თქვენი ვერცხლეული აღარ ბზინავს და გინდათ დაუბრუნოთ სიკაშკაშე? რაც არ უნდა იყოს ეს, სამკაულები, ორნამენტები თუ საოჯახო ნივთები, ვერცხლეულობა ყველაზე ლამაზი მაშინაა, როდესაც კარგადაა გაპრიალებული. რა არის ყველაზე მარტივი გზები და რა არ უნდა გავაკეთოთ? ქვემოთ წარმოდგენილია რამოდენიმე გზა ვერცხლეულის გაწმენდისა და გაპრიალებისთვის და სიფერმკრთალის პრევენციისთვის.
4 რჩევა ვერცხლის ნივთების გაფერმკრთალებისგან დასაცავად
არსებობს რამდენიმე კარგი გზა ვერცხლის გაფერმკრთალების პრევენციისთვის:
1. მოიხსენით ვერცხლის სამკაულები, ისეთი ფიზიკური აქტივობებისას, რომელსაც სდევს ოფლიანობა.
2. მოერიდეთ ვერცხლეულობის ისეთ ნივთიერებებთან კონტაქტს, რომლებიც შეიცავს გოგირდს.
3. მოიხსენით ვერცხლის სამკაულები ცურვის ან სახლის დალაგების დროს.
4. ვერცხლის საკმაულები გაიკეთეთ მაკიაჟის დასრულებისა და სუნამოს გამოყენების შემდეგ.
რჩევები ვერცხლის გასაწმენდად
3 გზა ვერცხლის გასაწმენდად
მრავალი ვებსაიტი და ბლოგი გვთავაზობს საშინაო მეთოდებს გაფერმკრთალებული ვერცხლის გასაწმენდად.
1. კოლა და ძმარი
ეს მეთოდი დაგეხმარებათ ვერცხლეულობის გაწმენდაში. პატარა ჯამში ჩაასხით კოლა ან ძმარი, ჩადეთ შიგ ვერცხლი და დატოვეთ ერთი ღამე. შედეგს მეორე დღესვე ნახავთ.
2. მარილი და ალუმინის ფოლგა
ჩადეთ დაკეცილი ალუმინის ფოლგა ჯამში. დააყარეთ სუფრის მარილი ფოლგას. დადეთ ვერცხლეულობა ფოლგაზე. დაასხით ცხელი წყალი ვერცხლს ისე, რომ ბოლომდე დაიფაროს. დაელოდეთ 30 წამი და შემდეგ ამოაბრუნეთ ვერცხლის ნივთები. დაელოდეთ ცოტა ხანს, შემდეგ ამოიღეთ ვერცხლის ნივთები და გადაავლეთ ცივი წყალი.
3. კბილის პასტა
ზოგიერთი საიტის ინფორმაციით, თქვენ ასევე შეგიძლიათ კბილის პასტით გაწმინდოთ ვერცხლი. დაადეთ ცოტა კბილის პასტა (ძველ) ჯაგრისზე და გაწმინდეთ ვერცხლი ბზინვარების აღდგენამდე.
სცადეთ ჩამოთვლილი მეთოდები და არ გაგიმართლდათ მოლოდინი? მაშინ სცადეთ საშუალებები, რომელიც HG-მ სპეციალურად გაფერმკრთალებული ვერცხლის მოსავლელად შექმნა.
HG-ს საშუალებები ვერცხლის საწმენდად
HG-ს აქვს სხვადასხვა სახის პროდუქტი, რომლითაც ვერცხლის გაწმენდასა და გაპრიალებას შეძლებთ.
ვერცხლის საპრიალებელი ქსოვილი
HG-ს ვერცხლის საპრიალებელი ქსოვილი საუკეთესო გზაა ვერცხლისა და მოვრცხლილი ნივთებისათვის ბზინვარების დასაბრუნებლად. ეს სპეციალურად გაჟღენთილი ქსოვილი არის დამზადებული მაღალი ხარისხის მასალისგან. ჟანგვაშეპარული ვერცხლიც კი ზედმეტი ძალდატანების გარეშეი დაიწყებს ბზინვას. ქსოვილის დიდი ზომა მიგვანიშნებს, რომ ვერცხლს არ უნდა შევეხოთ შიშველი ხელით, ამით სწრაფ ჟანგვასა თითის ანაბეჭდების დარჩენას ავირიდებთ თავიდან.
ვერცხლის საპრიალებელი კრემი
HG-ს ვერხლის საპრიალებელი კრემი არის თანამედროვე საპრიალებელი საშუალება. სპეციალურად შერჩეული საპრიალებელი მატერიალები გარანტიას გაძლევთ, რომ ვერცხლი ნივთიერების წასმის მომენტიდან იწყებს გაწმენდას. HG-ს ვერცხლის საპრიალებელი კრემი არ კაწრავს და შეიძლება გამოვიყენოთ ვერცხლის ანტიკვარულ, პატარა ნივთებზე
ვერცხლის საწმენდი ფხვნილი
HG-ს ვერცხლის საწმენდი ფხვნილი გაგიწმენდთ ვერცხლს ან მოვერცხლილ ნივთებს, რომლებიც გაფერმკრთალდა ან გაშავდა. ვერცხლის ნივთების ზედაპირები თავიანთი ორნამენტებით და შუალედებით, რთული გასაწმენდია ტრადიციული საპრიალებლებით და იწყებს გაფერმკრთალებას. HG-ს ვერცხლის საწმენდი ფხვნილის გამოყენების შემდეგ, ვერცხლი აღიდგენს პირვანდელ სიკაშკაშესა და ფერს. ეს ყველაფერი დიდი ძალდატანების გარეშე.
ვერცხლის მბზინვარების სწრაფი აღმდგენი ხსნარი
HG-ს ვერცხლის მბზინვარების სწრაფი აღმდგენი ხსნარი წმენდს ვერცხლს ან მოვერცხლილ ნივთებს, რომლებიც გაფერმკრთალდა ან გაშავდა. იგი აშორებს ლაქებს დაუყოვნებლივ და უბრუნებს ვერცხლეულს პირვანდელ ბრწყინვალებას. მხოლოდ 5-10 წამი დასველების შედეგადაც კი ვერცხლი იღებს საოცარ ბზინვარებას. ამაზე სწრაფად შეუძლებელია!
რატომ ფერმკრთალდება ვერცხლი?
დროსთან ერთად ვერცხლი ყოველთვის ფერმკრთალდება, მაგრამ რატომ? გოგირდი არის პასუხი, თუ რატომ კარგად ბზინვარებას ან რატომ შავდება ვერცხლი. გოგირდი არის ჰაერში ისევე, როგორც სხვა ნივთიერებებში. ქიმიური რეაქცია იწყება, როდესაც გოგირდი და ვერცხლი კონტაქტში შედიან, ეს იწვევს ვერცხლზე შავი ფენის გაჩენას. ეს სიშავე შეიძლება რკინაზე გაჩენილ ჟანგს შევადაროთ. გაფერმკთალების გარდა, ყოველდღიურ მოხმარებაში უნდა გავითვალისწინოთ რომ ჩვენი სამკაული გოგირდის გარეშეც შეიძლება დაისვაროს და არ იყოს ჰიგიენური.
გაქვთ კარგი რჩევები ვერცხლის საწმენდად? გაგვიზიარეთ!