მაცივარი ისევ გასაწმენდია? ნუ გადადებთ; ეს არ არის ჰიგიენური და თქვენ ნამდვილად არ გინდათ არაჰიგიენურ ადგილას საჭმლის შენახვა. საბედნიეროდ, არის რამდენიმე გზა მაცივრის მარტივად გასაწმენდად. ამ გვერდზე წარმოგიდგენთ სხვადასხვა გზას, როგორ მოვახდინოთ მაცივრის დაბინძურების პრევენცია და ასევე გასწავლით საუკეთესო გზებს მის საწმენდად.
მაცივარში არასასიამოვნო სუნის მიზეზები
ცუდი სუნები მაცივარში გამოწვეულია რამდენიმე მიზეზით. როგორ არის შესაძლებელი, რომ ეს უსიამოვნო სუნი მაინც რჩება მაცივრის გაწმენდის შემდეგაც?
1. თავად მაცივარი
მაცივარს უკან აქვს წყლის გამოსასვლელი. ამ გამოსასვლელიდან წყალი გროვდება კომპრესორის ზემოთ და შრება, როდესაც კომპრესორი ხურდება. ეს არ წარმოადგენს პრობლემას მაშინ, როდესაც საქმე მხოლოდ წყალთან გვაქვს, მაგრამ როდესაც მას სხვა ნივთიერებები ერევა, მაგალითად წვენი, ამან შესაძლოა უსიამოვნო სუნი გამოიწვიოს.
2. ობი
ობი ასევე შეიძლება იყოს მიზეზი. ობი იზრდება ყველაზე პატარა ძნელად შესამჩნევ ადგილებში და შეუძლია უსიამოვნო სუნის გამოყოფა.
3. გაფუჭებული საჭმელი
ობისა და მაცივრის უკან დრენირებული წყლის გარდა, გაფუჭებულ საჭმელსაც შეუძლია დააყენოს უსიამოვნო სუნი მაცივარში. ეს სუნი შესაძლოა მთელს მაცივარს მოედოს თუ მას დიდხანს არ მივაქცევთ ყურადღებას, მას შემდეგაც კი თუ გაფუჭებულ საკვებს გადავყრით.
მაცივრის წმენდის 5 მეთოდი, უსიამოვნო სუნის გასაქრობად
მოცემული რჩევები დაგეხმარებათ, რომ თქვენი მაცივარი იყოს მაქსიმალურად სუფთა და მოახდინოთ არასასიამოვნო სუნის პრევენცია.
1. ქაღალდის ხელსახოცები მაცივარში
მაცივრის დამატებითი წმენდის თავიდან ასაცილებლად, დადეთ ორი ქაღალდის ხელსახოცი მაცივარში. ისინი შეიწოვენ ყველანაირ გაჟონვას და ხელს შეუშლიან რგოლების გაჩენას. მაცივარი დარჩება სუფთა
2. მაცივარში არასასიამოვნო სუნის პრევენცია
პატარა ჯამით შედგით საკვები სოდა მაცივარში, არასასურველი სუნის პრევენციისთვის. საკვები სოდა შეიწოვს არასასიამოვნო სუნს.
3. დააყენეთ მაცივარი სწორ ტემპერატურაზე
დარწმუნდით რომ თქვენი მაცივარი სწორ ტემპერატურაზე აყენია. გირჩევთ დააყენოთ ტემპერატურა 3-4 გრადუს ცელსიუსს შორის. ეს აგარიდებთ მაცივრის შიგთავსის გათბობას, რათა პროდუქტი არ გაფუჭდეს. იცოდით რომ დიასახლისების 25%-ს მაცივრის ტემპერატურა არასწორად უყენიათ?
4. შეამოწმეთ თქვენი მაცივრის შიგთავსი რეგულარულად
შეამოწმეთ მაცივარში განთავსებული პროდუქტები რეგულარულად, რათა გაფუჭებული პროდუქტის გადაყრა დროულად შეძლოთ
5. ყველისა და ხორცის შემცველი პროდუქტებისთვის კონტეინერების გამოყენება
გამოიყენეთ კონტეინერები, ხორციანი და ყველიანი საკვებისთვის, რათა შეაკავოთ მათი სუნის გავრცელება და შეინარჩუნოთ ისინი ვარგის მდგომარეობაში, რაც შეიძლება დიდ ხანს.
