ინფორმაცია


ძიება

როგორ მოვაშოროთ ლაქები შპალერიდან, ნახატები იატაკიდან და სტიკერები?

როგორც პრაქტიკა გვაჩვენებს, ჩვენი პატარები თვლიან, რომ კედლების მოსართავად საუკეთესო მასალა არის ფანქრები,საღებავები და რა თქმა უნდა ფლომასტერები.აგრეთვე, სულ შემთხვევით, ბავშვების ოთახის კედლებზე შეიძლება აღმოაჩინოთ საკვების და სასმელების ლაქები.

იმ შემთხვევაში თუ თქვენ გაქვთ არჩეული ბავშვების ოთახისთვის შპალერი, რომლის რეცხვაც შეიძლება, მაშინ ლაქების მოშორება გაგიმარტივდებათ​. საკმარისია სცადოთ პლასტიკის, შპალერის და შეღებილი კედლების საწმენდი ხსნარი.

-საშუალება ეფექტურად აშორებს ჩამჯდარ ჭუჭყს სხვადასხვა ზედაპირიდან​. შემადგენლობა უხდება ფანჯრის რაფებისა და ჩარჩოების ზედაპირებს. ამ საშუალების დახმარებით შეგიძლიათ მოაშოროთ ნახატები შეღებილი კედლებიდან.

- ჭუჭყის გაწმენდისას HG არ აზიანებს ზედაპირს და არ იწვევს მის გაუფერულებას.

- შემადგენლობას არ გააჩნია მძაფრი სუნი

 

ნაფეხურები იატაკზე

იატაკის ზედაპირის ტიპიდან გამომდინარე შეარჩიეთ HG-ს საშუალება. მაგალითად, ლამინატის ზედაპირის მოსავლელად საჭიროა ლამინატის საწმენდი საშუალება, მაგრამ თუ ოთახში დაგებული არის პარკეტი, ჰოლანდიური ბრენდის ასორტიმენტში შეგიძლიათ იხილოთ შესაბამისი პროდუქტი.

რით მოვაშოროთ საღებავი ლამინატიდან? მსგავსი ლაქების მოსაშორებლად გამოიყენეთ ლამინატის ძლიერი გამწმენდი.

-შემადგენლობა შემუშავებული არის იმისთვის, რომ გაწმინდოთ ნებისმიერი ჩამჯდარი ჭუჭყის, ცხიმის, საკვების ან სამხატვრო მასალების ლაქა. ამ საშუალების დახმარებით მოაშრებთ კალმის ან საღებავების ნახატებს იატაკიდან.

-საშუალება არამხოლოდ სწრაფად აშორებს ჭუჭყს, არამედ იცავს ზედაპირსაც.

-ეს საშუალება არის საკმაოდ ეკონომიური, რადგან წმენდისთვის საშუალება იხსნება წყალში. აქედან გამომდინარე, ერთი ბოთლი გეყოფათ მინიმუმ ერთი წელი.

პარკეტისთვის გამოიყენეთ საპრიალებელი საშუალება პარკეტისთვის.

- საშუალება პროფესიონალურად უვლის ნატურალურ ხეს. არამხოლოდ გულდასმით წმენდს, არამედ იცავს მას დაზიანებისა და ცვეთისგან.

-ადვილად აშორებს პარკეტიდან საღებავს და სხვა ტიპის ლაქებს.არ აზიანებს ზედაპირს და

მკვეთრად გამოყოფს დეკორატიულ დეტალებს.

-დაფასოებულია ლიტრიან შეფუთვაში და გყოფნით საკმაოდ დიდხანს.

 

სტიკერები

ბავშვების შემოქმედებაში განსაკუთრებული ადგილი უკავია სტიკერებს. უფრო მეტიც, დღეს შეგიძლიათ იპოვოთ უზარმაზარი რაოდენობის წებოვანი ფიგურები. რომელ ბავშვს შეუძლია გაუძლოს ცდუნებას გააფორმოს ამ სტიკერებით მთელი ოთახი? და მშობლებმა უნდა იფიქრონ იმაზე, თუ როგორ მოაშორონ სტიკერები ავეჯიდან.

HG-ის სტიკერების მოსაშორებელი საშუალება დაეხმარებათ მშობლებს ნერვიული სისტემის შენარჩუნებაში, საბავშვო ოთახის პირველადი იერის დაბრუნებასა და ავეჯის სწრაფად გაწმენდაში.

-საშუალება აშორებს ქაღალდის სტიკერებს, PVC სტიკერებს ნებისმიერი ზედაპირებიდან.

-აშორებს არამხოლოდ სტიკერებს, არამედ სტიკერის წებოსაც. გეხმარებათ წებოვანი ლენტის (სკოჩის) მოშორებაში.

-გარდა ამისა, HG-ის შემადგენლობა გამოგადგებათ ზეთოვანი ლაქების მოსაშორებლად.

-საშუალება ეკონომიურია და მოქმედებს ყველა ტიპის ზედაპირზე.

HG-ის პროდუქტებით, დასუფთავება შეიძლება სწრაფად და მარტივად, და რაც მთავარია, ზედმეტი სტრესის გარეშე!

 

1023