Sale 40% Promo Code:hg40

ინფორმაცია


ძიება

როგორ მოვაშოროთ უსიამოვნო სუნი სარეცხი მანქანიდან

თქვენს სარეცხ მანქანას უსიამოვნო სუნი აქვს? ეს რთული და ხშირი პრობლემაა. საბედნიეროდ, არსებობს მრავალი გზა უსიამოვნო სუნის მქონე სარეცხი მანქანის ეფექტურად გასაწმენდად. ასევე არსებობს გზები სარეცხ მანქანაში სუნის პრევენციისთვის.

 

რატომ ასდის სარეცხ მანქანას სუნი?


სარეცხი მანქანის სუნი გამოწვეულია ჭუჭყისა და სარეცხი საშუალების ნარჩენის დაგროვებით მილებში, ფილტრებში და ლუქებში. ეს პრობლემა განსაკუთრებით გვხვდება თხევადი სარეცხი საშუალებების მოხმარებისას. ის ფაქტი, რომ ახლა სარეცხი საშუალებები უფრო მაღალი კონცენტრაციისაა და რეცხვის ტემპერატურა ბევრად დაბალი, უფრო აუარესებს სიტუაციას.

3 რჩევა სარეცხი მანქანის უსიამოვნო სუნის პრევენციისთვის

 

გაეცანით მოცემულ 3 რჩევას სარეცხი მანქანის სუნის წინააღმდეგ:

1. არ დატოვოთ სარეცხი დოლურაში დიდხანს

თუ სარეცხი ზედმეტად დიდხანს დაგრჩებათ დოლურაში, შესაძლოა სარეცხს სუნი აუვიდეს, მაგრამ უფრო ცუდი ისაა, რომ შესაძლოა მანქანაში გაჩნდეს ბაქტერია, რომელიც ცხიმის ნაწილაკებით იკვებება. ეს არის ჭუჭყი, რომელიც კანის ცხიმის ნაწილაკებისა და სარეცხი საშუალების დაუშლელი კომპონენტებისგან შედგება. ცხიმის ნაწილაკები კი ბაქტერიებს კვებავს.

 

2. არ გამოიყენოთ ზედმეტად ბევრი სარეცხი საშუალება.

დღესდღეობით სარეცხი საშუალებები მაღალი კონცენტრაციით გამოირჩევა. გახსოვდეთ, ცოტა რაოდენობაც საკმარისია თქვენი სარეცხისთვის. ზედმეტი საშუალება გადაჭარბებულ აქაფებას ნიშნავს, რაც უფრო მეტ ცხიმის ნაწილაკს ტოვებს და სარეცხ მანქანას სუნი უჩნდება.

 

3. დატოვეთ კარი ღია

დატოვეთ სარეცხი საშუალების განყოფილება და სარეცხი მანქანის კარი ღია, ყოველი რეცხვის შემდეგ. ამგვარად რეცხვის შემდგომ ნესტი შეძლებს აორთქლებას, ბაქტერიების გაჩენის შანსის შემცირებასთან ერთად.

 

გაწმინდეთ სარეცხი მანქანა

ბაქტერიების და ცხიმის დაგროვების პრევენციის გარდა, რეკომენდებულია გაწმინდოთ სარეცხი მანქანა რეგულარულად. ქვემოთ წარმოგიდგენთ რჩევებს სარეცხი მანქანის სწორად და მოხერხებულად წმენდისთვის.
 

გაწმინდეთ სარეცხი მანქანა HG-ს დახმარებით

 

HG-ს აქვს მრავალი ეფექტური საშუალება თქვენი სარეცხი მანქანის საფუძვლიანი წმენდისთვის, სარეცხ მანქანაში ჯანსაღი სუნის გარანტიით.

HG-ს საშუალება „სერვისის ინჟინერი“ სარეცხი და ჭურჭლის სარეცხი მანქანების საწმენდად საფუძვლიანად წმენდს სარეცხ მანქანას. ამ პროდუქტით თავიდან აიცილებთ, ფილტრების, მილების და სხვა მიუდგომელი ნაწილების მწყობრიდან გამოსვლას დაგროვილი ჭუჭყის გამო.  ეს საშუალება განარტიას გაძლევთ, რომ რეზინის ლუქები დარჩება ელასტიური და წყალგაუმტარი.

სარეცხი მანქანის წმენდის სხვა გზები

HG-ს ეფექტური საშუალებების გარდა, შეგიძლიათ სცადოთ სხვა გზებიც სარეცხი მანქანის საწმენდად.

 

1. კარგად გაწმინდეთ რეზინის ლუქი

რეზინის ლუქებს ხშირად უჩნდება ნაცრისფერი ნადები (ცხიმის ნაწილაკები). ეს იწვევს უსიამოვნო სუნს. შეგიძლიათ რეზინის ლუქი ღრუბლით ან სამზარეულოს ტილოთი გაწმინდოთ საპნისა და წყლის დახმარებით. აუცილებლად ამოწმინდეთ ყველა ნაკეცი კარგად. თუ ჭუჭყი ბევრია, გამოიყენეთ კბილის ჯაგრისი.

 

2. ამუშავეთ 90 ან 95 გრადუსზე

ჩართეთ ცარიელი მანქანა 90 ან 95 გრადუსიან პროგრამაზე. ეს მოაშორებს ბაქტერიას და დაარბილებს ადებს. დაამატეთ ჭურჭლის სარეცხი მანქანის ტაბლეტი ან მათეთრებელი ოპტიმალური შედეგისთვის. დატოვეთ სარეცხი მანქანის კარი ღია რამდენიმე საათით, რათა დოლურა გაშრეს ბოლომდე.

 

3. შეამოწმეთ ფილტრი

შეამოწმეთ ფილტრი. გაჭედილი ფილტრი შეიძლება იყოს მანქანის სუნის მიზეზი. თუ ფილტრში ბევრი ნაწილაკია, უფრო რთული გახდება ჭუჭყიანი წყლისთვის ტრაპში გაღწევა. არ დაგავიწყდეთ დოლურის გაწმენდა, რადაგან ჭუჭყი მასშიც რჩება.
 

4. გაწმინდეთ სარეცხი საშუალების განყოფილება

სარეცხი საშუალების ჩასასხმელი განყოფილება ასევე საჭიროებს კარგ წმენდას. მასში ხშირად არის საპნის ნარჩენები, რამაც შეიძლება გამოიწვიოს ობი. ამოიღეთ უჯრა მთლიანად, რათა მარტივი იყოს გასაწმენდად. გამოიყენეთ კბილის ჯაგრისი საფუძვლიანი წმენდისთვის.
 

გაქვთ კარგი რჩევები სარეცხი მანქანის სუნის გასაქრობად? გაგვიზიარეთ!

3786