ინფორმაცია


ძიება

როგორ მოვაშოროთ მელანი ტანსაცმლიდან

გნებავთ მოაშოროთ მელანი ტანსაცმლიდან, სავარძლიდან და ა.შ.? გამშრალი მელნის ლაქა ძალიან რთული მოსაშორებელია და სპეციფიურ დამუშავებას საჭიროებს. რაც უფრო სწრაფად მიხედავთ, უფრო მარტივი იქნება მისი მოშორება, რადგან ის ვერ მოასჭრებს ქსოვილის ბოჭკოებში ღრმად ჩაჯდომას. ამ სტატიაში ჩვენ გაგიზიარებთ რამდენიმე მოხერხებულ მეთოდს მელნის ტანსაცმლიდან ამოსაყვანად.

 

პროდუქტები მელნის ტანსაცმლიდან ამოსაყვანად


მელნის ლაქების მოშორებისთვის, საჭიროა ვიმოქმედოთ სწრაფად. ტანსაცმლის დალაქულ ნაწილს ქვეშ დაუყოვნებლივ დაუდეთ ქსოვილი ან ქაღალდის ხელსახოცი, რათა რაც შეიძლება მეტი მელანი შეიწოვოს ტანსაცმლიდან. ეს ასევე ხელს შეუშლის მელნის ღრმად შეღწევას მატერიაში.

დაამუშავეთ ნაჭრის მეორე მხარეც იგივენაირად. უმეტეს შემთხვევაში, ეს ბოლომდე ვერ მოაშორებს ლაქას, მაგრამ ზიანს შეამცირებს. თუ ლაქა ბოლომდე არ მოშორდა, სცადეთ შემდეგი პროდუქტები მისი სრული მოშორებისთვის.
 

3 რჩევა მელნის ლაქების მოსაშორებლა

HG-ს ეფექტური, სპეციალურად შემუშავებული საშუალებების გარდა, არსებობს სხვა მეთოდებიც, როცმლებიც დაგეხმარებათ ტანსაცმლიდან მელნის ამოყვანაში. მელნის ლაქების ამოყვანის შესახებ შეგიძლიათ წაიკითხოთ სხვა ვებსაიტებზეც. წარმოგიდგენთ 3 პოპულარულ მეთოდს მელნის მოსაშორებლად.

 

1. თმის სპრეი

დადეთ ტანსაცმელი სუფთა ქსოვილზე. დაასხით ცოტაოდენი თმის სპრეის ლაქაზე და ის ნელა დაიწყებს გაქრობას. შემდეგ შეგიძლიათ ჩვეულებრივ გარეცხოთ. აუცილებლად გამოიყენეთ ალკოჰოლის შემცველი თმის სპრეი. ასევე თავდაპირველად აუცილებლად მოსინჯეთ ეს საშუალება ნაკლებად ხილულ ადგილზე, რათა დარწმუნდეთ რომ ამ მეთოდით უფრო დიდ ლაქას არ წარმოქმნით.

 

2. ჭურჭლის სარეცხი საშუალება გლიცერინით
შეურიეთ ცოტაოდენი ჭურჭლის სარეცხი საშუალება და გლიცერინი და გაჟღინთეთ მასში სუფთა ქსოვილი. ფრთხილად დაადეთ დალაქული ქსოვილის წინა მხარეს და როდესაც მელანი ერთ მხარეს მაქსიმალურად ამოვა, გაიმეორეთ პროცედურა ლაქის მეორე მხარეს.

 

3. საკვები სოდა

საკვები სოდა შეიძლება ასევე კარგი გზა იყოს მელნის ლაქების მოსაშორებლად. გახსენით საკვები სოდა წყალში და გამოიყენეთ ბამბა მის წასასმელად ლაქაზე. დაელოდეთ და შემდეგ ფრთხილად მოწმინდეთ საშუალება. შემდეგ შეგიძლიათ ჩვეულებრივ გარეცხოთ.

 

სცადეთ მოცემული რჩევები და არ მოგცათ სასურველი შედეგი? მაშინ სცადეთ HG-ს საშუალება, რომელიც სპეციალურად მელნის ლაქების მოსაშორებლად არის შემუშავებული.

 

HG-ს ტექსტილიდან ლაქების ამომყვანი N1  არის  საუკეთესო საშუალება მელნის ლაქების მოსაშორებლად.

 

HG-ს ტექსტილიდან ლაქების ამომყვანი N1 ყავის, ჩაის, კეტჩუპის, ხილისა და წითელი ღვინის ლაქების მოსაშორებლად აშორებს მელნის, ყავის, მდოგვისა და წითელი ღვინის ლაქებს ქსოვილიდან და ასევე ბოსტნეულის ან ხილის წვენისგან ან სუნამოსგან გაჩენილ ლაქებსაც.

 

  1. თავდაპირველად მოსინჯეთ საშუალება ნაკლებად ხილულ ადგილებზე, რათა დააკვირდეთ როგორ მოქმედებს ფერზე.
  2. აავსეთ სათლი 1 ლიტრი ცხელი წყლით და გახსენით მასში HG-ს ტექსტილიდან ლაქების ამომყვანი N1 ჩადეთ მასში ტანსაცმლის დალაქული ნაწილი და დააცადეთ 30 წუთი. ყოველთვის მიყევით ტანსაცმელზე დართულ ინსტრუქციას მატერიის მოვლის შესახებ. რთულად ამოსაყვანი ლაქებისთვის გახსენით საშუალება 4 ლიტრ წყალში.
  3. ჩადეთ საშუალებაში სამოსი მთლიანად და აცადეთ გაჟღენთვისთვის რამდენიმე საათი.
  4. შემდეგ გაავლეთ სამოსი თბილ წყალში, არ გამოიყენოთ ცივი წყალი.

 

ბურთულიანი კალმის მელნისთვის გამოიყენეთ HG-ს ლაქების ამომყვანი N6 საწერი კალმის მელნის და ტანსაცმლიდან მდგრადი საღებავების მოსაშორებლად, მარკერისგან გაჩენილი ლაქებისთვის - HG-ს ლაქების ამომყვანი N2 მარკერების, საპოხის, ზეთის და ფეხსაცმლის საწმენდი საშუალების მოსაშორებლად

გაქვთ კარგი რჩევები ტანსაცმლიდან მელნის ლაქების მოსაშორებლად? გაგვიზიარეთ!

15966