სარეცხი მანქანის წმენდა რეალურად საჭიროა? დიახ! სარეცხი მანქანაც კი, დროსთან ერთად, ბინძურდება იმ ადგილებში, რასაც ჩვენ ვერ ვხედავთ და ეს ამცირებს მათი მუშაობის შედეგს. სარეცხი მანქანის წმენდის გარეშე, თქვენი სარეცხი არ ირეცხება საკმარისად კარგად და შესაძლოა მეორედ გარეცხვაც დაგჭირდეთ. ინტერნეტში მრავალ მეთოდს ნახავთ სარეცხი მანქანის წმენდისთვის და მისი პრობლემების პრევენციისთვის.
რჩევები სარეცხი მანქანის დაბინძურების პრევენციისთვის
თქვენი სარეცხი მანქანა ალბათ სუფთად გამოიყურება, მაგრამ თქვენ ზოგჯერ მაინც უნდა გაწმინდოთ ის, რადგან ყოველი რეცხვის შემდეგ ცოტაოდენი კირის ნადები, საპონი და ჭუჭყი სარეცხ მანქანაში რჩება.
HG-ს საშუალება „სერვისის ინჟინერი“ სარეცხი და ჭურჭლის სარეცხი მანქანების საწმენდად ახდენს ჭუჭყის დაგროვების პრევენციას რთულად დასანახ და მისაწვდომ ადგილებში, როგორიცაა ფილტრი და დრენაჟის მილები. ეს ნიშნავს თქვენი მანქანის უფრო გრძელ სასიცოცხლო დროს. სარეცხი მანქანის გაუწმენდად დატოვებით, დროსთან ერთად, ქვემოთ ჩამოთვლილი პრობლემები გამოჩნდება:
- სარეცხი არ სუფთავდება
- პროგრამა ზედმეტად დიდხანს მუშაობს
- მანქანა საჭიროების მიხედვით არ თბება
- მანქანა იწყებს წყლის არასწორად ტუმბვას
HG-ს სერვის ინჟინერი გარანტიას გაძლევთ, რომ რეზინის ლუქები თქვენს მანქანაში დარჩება დრეკადი და წყალგაუმტარი, რათა ადგილი არ ჰქონდეს გაჟონვას და მასთან დაკავშირებულ დეფექტებს.
შეუდექით სარეცხი მანქანის წმენდას
ჩვენ მოვიძიეთ ბლოგებიდან 2 საშინაო მეთოდი სარეცხი მანქანის წმენდისთვის
ბლოგში წარმოდგენილია მეთოდები სარეცხი მანქანის წმენდისთვის და სისუფთავის შენარჩუნებისთვის.
1. ყველზე ცხელი რეჟიმი
ზოგიერთი ბლოგი გვეუბნება, რომ პერიოდულად ჩვენი მანქანის ყველზე ცხელ რეჟიმზე ჩართვით მას ნადებისგან და ჭუჭყისგან გავწმენდთ. ამას აქვს დამარბილებელი ეფექტი. როდესაც მანქანის შიდა ნაწილს ვწმენდთ, შეგვიძლია ჭურჭლის სარეცხი მანქანის ტაბლეტიც შევაგდოთ დოლურაში უფრო ღრმა წმენდისთვის.
2. ძმარი
შეგიძლიათ სცადოთ ძმარი მანქანიდან ნადების მოსაშორებლად. შემდეგ გაწმინდეთ მანქანა მისი 60 გრადუსზე სარეცხის გარეშე ჩართვით.
სცადეთ ზემოთ მოცემული რჩევები და არ მოგცათ სასურველი შედეგი? მაშინ სცადეთ საშუალებები, რომლებიც HG-მ სპეციალურად სარეცხი მანქანის წმენდისთვის შეიმუშავა.
HG-ს საშუალებები სარეცხი მანქანის წმენდისთვის
HG-ს აქვს საშუალება სარეცხი მანქანის წმენდისთვის. HG-ს საშუალება „სერვისის ინჟინერი“ სარეცხი და ჭურჭლის სარეცხი მანქანების საწმენდად ძირითადად სარეცხი მანქანის პრობლემების პრევენციისთვისაა. ის საფუძვლიანად წმენდს ნაწილებს, რომლებსაც ვერ ვხედავთ, რათა მოახდინოს ნაწილების მოშლის პრევენცია და მანქანამ იმუშაოს გამართულად.
რატომ უნდა ვწმინდოთ სარეცხი მანქანა რეგულარულად?
ცხიმისა და საპნის დაგროვება არის ერთ-ერთი მთავარი მიზეზი, რის გამოც სარეცხი მანქანის წმენდა საჭიროა რეგულარულად. კანის ცხიმი, საპონი და კანის უჯრედები და სხვა ჭუჭყი ასევე შეიძლება დაგროვდეს და წარმოქმნას ბლოკირება. ამან შესაძლოა სარეცხს რეცხვის შემდეგ არასასიამოვნო სუნი დაუტოვოს.
დაბალ ტემპერატურაზე რეცხვა
ხალხის დიდი ნაწილი რეცხავს დაბალ ტემპერატურაზე, ისეთზე რაც არ არის საკმარისი სარეცხი საშუალების ბოლომდე დასაშლელად. ამან შესაძლოა გამოიწვიოს ცხიმის დაგროვება სარეცხ მანქანაში და ლაქები ტანსაცმელზე. მნიშვნელოვანია რომ ზოგჯერ თქვენი მანქანა მაღალ ტემპერატურაზე ამუშაოთ, მაგალითად, საწოლის გადასაკრავების ან პირსახოცების რეცხვისას. ეს გარანტიას გაძლევთ, რომ სარეცხი საშუალება ბოლომდე დაიშლება. ფრთხილად იყავით, რომ არ გამოიყენოთ ზედმეტი სარეცხი საშუალება. განსაკუთრებით, დაბალ ტემპერატურაზე რეცხვისას. ამან შესაძლოა პრობლემები შეუქმნას მანქანას.
გაქვთ კარგი რჩევები სარეცხი მანქანის წმენდისთვის? გაგვიზიარეთ!