ძალიან ცოტა ადამიანი წმენდს ჭურჭლის სარეცხ მანქანას რეგულარულად. თითქოს ეს არაა აუცილებელი, რადგან ყოველდღიურად მასში ევლება ჭურჭლის სარეცხი საშუალება და ცხელი წყალი, ამრიგად რატომ დავკარგოთ დრო მის წმენდაში? მაგრამ საუკეთესო შედეგისთვის და უსიამოვნო სუნის და დაბინძურებების თავიდან ასაცილებლად, ეს მანქანა ასევე საჭიროებს წმენდას რეგულარულად. თუ თქვენი ჭურჭლის სარეცხი მანქანა იწყებს უსიამოვნო სუნის გამოყოფას ან ისე კარგად ვეღარ რეცხავს, როგორც ადრე, ეს ნიშნავს რომ მისი კარგად გაწმენდის დროა! ხალხის უმეტესობას დღეს არ შეუძლია ცხოვრების წარმოდგენა ჭურჭლის სარეცხი მანქანის გარეშე, ამიტომ კარგი მოვლა აუცილებელია, მანქანის საუკეთესო რეზულტატისთვის.
უხილავი დაბინძურების მიზეზები ჭურჭლის სარეცხ მანქანაში
რა აჩენს სუნს ჭურჭლის სარეცხ მანქანაში? მიზეზი შეიძლება იყოს არაერთი. ყველაზე ხშირი მიზეზი არის გაუვლებელი ჭურჭლის პირდაპირ მანქანაში შეწყობა. საჭმლის ნარჩენებმა შესაძლოა ფილტრები გაჭედოს. ჩარჩოს რეზინები ასევე ისვრება ცხიმისა და საჭმლის ნარჩენებისგან. ამის გარდა მანქანის ზოგიერთ მნიშვნელოვან ნაწილზე შესაძლოა კირის ნადები, საპონი და ჭუჭყი დაგროვდეს, რაც ნიშნავს რომ თქვენი ჭურჭლის სარეცხი მანქანა საკმარისად არ იწმინდება. რეგულარული წმენდის გარდა, შეგიძლიათ მანქანის პრობლემების პრევენცია სხვა მრავალი გზითაც.
3 რჩევა ჭურჭლის სარეცხი მანქანის წმენდისთვის
HG-ს ჭურჭლის სარეცხი მანქანის უსიამოვნო სუნის მოსაშორებელი საშუალება არის საუკეთესო გზა მანქანის კვირაში ერთხელ ან ორჯერ საწმენდად და უსიამოვნო სუნის გასაქრობად. ამას გარდა, შეგიძლიათ გამოიყენოთ HG-ს საშუალება „სერვისის ინჟინერი“ სარეცხი და ჭურჭლის სარეცხი მანქანების საწმენდად 3 თვეში ერთხელ ფუნქციონირების გასაუმჯობესებლად. რა თქმა უნდა ჭუჭყისა და სუნისგან გათავისუფლებას ამის პრევენცია გირჩევნიათ. შესაბამისად უნდა ვიცოდეთ მანქანის სწორად გამოყენება:
1. გაავლეთ ჭურჭელი წყალში, ვიდრე ჩადებდეთ ჭურჭლის სარეცხ მანქანაში.
ჩამოწმინდეთ თეფშები და გაავლეთ ჭიქები ონკანის ქვეშ, ვიდრე ჩააწყობდეთ მათ მანქანაში. ამ გზით თქვენ აირიდებთ ფილტრის გაჭედვას და უსიამოვნო სუნის გაჩენას. ნუ ჩაყრით საკვების ნარჩენებს ნიჟარაში, რადგან ამან შესაძლოა მილების გაჭედვა გამოიწვიოს.
2. არ გადატვირთოთ ჭურჭლის სარეცხი მანქანა.
მნიშვნელოვანია არ გადატვირთოთ მანქანა ზომაზე მეტად. ნუ დააწყობთ თეფშებს და ტაფებს ერთმანეთზე და ჩართვამდე დარწმუნდით რომ არის საკმარისი სივრზე ყველაფრის საფუძვლიანად გასარეცხად. ეს თავისთავად ნიშნავს ფილტრში ნაკლები ნარჩენის ჩასვლას და აარიდებს თქვენს მანქანას უსიამოვნო სუნს.
3. გაწმინდეთ ჭურჭლის სარეცხი მანქანის ფილტრი რეგულარულად.
ფილტრი აკავებს საკვების ნარჩენებს მილებში გაჭედვისგან. მანქანაშ წყალი ახდენს ცირკულაციას, ასევე ფილტრში შემავალი ყველა ნაწილაკიც. ფილტრში გაჭედილი ნარჩენები გამოიწვევს უსიამოვნო სუნს, რაც რა თქმა უნდა არ გვინდა. დროსთან ერთად ფილტრი შეიძლება გაიჭედოს და მანქანამ ვეღარ შეძლოს ფუნქციონირება.
