ინფორმაცია


ძიება

როგორ მოვაშოროთ სისხლის ლაქები

სისხლის წვეთი ტანსაცმელზე, ლეიბზე, ცალიჩაზე, თეთრეულზე ან სხვა სახის ტექსტილზე მოგიხვდათ? მცირედ ნაკაწრებსა და ჭრილობებს, რომლებსაც ყურადღებას არ ვაქცევთ, ყოველთვის ვერ ავიცილებთ თავიდან, რადგან შემთხვევები ხდება და სანამ შევამჩნევთ უკვე ვხედავთ უსიამოვნო ლაქას. შესაძლოა შეუძლებელი გეჩვენოთ, მაგრამ სისხლის ტანსაცმლიდან მოშორება შესაძლებელია ახალ და გამხმარ მდგომარეობაშიც, სწრაფად და მარტივად ჩვენი რჩევების დახმარებით.

 

როგორ მოვიქცეთ სისხლის ლაქების გაჩენის შემთხვევაში?


პირველ რიგში, გირჩევთ ლაქის გაჩენისთანავე იმოქმედოთ და თავიდან აიცილოთ მისი მიხმობა. ამ გზით სისხლის ლაქა მატერიაში ღრმად არ ჩაჯდება.
 

თავდაპირველად გადაავლეთ ლაქას ცივი წყალი - ხშირად ესეც საკმარისია სისხლის ტანსაცმლიდან მოსაშორებლად. არ გამოიყენოთ ცხელი წყალი, რადგან ეს ცვლის სისხლის სტრუქტურას. არ მოსრისოთ დალაქული ზედაპირი. ასე უფრო ღრმად ჩაიყვანთ სისხლს ბოჭკოებში!

თუ ეს მეთოდი არ იყო საკმარისი, შეგიძლიათ სცადოთ მოცემული რჩევები, რომლებიც აღებულია სხვადასხვა ვებსაიტიდან.
 

სამი საშუალება სისხლის ლაქების მოსაშორებლად

HG-ს ეფექტური საშუალებების გარდა, არსებობს რამდენიმე გზა, რომლითაც შეგიძლიათ სისხლის ლაქები ტანსაცმლიდან მოაშოროთ.

 

1. რძე

დაასხით ცოტაოდენი რჩე სისხლის ლაქას და დააცადეთ ღრმად ჩასვლა ნაჭერში. შემდეგ ფრთხილად აწმინდეთ მშრალი ნაჭრით, მანამ სანამ ლაქა მოშორდება.

 

2. შამპუნი

პირველ რიგში, დაასველეთ ლაქა ცივი წყლით. შემდეგ დაასხით ცოტა შამპუნი და დაელოდეთ. შემდეგ გარეცხეთ სარეცხ მანქანაში ლაქის სრულად მოსაშორებლად.

 

3. სუფრის მარილისა და ცივი წყლის ნარევი

დაასხით მარილისა და ცივი წყლის ნარევი სისხლის ლაქაზე და დაელოდეთ. მარილს აქვს ძლიერი ათვისების შესაძლებლობა. შემდეგ მოაშორეთ ნარევი სუფთა, ოდნავ სველი ქსოვილით.

მოცემული რჩევებით სასურველ შედეგს ვერ მიაღწიეთ? მაშინ სცადეთ HG-ს საშუალება, რომელიც სპეციალურად სისხლის ლაქების ქსოვილიდან მოსაშორებლადაა შექმნილი.
 

HG-ს აქვს საშუალება მიმხმარი სისხლის ლაქების მოსაშორებლად ქსოვილიდან.

HG-მ შეიმუშავა პროდუქტი, რომელიც აშორებს სხვადასხვა ტიპის ლაქებს ქსოვილიდან, როგორიცაა სისხლის რძისა და კვერცხის ცილის მიერ გაჩენილი ლაქები, ასევე მაიონეზისა და ნაღების ლაქებს. HG-ს ლაქების ამომყვანი N4 სოუსების, ბალახის, სისხლის, რძის და კვერცხის ცილის მოსაშორებლად.

 

გაქვთ კარგი რჩევები სისხლის ლაქების მოსაშორებლად? გაგვიზიარეთ!

8199