ინფორმაცია


ძიება

როგორ გავწმინდოთ ღუმელი

ღუმელის თაროებისა და სხვა ცალკეული ნაწილების წმენდა დიდ დროს საჭიროებს, მიმწვარი ცხიმისა და საკვების გამო. თითქოს ღუმელის კარის ბოლომდე გაწმენდა შეუძლებელია, რაც არ უნდა ძლიერად გავხეხოთ ის. ბარბექიუსაც გრილსაც ზუსტად ეს პრობლემა აქვს. თუ ეს პრობლემები თქვენთვის ნაცნობია, ჩვენი რჩევები შეიძლება გამოგადგეთ მათ მოგვარებაში.

 

შეამცირეთ ღუმელის წმენდის სიხშირე მაქსიმალურად


ღუმელის წმენდა ცხოვრების ჩვეულებრივი ნაწილია, მაგრამ საბედნიეროდ არის მრავალი მეთოდი, რომლითაც წმენდის სიხშირე შეგვიძლია შევამციროთ. ღუმელი ისვრება ცხიმითა და საკვებით. ცხიმი იღვენთება, ხორცი ან წვნიანი საკვები შხეფებს ისვრის. დროსთან ერთად ეს მცირედი დაბინძურებები ღუმელში დიდი რაოდენობით გროვდება. მოცემული რჩევების დახმარებით თქვენ სახლის პირობებში შეძლებთ ღუმელის გაწმენდას.

 

1. ინგრედიენტები მოათავსეთ საცხობ ლანგარზე და არა გრილზე ან საცხობ ქაღალდზე

თუ მაინც გიწევთ გრილზე დადება, გამოიყენეთ საცხობი ლანგარი ალუმინის ფოლგასთან ერთად.

 

2. ყოველთვის გამოიყენეთ საცხობი ქაღალდი ან ალუმინის ფოლგა

ამ გზით მზადებისას გამოსული ცხიმი და სისველე შეკავებულია ქაღალდის ან ფოლგის მიერ და არ ეშხეფება კედლებს. ეს გიხსნით ცხიმის დაგროვებისგან და შემდეგში მისი ხეხვის საჭიროებისგან.

 

3. საკვების ნარჩენების დაყოვნებლივ გაწმენდა
 

პურის ნამცეცებს ან სხვა ნარჩენებს რაც უფრო ადრე მოვაშორებთ, უფრო მარტივი იქნება ეს საქმე, რადგან ასე მოვახდენთ ნარჩენების კედლებზე მიწვის პრევენციას.
 

ღუმელის წმენდა

სხვადასხვა საიტიდან და ბლოგიდან შევარჩიეთ რამოდენიმე რჩევა, რომლებიც დაგეხმარებათ ღუმელის სწრაფი და საფუძვლიანი წმენდისთვის. ასევე წარმოგიდგენთ HG-ს პროდუქტებს, რომლებიც სპეციალურად ღუმელის წმენდისთვის არის შექმნილი. ასევე შეგიძლიათ სცადოთ საკვები სოდა ან ლიმონი.
 

4 ალტერნატიული პროდუქტი ღუმელის თაროების საწმენდად

HG-ს ღუმელის საუკეთესო საწმენდი საშუალების გარდა, არის სხვა საშინაო მეთოდებიც თქვენი ღუმელის საწმენდად.

 

1. ღუმელის წმენდა ლიმონით

დაჭერით ლიმონი და შედგით საცხობი ლანგრით წინასწარ 200 გრადუს ცელსიუსზე 10 წუთის მანძილზე გახურებულ ღუმელში. სიცხე ააორთქლებს ლიმონის წვენს. ეს დაარბილებს ღუმელის კედელზე მიმწვარ ცხიმს და მარტივს გახდის მის მოშორებას.