4. გაწმინდეთ მანქანის ჩარჩოს რეზინის ლუქები
რეზინის ლუქები ასევე ძალიან სწრაფად ისვრება. გამოიყენეთ სველი ნაჭერი მათი რეგულარული წმენდისთვის.
საუკეთესო გზა ჭურჭლის სარეცხი მანქანის საწმენდად
სხვადასხვა ბლოგები და ვებგვერდები გვაძლევენ მრავალფეროვან „გავაკეთოთ საკუთარი ძალებით“ გადაწყვეტილებებს ჩვენი ჭურჭლის სარეცხი მანქანების წმენდისთვის. გაითვალისწინეთ: ეს მეთოდები არ გაძლევთ წარმატების გარანტიას. ლიმონის, ძმრისა და სოდის გამოყენების გარდა, HG-მ შექმნა პროდუქტები სპეციალურად ამ პრობლემისთვის.
3 მეთოდი რომლითაც ჭურჭლის სარეცხი მანქანის წმენდა საკუთარი ხელით შეგვიძლია
1. თეთრი ძმრით წმენდა
აავსეთ პატარა კონტეინერი თეთრი ძმრით და ჩადეთ ჭურჭლის სარეცხ მანქანში ჩვეულებრივი რეცხვის ციკლისას. დამატებითი ძლიერი წმენდისთვის შეგიძლიათ ცოტაოდენი ძმარი მანქანის ფსკერზე მიასხუროთ და ჩართოთ ცხელი წყლის ციკლი. გააკეთეთ ეს როდესაც მანქანა არის ცარიელი.
2. ლიმონით წმენდა
რეგულარული წმენდისთვის: დააწვეთეთ ცოტაოდენი ლიმონის წვენი გასარეცხ ჭურჭელზე და ჩართეთ მანქანა. თქვენ შეგიძლიათ ეს გააკეთოთ ცარიელ მანქანაზეც, მაგრამ ეს იქნება დროისა და ენერგიის ტყუილი ხარჯვა.
გაძლიერებული წმენდისთვის: დაასხით ცოტაოდენი თეთრი ძმარი მანქანის ფსკერზე და დადეთ რამდენიმე თხელი ნაჭერი ლიმონი. შემდეგ ჩართეთ ინტენსიური რეცხვის რეჟიმი.
3. საკვები სოდით წმენდა
ჩაყარეთ ერთი ჩაის კოვზი საკვები სოდა მანქანის სარეცხი საშუალების განყოფილებაში. ჩართეთ ცარიელი მანქანა მაქსიმალური ინტენსივობის პროგრამაზე. არ ჩაყაროთ ერთ კოვზზე მეტი სოდა, რადგან ზედმეტი რაოდენობა შეიძლება რეზინის ლუქებისთვის საზიანო იყოს.
მიმართეთ ამ მეთოდებს და არ იმოქმედა? მაშინ სცადეთ HG-ს მიერ შემუშავებული საშუალებები სპეციალურად ჭურჭლის სარეცხი მანქანის ეფექტური და უსაფრთხო წმენდისთვის.
უხილავი ჭუჭყის წმენდა HG-ს დახმარებით
ჭურჭლის სარეცხ მანქანას ყოველთვის ახლის სუნი არ აქვს და პერიოდულად შეიძლება ძალიან უსიამოვნო სუნი მიიღოს. ცხიმი, საკვები და საპონი გროვდება მილებში, ფილტრებში და რეზინის ლუქებში და ეს არის სუნის მიზეზი. HG-ს ჭურჭლის სარეცხი მანქანის უსიამოვნო სუნის მოსაშორებელი საშუალება აშორებს მსგავს დაგროვებულ ნადებს ეფექტურად და მანქანას ჯანსაღი სუნი უბრუნდება. ამ პროდუქტის გამოყენება აუმჯობესებს ჰიგიენას და ჭურჭელიც უფრო სუფთაა. საუკეთესო შედეგებისთვის გირჩევთ გამოიყენოთ ეს საშუალება კვირაში ერთხელ - ჭურჭლის გარეშე. ჭურჭლის სარეცხი მანქანის გაწმენდა და უსიამოვნო სუნისგან გათავისუფლება ასე ადვილი ჯერ არ ყოფილა!
HG-ს საშუალება „სერვისის ინჟინერი“ სარეცხი და ჭურჭლის სარეცხი მანქანების საწმენდად
მოაგვარებს ფუნქციონირების პრობლემებს და მოახდენს მათი მომავალში განვითარების პრევენციას. ამ პროდუქტის 3 თვეში ერთხელ გამოყენებით, თქვენ რთულად მისაწვდომ ადგილებში ნადების განვითარების პრევენციას ახდენთ. პროდუქტი გარანტიას გაძლევთ, რომ რეზინის ლუქები თქვენს მანქანაში დარჩება დრეკადი და წყალგაუმტარი და არ ექნება ადგილი გაჟონვასა და დეფექტს. ის ასევე უსიამოვნო სუნების პრევენციას ახდენს თქვენს მანქანაში.
გაქვთ კარგი რჩევები ჭურჭლის სარეცხი მანქანის წმენდისთვის? გაგვიზიარეთ!