Sale 40% Promo Code:hg40

ინფორმაცია


ძიება

როგორ გავწმინდოთ ლეიბი

გნებავთ მოაშოროთ ლეიბს უსიამოვნო სუნი? ლეიბზე უსიამოვნო სუნი ძალიან შემაწუხებელია. რა თქმა უნდა გინდათ გაღვიძებისას ჯანსაღი სუნი შეიგრძნოთ. საბედნიეროდ, არის რამოდენიმე გზა ლეიბის გასაწმენდისა და მომავალში იგივე პრობლემის პრევენციისთვის.

 

რატომ აქვს ლეიბს უსიამოვნო სუნი?


არსებობს სხვადასხვა მიზეზი რაც განაპირობებს ლაქებისა და სუნის გაჩენას, დაწყებული შარდიდან, დამთავრებული ჭარბი ოფლიანობით. ღამის განმავლობაში დაახლოებით ნახევარ ლიტრ სითხეს ვკარგავთ და მას მატრასი იწოვს. ამას ემატება ჭარბი ოფლიანობა, როდესაც ცუდად ხართ ან ოთახში ზედმეტად ცხელა.

შეგიძლიათ მოახდინოთ მტვრის ტკიპების პრევენცია, რომელზეც ზოგ ადამიანს ალერგიაც აქვს, თეთრეულის ხშირი ცვლით. ასევე მნიშვნელოვანია, რომ გაწმინდოთ მატრასი რეგულარულად.
 

6 რჩევა ლეიბის გასაწმენდად:

1. ჰაერის მაღალი ტენიანობის დროს, თქვენს მატრასს შესაძლოა ნესტის სუნი გაუჩნდეს. კარგი ამინდის დროს მატრასი გარეთ მზეზე დადეთ და ასე სრულად შეძლებთ გაშრობას.

2. რეცხეთ თეთრეული რეგულარულად მინიმუმ 40 გრადუს ცელსიუსზე. ეს შექმნის სუფთა გარემოს და მატრასსაც აღარ გაუჩნდება სუნი მარტივად. აუცილებლად წაიკითხეთ რეცხვის ინსტრუქცია!

3. ადევნეთ თვალი ამინდის პროგნოზს, რათა თბილ ამინდში თხელი საბანი დაიფაროთ და ოფლიანობა არ გამოიწვიოთ.

4. მნიშვნელოვანია რომ პერიოდულად მატრასი გადმოაბრუნოთ. ეს ხელს შეუშლის ლეიბის დეფორმირებას ერთ პოზაში წოლისგან, ასევე იმ ნაწილს რომელზეც უმეტესად წევხართ განიავების საშუალება მიეცემა.

5. არ გაშალოთ ლოგინი დაუყოვნებლივ, დააცადეთ რომ განიავდეს. როდესაც მატრასს საბნით ვფარავთ ის ვეღარ შრება და შესული სითბო და ნივთიერებები გარეთ ვეღარ გამოდის. გადმოკეცეთ საბანი ფეხების მხარეს, რათა დღის მანძილზე ლეიბსში ჰაერმა იმოძრაოს.

6. ხაოიანი ზედაპირის მქონე ლეიბის გადასაკრავები ძალიან მარტივად იწოვს სითხეს.  მატრასზე ორი ასეთი გადასაკრავი საკმაოდ დიდი რაოდენობით სითხეს შეიწოვს. აუცილებელია ხაოიანი ზედაპირის მქონდე გადასაკრავები თვეში ერთხელ მაინც გავრეცხოთ.
 


როგორ გავწმინდოთ ლეიბი?

3 საშინაო საშუალება ლეიბის წმენდითვის

სხვადასხვა ვებგვერდი და ბლოგი გვთავაზობს, სახლის პირობებში, ლეიბის წმენდისა და განახლების მეთოდებს. ეს მეთოდები არ გვაძლევს წარმატების გარანტიას:

1. სოდა


სოდა ხშირად გამოიყენება ამ სიტუაციაში. დაყარეთ ლეიბზე ცოტაოდენი სოდა და დაელოდეთ. სოდა ნელა შეიწოვს სითხეებს და სუნს და შემდეგ შეგიძლიათ მტვერსასრუტით აწმინდოთ.

2. ორთქლით წმენდა


ორთქლით წმენდა ეფექტური გზაა ლეიბის საწმენდად. ამ გზით იხოცება ბაქტერიები. ასე არამხოლოდ ლაქებს, არამედ უსიამოვნო სუნსაც მოაშორებთ მატრასიდან.
სცადეთ ზემოთ ჩამოთვლილი მეთოდები და არ გაგიმართლდათ მოლოდინი? მაშინ სცადეთ HG-ს საშუალება რომელიც სპეციალურად ლეიბის ლაქებისა და უსიამოვნო სუნისგან გასაწმენდად არის შექმნილი.

3. ნატრიუმის ბიკარბონატი (საკვები სოდა)

ეს პროდუქტი ცნობილია უსიამოვნო სუნის მოშორების უნარით. მოაყარეთ საკვები სოდა მატრასზე და დატოვეთ დაახლოებით 10 და შემდეგ აიღეთ მტვერსასრუტით.

 

სცადეთ ზემოთ ჩამოთვლილი მეთოდები და ვერ მიაღწიეთ სასურველ შედეგს? მასინ სცადეთ საშუალებები, რომლებიც HG-მ სპეციალურად დალაქული და უსიამოვნო სუნის მქონე მატრასების საწმენდად შეიმუშავა.

 

გაწმინდეთ უსიამოვნო სუნის მქონე მატრასი HG-ს საშუალებით


HG ლეიბის დეზოდორანტი
საუკეთესო გზაა ლეიბის რეგულარული და მარტივი წმენდისთვის. დროსთან ერთად, ღამით ადამიანის ორგანიზმიდან გამოსული ნივთიერებების შედეგად, მატრასს უჩნდება სუნი. მომატებული ოფლიანობა, გულის რევის შეუკავებლობა და შარდი არის ძირითადი მიზეზები. ეს ორგანული პროდუქტი, რომელიც ენზიმებისა და მიკრობების ბაზაზეა შექმნილი, არ ნიღბავს სუნს, არამედ საფუძვლიანად აშორებს მას. ლეიბის დეზოდორანტი საუკეთესო დამხმარეა ლეიბისთვის ჯანსაღი სუნის შესაძენად, თეთრეულის გარეცხვის შემდეგ, მაგრამ იგი არ წმენდს მატრასს ლაქებისგან.

 

გაქვთ კარგი რჩევები მატრასის გასაწმენდად? გაგვიზიარეთ!

1842