თქვენი საყვარელი მაისურის რამდენჯერმე გარეცხვის შემდეგ, ფიქრობთ სუნი სრულად მოაშორეთ. სამწუხაროდ, გაუთოვების ან ცოტა ხნით ჩაცმის შემდეგ, ოფლის სუნი ბრუნდება. რამდენიმე გარეცხვის მიუხედავად, სუნი ისევ რჩება და ეკითხებით თქვენს თავს: რატომ? ამ სტატიაში ჩვენ აგიხსნით რატომ და მოგცემთ რჩევებს ტანსაცმლიდან ოფლის სუნის მოსაშორებლად.
რატომ რჩება ოფლის სუნი ტანსაცმელში?
ოფლის სუნი ტანსაცმელზე, რომელიც ბრუნდება სამოსის ჩაცმის ან დაუთოვებისას, არის გამოწვეული ცხიმოვანი მჟავისგან.
ყველა იოფლება სპორტის ან ყოველდღიური აქტივობებისას. ოფლის გაშრობის შემდეგ, ეგრეთ წოდებული ცხიმოვანი მჟავა რჩება. ცხიმოვანი მჟავა გამუდმებით გამოყოფს უსიამოვნო სუნის მქონე მოლეკულებს და განსაკუთრებით აქტიურად ეს ხდება სიცხეში. ამიტომ ხდება ეს ტანსაცმლის ტარებისას ან დაუთოვებისას. თუ ცხიმოვანი მჟავა რეცხვისას სრულად არ მოშორდა, ოფლის სუნი ტანსაცმელს დაუბრუნდება.
ოფლის სუნი ტანსაცმელში ან სხვა ტექსტილში შესაძლოა გამოწვეული იყოს სველი ტანსაცმლის ზედმეტად დიდი ხნით დატოვებისას სპორტულ ჩანთაში, გასარეცხების კალათში ან სარეცხ მანქანაში.
3 რჩევა ტანსაცმლიდან ოფლის სუნის მოსაშორებლად
რა თქმა უნდა გირჩევნიათ ტანსაცმელზე ოფლის სუნის პრევენცია. აუცილებლად გაწმინდეთ სარეცხი მანქანა რეგულარულად, რათა არ დარჩეს ბაქტერიები. ქვემოთ მოცემული რჩევები განსაკუთრებით გამოგადგებათ თუ გაწუხებთ ხშირი ოფლიანობა.
1. დაიბანეთ იღლიები რეგულარულად
თუ ჭარბი ოფლიანობა გაქვთ, გირჩევთ იღლიები დღეში ერთხელ მაინც დაიბანოთ. ამ გზით მოაშორებთ ბაქტერიებს, რომლებიც იწვევს ოფლის სუნს და თავიდან აიცილებთ მათ მოხვედრას ტანსაცმელზე.
2. ერთი ტანსაცმელი ჩაიცვით მხოლოდ ერთი დღე
არ ჩაიცვათ სამოსი ერთ დღეზე მეტად და გარეცხეთ უფრო ხშირად. ეს მოახდენს ცხიმოვანი მჟავის დაგროვების პრევენციას. დეოდორანტი არ არის გამოსავალი, როდესაც სუნის დაფარვა ტანსაცმელზე გვჭირდება, რადგან დეოდორანტი ტანსაცმლიდან მალე გაქრება და ოფლის სუნი მხოლოდ უარესი გახდება.
3. გამოიყენეთ ანტიპერსპირანტი
თუ გაქვთ ოფლიანობის პრობლემა, გირჩევთ გამოიყენოთ ანტიპერსპირანტი დეოდორანტი და არა ჩვეულებრივი. ანტიპერსპირანტები შეიცავს სუბსტანციებს, რომლებიც ახშობს საოფლე ჯირკვლებს და ამცირებს ოფლიანობას (შესაბამისად ცხიმოვან მჟავას) თქვენს ტანსაცმელზე.
2 რჩევა ტანსაცმლიდან ოფლის სუნის მოსაშორებლად
შეგიძლიათ სცადოთ ძმარი და სოდა, რათა მოაშოროთ ოფლის სუნი ტექსტილიდან და მოახდინოთ მისი პრევენცია.
1. სოდა
დატოვეთ ტანსაცმელი სოდიან წყალში გასაჟღენთად ერთი საათით მაინც და შემდეგ გარეცხეთ სარეცხ მანქანაში. სხვადასხვა ვებსაიტებზე ეს რჩევა სოდიან წყალში გაჟღენთვაზე მრავალნაირია: ზოგი ამბობს „მინიმუმ ერთი საათი“, ზოგიც ამბობს „მთელი ღამით“. ყველა შემთხვევაში, ფრთხილად იყავით ფერად ტანსაცმელთან, რადგან სოდამ შეიძლება ფერის გადასვლა გამოიწვიოს. სოდა ასევე აზიანებს აბრეშუმს და შალს.
2. ძმარი
ნუ შეგაშინებთ ძმრის სუნი! გარეცხვამდე დაასველეთ თქვენი ტანსაცმელი ძმრიან კალათში. დარწმუნდით რომ ტანსაცმელი სრულად არის დაფარული ძმრით და დატოვეთ ძმარში მინიმუმ ერთი საათით (უკეთესი იქნება მთელი ღამით) და შემდეგ გარეცხეთ სარეცხ მანქანაში.
სცადეთ ზემოთ მოცემული რჩევები და ვერ მიაღწიეთ სასურველ შედეგს? მაშინ სცადეთ HG-ს საშუალებები, რომლებიც სპეციალურად ტანსაცმლიდან და სხვა ტექსტილიდან ოფლის სუნის მოსაშორებლად არის შემუშავებული.
მოაშორეთ ოფლის სუნი ტანსაცმლიდან HG-ს დახმარებით
HG-მ შექმნა პროდუქტი ტანსაცმლიდან ოფლის სუნის მოსაშორებლად: HG-ს სპორტული ტანსაცმლის უსიამოვნო სუნის გასაფანტი საწმენდი საშუალება. ეს პროდუქტი დაფუძნებულია მაღალი ეფექტურობის ფორმულაზე, რომელიც საფუძვლიანად აშორებს უსიამოვნო სუნის მოლეკულებს, რომლებიც ღრმად არის ჩამჯდარი ქსოვილის ბოჭკოებში.
სპორტულ ტანსაცმელზე ოფლის სუნი შესაძლოა გამოიწვიოს სველ მდგომარეობაში დიდი ხნით შენახვამ ჩანთაში, გასარეცხების კალათში ან სარეცხ მანქანაში. სარეცხი საშუალებები ყოველთვის ვერ უმკლავდება ამ პრობლემას საკმარისად, მაგრამ ამ დანამატის დახმარებით თქვენ ეს პრობლემა აღარ გექნებათ.
გაქვთ კარგი რჩევები ტანსაცმლიდან ოფლის სუნის გასაქრობად? გაგვიზიარეთ!