოვაშოროთ ცვილი ტანსაცმლიდან

სანთელი დაგეწვეთათ და ფიქრობთ, როგორ მოაშოროთ ტანსაცმლიდან? აფხეკვა როგორც წესი არ მოქმედებს და ხშირ შემთხვევაში აუარესებს პრობლემას. საბედნიეროდ, არსებობს რამდენიმე მარტივი მეთოდი, რომელიც შეგიძლიათ სცადოთ, რათა მოაშოროთ ცვილი ტანსაცმლიდან და ზოგადად ქსოვილებიდან. ასევე გაგიზიარებთ მოხერხებულ მეთოდს სანთლის წვეთების პრევენციისთვის!

 

ნომერ პირველი რჩევა სანთლის მოსაშორებლად ქსოვილიდან


 

იცოდით, რომ შეგიძლიათ სანთლის დაწუწვა თავიდან აირიდოთ მხოლოდ წყლისა და მარილის დახმარებით?
 

აავსეთ ჯამი წყლით და გაურიეთ მარილი ისე, რომ სრულად გაიხსნას და ჩადეთ სანთელი წყალში. მოიცადეთ რამდენიმე წუთი, ამოიღეთ სანთლები მაგრამ არ გააშროთ, რადგან გაშრობა მოაშორებს მარილსაც, რომელმაც სანთლის დაწუწვა უნდა შეაჩეროს.

 

როგორ მოვაშოროთ სანთელი ხალიჩიდან და სხვა ქსოვილებიდან

არსებობს რამდენიმე გზა ცვილის ტანსაცმლიდან და ქსოვილებიდან მოსაშორებლად, მათ შორის HG-ს ლაქების ამომყვანი N3 ცვილის, კუპრისა და ფისის ლაქების მოსაშორებლად, მაგრამ არსებობს საშუალებები, როგორიცაა დაუთოვება ლაქების ამომყვანთან ერთად ან ქსოვილის საყინულეში შედება.


 

4 საშუალება სანთლის ცვილის ამოსაყვანად ქსოვილიდან

მოცემული რჩევები ცვილის მოშორებაზე შეგიძლიათ იხილოთ სხვადასხვა ვებსაიტზე და ბლოგზე:

 

1. უთო

გამოიყენეთ უთო ცვილის მოსაშორებლად მისი დადნობის გზით. შემდეგ დაასხით ცოტაოდენი ლაქების ამომყვანი და გარეცხეთ სარეცხ მანქანაში.

2. თმის საშრობი

შეგიძლიათ უთოს მაგივრად თმის საშრობი გამოიყენოთ. დაადნეთ ცვილი თმის საშრობი ფენით, დაასხით ცოტაოდენი ლაქების ამომყვანი და გარეცხეთ სარეცხ მანქანაში.

 

3. ადუღებული წყალი

რამდენჯერმე ჩადეთ და ამოიღეთ ნაჭერი მდუღარე წყალში. თუ ამან არ იმოქმედა საკმარისად, სცადეთ ცოტაოდენი საკვები სოდის დამატება მდუღარე წყალში.

 

4. საყინულე
შედეთ ცვილით დასვრილი ნაჭერი საყინულეშ და მოიცადეთ სანამ ცვილი გაიყინება და მარტივი იქნება მისი მომტვრევა.

 

გაუმკლავდით ცვილის წვეთებს HG-ს დახმარებით

 

HG-ს ლაქების ამომყვანი N3 ცვილის, კუპრისა და ფისის ლაქების მოსაშორებლად იდეალური პროდუქტია, როდესაც ტანსაცმლიდან ცვილის მოშორება გნებავთ. ჩადეთ ქსოვილის დალაქული ნაწილი ჯამში და დაასხით საშუალება. ცოტა ხნის შემდეგ მოსრისეთ ნაჭერი და გაავლეთ თბილ წყალში.

 

გაქვთ კარგი რჩევები ქსოვილიდან ცვილის მოსაშორებლად? გაგვიზიარეთ!

4010