მაცივრის ჰიგიენური და საფუძვლიანი წმენდა
მიყევით მოცემულ ნაბიჯებს მაცივრის საუკეთესო წმენდისთვის:
1. გამორთეთ მაცივარი დენიდან.
2. შეამოწმეთ პროდუქტების ვარგისიანობის ვადა და გადაყარეთ ვადაგასული პროდუქტი. იმ პროდუქტების შემთხვევაში, რომელთაც ვადა არ აწერიათ დააკვირდით ლპობის ნებისმიერ ნიშანს.
3. დაიწყეთ მაცივრის წმენდით. მოხსენით თაროები და შუშის ლანგრები სადაც შეგიძლიათ და გაწმინდეთ ისინი საპნიანი წყლით ან უკეთესი - HG-ს მაცივრის ჰიგიენური წმენდის საშუალებით
4. შემდეგ გაწმინდეთ დანარჩენი მცივარი სუფთა ნაჭრით, თბილი წყლით და სარეცხი სითხით ან სპეციალური HG-ს მაცივრის ჰიგიენური წმენდის საშუალებით. არ დაგავიწყდეთ მაცივრის კარის რეზინების გაწმენდა.
5. თუ გამოიყენეთ საპონი და წყალი, მნიშნველოვანია დააცადოთ მაცივარს მთლიანად გაშრობა, სანამ ყველაფერს უკან დააბრუნებდეთ. გამოიყენეთ ჩაის სუფთა ტილო, შიდა ნაწილის კარგად გასამშრალებლად.
თუ გაქვთ თავისუფლად მდგომი მაცივარი, რომელიც არ არის ჩაშენებული, მაშინ მნიშვნელოვანია მისი ზურგის რეგულარული წმენდაც. ბევრი მტვერი გროვდება უკანა ნაწილში, რაც ზრდის ელექტროენერგიის წვას: რაც უფრო მეტია მტვერი, გამაგრილებელ მექანიზმს უფრო მეტი სამუშაოს შესრულება უწევს. ჭუჭყი და მტვერი ფრთხილად მოაშორეთ მტვერსასრუტის დაბალ სიმძლავრეზე გამოყენებით ან რბილი ცოცხით.
მეტი HG-ს მაცივრის ჰიგიენური წმენდის საშუალების შესახებ
HG-ს მაცივრის ჰიგიენური გამწმენდი ინარჩუნებს სისუფთავეს ნებისმიერი ტიპის მაცივარში. ეს სასიამოვნო სუნის მქონე საწმენდი სპრეი იდეალურია მაცივრის სწრაფი და ჰიგიენური წმენდისთვის და არ ტოვებს ზოლებს. მარტივია გამოსაყენებლად, ტოვებს ჯანსაღ სუნს და არ საჭიროებს გაშრობას, რადგან ეს პროდუქტი შრება სწრაფად. ამგვარად თქვენი მაცივრის წმენდა ბევრად სწრაფად მთავრდება, ვიდრე ეს მოხდებოდა საპნიანი წყლით.
არ დაგავიწყდეთ საყინულე. თუ ყურადღებას არ მიაქცევთ საყინულეს, შესაძლოა ზედმეტი ყინული დაგროვდეს. ზედმეტი ყინული ნიშნავს, რომ თქვენს მაცივარს ბევრად მეტი მუშაობა უწევს სიცივის შესანარჩუნებლად, რაც მეტი ელექტროენერგიის დანახარჯია. ამიტომ მაცივრის წმენდისას გაწმინდეთ საყინულეც. აცადეთ ყინულს დადნობა ან გამოიყენეთ HG-ს საყინულის გამწმენდი სპრეი ყინულის ძალიან სწრაფად დასადნობად, რათა გაყინულ საკვებს გალღვობის საშუალება არ მისცეთ.
გაქვთ კარგი რჩევები მაცივრის წმენდისთვის? გაგვიზიარეთ!