ინფორმაცია


ძიება

როგორ გავწმინდოთ გაჭედილი ნიჟარა

გაჭედილი ნიჟარა? საუკეთესო რჩევები ნიჟარის გასანთავისუფებლად

 

სწავლა იმისა, თუ როგორ გავანთავისუფლოთ გაჭედილი ნიჟარა არც ისე რთულია, თანაც- გამოსადეგი. ძირითად შემთხვევაში პრობლემას საჭმლის ნარჩენები წარმოადგენს, რომელიც მილის გაჭედვას უწყობს ხელს, მითუმეტეს თუ საქმე სამზარეულოს ნიჟარას ეხება. იმისათვის, რომ თავი აარიდოთ ამ უსიამოვნო ფაქტს, გაანთავისუფლეთ ჭურჭელი საჭმლის ნარჩენებისაგან ქაღალდის ხელსახოცით მანამ, სანამ რეცხვას ნიჟარაში შეუდგებით. დამატებით რჩევებს მილების გაჭედვის პრევენციასა და განთავისუფლებაზე ამ ბლოგში გაგიზიარებთ.

 

4 რჩევა გაჭედილი ნიჟარის პრევენციისათვის

ნიჟარა ძალიან მარტივად შესაძლოა გაიჭედოს ყოველდღიური გამოყენების შედეგად. ქვემოთ მოცემული რჩევები დაგეხმარებათ იმაში, რომ თავი აარიდოთ მილების დაბინძურებასა და გაჭედვას.

1. არ დატოვოთ საჭმლის ნარჩენები სამზარეულოს ნიჟარაში

ყოველთვის გაწმინდეთ ჭურჭელი ქაღალდის ხელსახოცით და მოაცილეთ საჭმლის ნარჩენების უმეტესობა; მხოლოდ ამის შემდეგ მოათავსეთ ნიჟარაში გასარეცხად. ასევე შეგიძლიათ მოათავსოთ დამატებითი ფილტრი ნიჟარაზე, რომელიც საჭმლის მილებში მოხვედრას ხელს შეუშლის.


2. ხშირად ჩაასხით ცხელი წყალი მილში
ეს ასუფთავებს ნიჟარას და ცხელი წყალი კი მილებში არსებულ ჭუჭყს აშორებს.


3. რეგულარურად გამოიყენეთ სოდა მილის გამოსარეცხად
სოდა წყალზე ძლიერია, ამიტომ ჭუჭყიც უფრო ეფექტურად შორდება. 


4. არასდროს ჩაასხათ საჭმლის ზეთი ან ცხიმი ნიჟარაში
ერთი შეხედვით მარტივი გამოსავალია საჭმლის ზეთის ან ცხიმის ნიჟარაში ჩასხმა, თუმცა არ დაგავიწყდეთ, რომ გაგრილების შემდეგ, ცხიმი მყარ მასად იქცევა და შედეგად, თქვენს მილი იჭედება.

 

როგორ გავათავისუფლოთ გაჭედილი ნიჟარა



1. ყავის ნალექი
ყავის ნალექის ნიჟარაში ჩასხმა გაჭედილი მილის გახსნას უწყობს ხელს. ის მუშაობს როგორც უხეში გამწმენდი და შედეგად თქვენი დაბინძურებული მილიც გასუფთავდება.


2. სოდა და ძმარი
სოდისა და ძმრის კომბინაცია ხელს უწყობს მილში გაჭედილი საკვები ნარჩენების დაშლას. დააყარეთ სოდა ნიჟარაზე და დაასხით ცოტა რაოდენობის ძმარი, შემდეგ კი ჩარეცხეთ ცხელი წყლით.

მაინც ვერ იღებთ სასურველ შედეგს? მაშინ გირჩევთ, რომ გამოიყენოთ HG-ს საშუალებები, რომლებიც სპეციალურად მათთვისაა შექმნილი, ვისაც გაჭედილი მილების პრობლემა ხშირად აწუხებს.


HG არის საუკეთესო გამოსავალი გაჭედილი ნიჟარისათვის

HG-მ შექმნა მილებში ჭუჭყის საცობის მოსაშორებელი საშუალება​ გაჭედილი ნიჟარებისათვის. ეს საშუალება სპეციალურად ამ პრობლემის მოგვარებისთვისაა შექმნილი. ხშირ შემთხვევაში ნიჟარა საკვები ნარჩენების, ცხიმისა და ზეთის გამო იჭედება. HG-ს მილებში ჭუჭყის საცობის მოსაშორებელი საშუალება ბუნებრივი მიკრო-ორგანიზმების ბაზაზე მუშაობს, რაც იმას ნიშნავს, რომ ჭუჭყს პირდაპირი მნიშვნელობით "გამოჭამს" და შესაბამისად, მუდამ ეფექტურად უმკლავდება ნებისმიერი სირთულის საცობს. ნატურალური ენზიმებისა და მიკრო-ორგანიზმების შემადგენლობა მიუთითებს იმაზე, რომ საშუალება ბიო-დეგრადირებადია და შესაბამისად აბსოლუტურად უსაფრთხო მილებისა და ნიჟარებისათვის.

განსაკუთრებულად რთული საცობების გასათავისუფლებლად ჩვენ რეკომენდაციას HG-ს მილების ორკომპონენტიან გამწმენდს ვუწევთ. გაჭედილი საშხაპის მილის ან უნიტაზის გასათავისუფებლად გირჩევთ თხევად საშუალებას მილების საწმენდად​.

 

რა იწვევს ნიჟარის გაჭედვას

ნიჟარები ხშირად იჭედება, თუმცა მაინც რა იწვევს ამას? როგორც ვთქვით, საჭმლის ნარჩენებისა და ცხიმის მოხვედრა მილში უმთავრესი მიზეზია. დროთა განმავლობაში ჭუჭყი ერთმანეთს ემატება, რაც ნიჟარას ჭედავს. დამატებით, საპნის ნარჩენები ან ქმნის, ან უკვე არსებულ საცობს აუარესებს. დროთა განმავლობაში ეს ნიჟარის მილს ავიწროვებს, ერთ დღეს კი სრულად ბლოკავს მას. 

ნიჟარის გაჭედვა შესაძლოა ცუდი დამონტაჟების ან ძველი გაყვანილობის ბრალიც იყოს. ხშირ შემთხვევაში, ძველად აშენებულ სახლებში მილები თუჯისგანაა დამზადებული, რომლებიც მარტივად შეიძლება გაიჭედოს ჟანგვის გამო, ისევე როგორც ჭუჭყისა და ნარჩენების გამო. თუ ეს სიტუაცია თქვენთვის ნაცნობია, მაშინ გირჩევთ, რომ პროფესიონალს გააწმენდინოთ მილები.

 

გაქვთ რჩევები გაჭედილი ნიჟარის გასანთავისუფლებლად? გაგვიზიარეთ ისინი!

2728