 

 

2. ღუმელის წმენდა საკვები სოდით

საკვები სოდა ერთ-ერთი ვარიანტია ღუმელის წმენდისას. დააყარეთ ცოტაოდენი სოდა სველ ტილოს და გაწმინდეთ ღუმელი. დაელოდეთ და ცოტა ხნის შემდეგ სუფთა სველი ტილოთი ან ღრუბლით გაწმინდეთ ღუმელი და დატოვეთ კარგად გასაშრობად. მოაყარეთ ცოტაოდენი სოდა საცხობ ლანგარზე და დააცადეთ შეიწოვოს. შემდეგ დაასხით ცოტაოდენი მდუღარე წყალი და დაელოდეთ ხუთი წუთი. ახლა შეგიძლიათ გაწმინდოთ ღუმელი მარტივად სველი ტილოთი.

 

3. გამოიყენეთ სველი გაზეთები

მოსახერხებელი გზა თქვენი ღუმელის ან ბარბექიუს გრილის საწმენდად არის სველი გაზეთების გამოყენება. დაწყვეთ სველი გაზეთები გრილზე და მეორე დღეს შეგიძლიათ გაწმინდოთ ის ნაჭრით ან ჯაგრისით. გრილი ახალივით იქნება!

 

4. ღუმელის წმენდა ამიაკის გამოყენებით

თუ ღუმელს ხშირად იყენებთ, ძალიან შრომატევადია ღუმელის სისუფთავის შენარჩუნება. შეგიძლიათ ცოტაოდენი ამიაკი ჩაასხათ ჯამში და ღუმელში შედგათ ერთი ღამით. დატოვეთ რამდენიმე ფანჯარა ღია, რათა სამზარეულო განიავდეს. დილით გახსენით კარები და ფანჯრები ყველგან და გადააგდეთ ამიაკიანი ჯამი. ამიაკმა დაარბილა დაგროვებული ცხიმი და ახლა ძალიან მარტივია მოშორება.

თუ ამ რჩევებმა სასურველი შედეგი არ მოგცათ, სცადეთ HG-ს საშუალებები, რომლებიც სპეციალურად ღუმელის მარტივი  და საფუძვლიანი წმენდისთვისაა შექმნილი.
 

HG-ს საშუალებები განკუთვნილია ღუმელის, ბარბექიუს და გრილის პროფესიონალური წმენდისთვის!
 

HG-ს ჰაერღუმელის, გრილის, მაყალის საწმენდი საშუალებით თქვენ მოაშორებთ მიმწვარ ცხიმს ღუმელიდან, ბარბექიუს გრილიდან და საცხობი ლანგრებიდან სწრაფად და საფუძვლიანად. ჩვეულებრივ, ეს ყოველივე ძალიან შრომატევადია, მაგრამ ჩვენი პროდუქტით ეს საქმე უმარტივესი ხდება.

საწმენდის გარდა ჩვენ გვაქვს HG-ს ჰაერღუმელის და გრილის გასაახლებელი ნაკრები. ეს სრულყოფილი ნაკრები განსაზღვრულია ღუმელისთვის, გრილისთვის, საცხობი ლანგრებისთვის, ბარბექიუს გრილებისთვის ახლებური იერის დასაბრუნებლად. განსაკუთრებით ძლიერი გელი, რომელსაც წავუსვამთ სპეციალური ჯაგრისით, აშორებს ყველაზე ღრმად ჩამჯდარ ნამწვის ლაქებსაც კი. უნიკალური გელის ფორმულა შემუშავებულია სპეციალურად ხანგრძლივი გაჟღენთვისთვის გამოშრობის გარეშე, ვერტიკალურ ზედაპირზე. ეს გარანტიას გაძლევთ რომ მიმწვარი ცხიმის ლაქები ღუმელის კედლებზე შეგვიძლია მოვაშოროთ ეფექტურად.



გაქვთ კარგი რჩევები ღუმელის წმენდისთვის? გაგვიზიარეთ!

2228