ქვაფენილი ისევ გასაწმენდია? ხავსი ჩნდება უმეტესად იმ წერტილებში სადაც ნაკლებად ხვდება მზე წვიმიან და მოღრუბლულ დღეებში. ის აუშნოვებს ქვაფენილს, ღობეებსა და ქოთნებს. დროა გადავჭრათ ეს პრობლემა! ჩვენ გვაქვს რამოდენიმე რჩევა ხავსის სწრაფი მოშორებისა და პრევენციისთვის.
საიდან ჩნდება ხავსი?
ხავსი ხშირად ჩნდება ნესტიან წერტილებში, სადაც საკმარისად არ ხვდება მზის სხივები. ნადები ხშირად ედება ქვაფენილს, ღობეებსა და ქოთნებს. ხავსი ნებისმიერი ტიპის ქვაფენილზე და ზედაპირზე ფორმირდება, ხეზე, ქვაზე და ცემენტზეც. უსწორმასწორო ან რბილი ზედაპირები უფრო მეტად იზიდავს ხავსს ვიდრე მყარი და გლუვი ზედაპირი.
ასევე დიდი მნიშვნელობა აქვს სეზონს. ხავსი ყველაზე მეტად შემოდგომასა და ზამთარში იჩენს თავს, რადგან ეს სეზონები ნაკლები მზიანი და მეტი წვიმიანი დღეებით გამოირჩევა. ამრიგად, გაზაფხული საუკეთესო დროა ქვაფენილის გასაწმენდად; და რა თქმა უნდა თქვენ გინდათ ისიამოვნოთ ეზოს ლამაზი და სუფთა ქვაფენილით მზიან დღეებში.
რჩევები ხავსის პრევენციისთვის
სამწუხაროდ, ხავსის სრული პრევენცია შეუძლებელია, რადგან წვიმიანი ამინდებისა და სეზონების ცვალებადობის გამო. თუმცა შეგიძლიათ ქვაფენილის დაგებისას გაითვალისწინოთ გარკვეული დეტალები, რაც შეამცირებს ხავსის განვითარების ალბათობას. მაგალითისთვის, თქვენ შეგიძლიათ ქვაფენილი ოდნავ დამრეცად დააგოთ რათა წყალს გასასვლელი ჰქონდეს და არ დაგროვდეს ზედაპირზე. ამ გზით ხავსს ძალიან ცოტა შანსი ექნება თქვენს ქვაფენილზე ამოსვლის.
შედეგად, მცენარეული ნადები ან ძალიან ცოტა გაჩნდება, ან ძალიან დიდი დრო დასჭირდება განვითარებისთვის. მასალა რომელსაც აირჩევთ ასევე დიდ როლს თამაშობს. ზოგი მატერიალი უფრო მიდრეკილია ხავსისკენ ვიდრე სხვები. კარგი იქნება თუ შემოღობვისას აირჩიოთ მყარ მერქანიანი ხე. უფრო დეტალური რჩევისთვის მიმართეთ ექსპერტს.
რჩევები ხავსის მოსაშორებლად
გავაკეთოთ საკუთარი ძალებით: სამი მეთოდი ხავსის მოსაშორებლად
სპეციალურად შექმნილი პროდუქტების გარდა, მრავალ ბლოგსა და ვებსაიტზე, არსებობს მრავალი საშინაო მეთოდი ქვაფენილის ხავსისგან საწმენდად. გაითვალისწინეთ: ეს მეთოდები არ გაძლევთ წარმატების გარენტიას:
1. ჭავლით წმენდა
განსაკუთრებით გაზაფხულსა და ზაფხულში, ხალხის დიდი ნაწილი ირჩევს ჭავლით წმენდას ქვაფენილისთვის. სამწუხაროდ, ამ შემთხვევაში ორი უარყოფითი მხარეა. პირველი, ასე ქვაფენილის გრუნტს ამოყრით, რამაც ფილების მორყევა შეიძლება გამოიწვიოს. მეორე, ჭავლის წნევამ შეიძლება დააზიანოს ფილები და გახადოს ისინი უფრო ფოროვანი, რაც ხავსის უფრო ღრმად გაჩენის შანსს აჩენს ფილებში. ამის გამო შემდგომი გაწმენდა უფრო რთული და შრომატევადი შეიძლება აღმოჩნდეს.
2. ქლორი და თეთრი ძმარი
ქვაფენილის წმენდის ხშირად გამოყენებადი მეთოდი არის ქლორი ან თეთრი ძმარი. ქლორი ზოგადად მავნეა მცენარეებისთვის, რაც მას ხდის არასასარგებლოს ეზოში გამოსაყენებლად. თეთრი ძმარი უფრო ნატურალურია ვიდრე ქლორი, მაგრამ ასევე შეიძლება იყოს ზიანის მომტანი ზოგიერთი მცენარისთვის, განსაკუთრებით ბალახისა სამკურნალო მცენარეებისთვის. ფრთხილად იყავით თეთრი ძმარის გამოყენებისას, რადგან მჟავამ შესაძლოა გააფუჭოს კირის მაღალი შემცველობის მქონე ბუნებრივი ქვა. ეს არ არის მიზანშეწონილი ნებისმიერ ქვაფენილზე, ამიტომ გირჩევთ თავდაპირველად, ნაკლებად შესამჩნევ ადგილას მოსინჯოთ.
3. თხევადი საპნის, სოდისა და ცხელი წყლის ნარევი
ეს მიქსტურა განსაკუთრებით ეფექტურია ხის ზედაპირიდან ხავსის მოსაშორებლად. თუმცა ზედაპირის მაგარი ჯაგრისით ხეხვა დიდ დროს მოითხოვს, ამასთან შედეგს მხოლოდ წყლის გადავლების შემდეგ ნახავთ, შემდეგ შეიძლება შეამჩნიოთ, რომ ზოგი ადგილი გამოგრჩათ და ახლიდან დაგჭირდეთ საქმის კეთება. ეს პრობლემა HG-ს პროდუქტების დახმარებით აღარ იარსებებს!
თუ ზემოთ მოცემული რჩევები არ გამოგადგათ, სცადეთ HG-ს პროდუქტები, რომლებიც სპეციალურად ქვაფენილიდან ხავსისა და სხვა მცენარეული ნადების მოსაშორებლადაა შექმნილი.
HG არის ქვაფენილის საწმენდი საშუალება ხავსის მარტივი და ეფექტური მოცილებისთვის
HG-ს აქვს სპეციალური პროდუქტი მცენარეული ნადების მოსაცილებლად; HG-ს წყალმცენარეების და ხავსის მოსაშორებელი სითხე. ეს არის პროდუქტი პრობლემის მოხერხებულად გადაჭრისთვის. ის აშორებს ხავსსა და წყალმცენარეებს კედლებიდან, ღობეებიდან, კარებიდან და ხეივნებიდან. HG-ს წყალმცენარეების და ხავსის მოსაშორებელი სითხე, 5 ლიტრიან შეფუთვაში, შესანიშნავია გაზაფხულზე ეზოს მოსავლელად. ჩვენ ასევე გთავაზობთ HG-ს შიდა ეზოს ფილების გამწმენდს. ეს არის კონცენტრირებული საწმენდი საშუალება, რომელიც ყოფნის 200 კვადრატულ მეტრამდე, ფილებს, ეზოს ბილიკებს, ღობეებს, კედლებსა და სახურავებს.
გაქვთ კარგი რჩევები ხავსისა და წყალმცენარეების მოსაშორებლად? გაგვიზიარეთ!