ინფორმაცია


ძიება

როგორ მოვაშოროთ ობი აბაზანაში

ჯერ კიდევ ვერ იპოვეთ აბაზანაში ობის მოსაშორებელი საშუალება? საბედნიეროდ, ეს ძალიან ხშირი პრობლემაა, რომელიც, სწორად არჩეული საშუალებით, მარტივად შეიძლება მოგვარდეს! წარმოგიდგენთ მიზეზებს, რომლებიც ობს აჩენს და საუკეთესო გზებს მისი მოშორებისა და პრევენციისთვის აბაზანასა და საშხაპეში.

 

რა იწვევს ობს?


ობი ყველაზე მარტივად ნესტიან გარემოში ვითარდება, როგორიცაა აბაზანა და სამზარეულო, მაგრამ ასევე გვხვდება სარდაფსა და ფარდულშიც. ობი გვხვდება ადგილებში, სადაც ჭარბობს თბილი ჰაერის კონდენსაცია და არასაკმარისი ვენტილაცია.
 

მაგალითისთვის, შავი ობი აბაზანაში გამოწვეულია ცხელი ორთქლისგან, რომელიც ფილებზე იღვენთება გრუნტზე და ფანჯრებზე ჩამოდის შხაპის შემდეგ. აბაზანის გარდა, სამზარეულოც ხელსაყრელი ადგილია ობისთვის, რადგან მზადებისას წარმოქმნილი ორთქლი ხშირ შემთხვევაში ვერ ახერხებს გაღწევას.
 

3 მეთოდი აბაზანაში ობის პრევენციისთვის

ჯერ არ შეუწუხებიხართ ობს აბაზანაში, მაგრამ გინდათ მისი წინასწარი პრევენცია? ქვემოთ წარმოდგენილია რამდენიმე რჩევა ობის პრევენციისთვის.

 

1. გაათბეთ აბაზანა შხაპის მიღებამდე

თუ გაქვთ გამათბობელი აბაზანაში, ეს იდეალური საშუალებაა ობის პრევენციისთვის. გათბობის ჩართვა შხაპის მიღებამდე, ნიშნავს ნაკლებ კონდენსაციას თბილ კედლებზე, რაც ძალიან ამცირებს აბაზანაში ობის გაჩენის ალბათობას და ობის მოსაშორებელი საშუალებების საჭიროებას.

 

2. კარგად გაანიავეთ აბაზანა შხაპის მიღების შემდეგ

აბაზანის წინასწარი გათბობის მიუხედავად, დაგროვილი ორთქლი აუცილებლად უნდა განიავდეს. თუ გაქვთ ვენტილატორი აბაზანაში, გამოიყენეთ ის შხაპის მიღებისას და მიღების შემდგომ, რათა მოახდინოთ ობის პრევენცია საშხაპეში. ნესტი ვეღარ დარჩება აბაზანაში და შავი ობის გაჩენის შანსებიც საგრძნობლად შემცირდება.

 

3. ბუნებრივი ქვის დამცავი

გაქვთ მარმარილოს ან სხვა კალცის შემცველი ბუნებრივი ქვით მოპირკეთებული აბაზანა? მაშინ შეგიძლიათ გამოიყენოთ HG-ს ნატურალური ქვის დამცავი საშუალებობის პრევენციისთვის. ეს ბუნებრივი ქვის დამცავი საშუალება იცავს ბუნებრივ ქვას წყლისგან(ასევე ლაქების, ჭუჭყისა, კირის ნადებისგანაც). ასევე ამცირებს ობის წარმოქმნის შანსებს
 

ობის მოშორება აბაზანასა და საშხაპეში

შეგიძლიათ სცადოთ რჩევები სხვადასხვა ვებსაიტიდან, აბაზანიდან შავი ობის მოშორების შესახებ, როგორიცაა სოდა და მათეთრებელი. განაგრძეთ კითხვა, რათა ნახოთ საუკეთესო გზები ამ პროდუქტების გამოსაყენებლად ობის წინააღმდეგ.

 

3 საშინაო მეთოდი აბაზანიდან ობის მოსაშორებლად

სცადეთ მოცემული მეთოდები ობის მოშორებისა და პრევენციისთვის.
 

1.  სოდა

შეგიძლიათ სცადოთ სოდა, როგორც ობის მოსაშორებელი. გახსენით 6 გრამი სოდა 1 ლიტრ ცხელ წყალში და მოასხით ობს აბაზანაში, ან გამოიყენეთ ჯაგრისი. შემდეგ აუცილებლად გადაავლეთ სუფთა წყალი.

 

2. ძმარი ობის მოსაშორებლად

საკმაოდ კარგი გზა აბაზანაში ობის მოსაშორებლად არის ძმარი. წაუსვით გაუზავებელი ძმარი ნაჭრით ან ღრუბლით ობიან ზედაპირზე და დააცადეთ, რომ იმოქმედოს. ჩამორეცხეთ ზედაპირი, რათა ძმრის სუნი სრულად ჩამოშორდეს.

 

3. გაზავებული მათეთრებელი

გახსენით 25 მილილიტრი მათეთრებელი 1 ლიტრ წყალში და მსუბუქად მოუსვით ობიან ზედაპირს კარგად გაჟღენთილი ღრუბელი. გაიმეორეთ ეს მეთოდი სასურველ შედეგამდე. იყავით ფრთხილად, რომ მათეთრებელმა არ დააზიანოს ზედაპირი!

სცადეთ მოცემული რჩევები და ვერ მიაღწიეთ სასურველ შედეგს? მაშინ სცადეთ სპეციალური ობის მოსაშორებელი საშუალებები რომლებიც HG-მ სპეციალურად ამ პრობლემისთვის შეიმუშავა.
 

HG ობის წინააღმდეგ აბაზანაში

 

HG-ს ობის მოსაშორებელი სპრეი ნომერი პირველი პროდუქტია ობის მარტივი და სწრაფი მოშორებისთვის. ეს საშუალება სრულად აქრობს ობს  და მისგან წარმოქმნილ შავ ლაქებს.

 

HG-ს ობის მოსაშორებელ ქაფის მოქმედება უნიკალურია. ქაფი სხვა საშუალებებთან შედარებით, დიდ ხანს რჩება ზედაპირზე და უკეთესად შეიწოვება. ქაფი ნაკლებად იწუწება და ნაკლები სუნი აქვს.

 

ობი, ნესტი და ლაქები ხშირად ჩნდება აბაზანის კედელსა და საშხაპეს შორის ჩასხმულ წყლის შემაკავებელ სილიკონზე. HG-ს ობის მოსაშორებელი საშუალებები იდეალური და მარტივი გამოსავალია.

გაქვთ კარგი რჩევები აბაზანიდან ობის მოსაშორებლად? გაგვიზიარეთ!

2246