ყავის თქვენს პერანგზე ყავის ლაქაა, თქვენ კი მნიშვნელოვანი შეხვედრისთვის ან სამსახურის გასაუბრებისთვის ემზადებით. სწრაფად გამოიცვალეთ პერანგი და წადით! სამწუხაროდ, ლაქა გაშრება და უფრო რთული მოსასორებელი გახდება, მაგრამ არა შეუძლებელი. გაეცანით ჩვენს რჩევებს ტანსაცმლიდან ყავის მოშორებაზე!
ყავის ლაქების პრევენცია
თუ არ გაქვთ დრო ტანსაცმლის გამოსაცვლელად, შეგიძლიათ სცადოთ ლაქის გაფერმკრთალება და ასევე ხელი შეუშალოთ მის უფრო რთულად მოსაშორებელ ლაქად ქცევას. ტანსაცმლის დალაქულ ნაწილს დაუყოვნებლივ გადაავლეთ წყალი. ეს გამოიტანს ლაქას გარეთ და არ მისცემს ქსოვილში ღრმად ჩაჯდომის საშუალებას.
დაუყოვნებლივ შეამშრალეთ დაღვრილი ყავა ხალიჩაზე ან სავარძელზე ქარალდის ხელსახოცით ან სუფთა მშრალი ქსოვილით. არ დააჭიროთ ძლიერად, ეს მხოლოდ გააუარესებს ლაქას. შეგიძლიათ სცადოთ მოცემული რჩევები ყავის ლაქის სრულად მოშორებისთვის.
რჩევები ტანსაცმლიდან ყავის ლაქების ამოსაყვანად
ინტერნეტში ხალხი აზიარებს მრავალ რჩევას ყავის ლაქების მოშორების სხვადასხვა საშუალებაზე, რომლებიც თავად გამოსცადეს და შედეგიც კარგი ჰქონდათ. შეიძლება ეს რჩევები თქვენც გამოგადგეთ, არამარტო ტანსაცმლისთვის, არამედ ხალიჩებისთვისაც.
1. მარილი
მოაყარეთ დიდი რაოდენობით სუფრის მარილი ყავის ლაქას. დაელოდეთ რამდენიმე წუთი და შემდეგ გადაწმინდეთ ქსოვილით. ეს გახდის ლაქას ნაკლებად შესამჩნევს. ასევე შეაკავებს ლაქას გავრცელებისგან.
2. ძმარი
ხალხის დიდი ნაწილი ამბობს, რომ ძმარი ძალიან კარგი საშუალებაა ყავის ლაქების მოსაშორებლად ტანსაცმლიდან და სხვა ქსოვილებიდან. ფრთხილად დაადეთ ყავის ლაქას ძმრით გაჟღენთილი ქსოვილი. დატოვეთ ტანსაცმელი ერთი საათიდან ერთ ღამემდე, ძმრისა და წყლის ნაერთიან სათლში (პროპორციით 3:1) და შემდეგ გარეცხეთ სარეცხ მანქანაში. გაითვალისწინეთ, რომ ძმრის გამოყენება ლაქების ამოყვანისთვის იწვევს მძაფრ სუნს!
3. ალკოჰოლი
გამოიყენეთ ცოტაოდენი სამედიცინო სპირტი ყავის ლაქების მოსაშორებლად ხალიჩიდან ან ტანსაცმლიდან. დაასველეთ ქსოვილი სპირტში და გამოიყენეთ ყავის ლაქის ამოსაწმენდად.
4. სველი ხელსახოცები
სველი ხელსახოცები იწოვს ლაქის სითხეებს. ეს მეთოდი მოქმედებს ტექსტილზე გაჩენილ ყავის ლაქებზე თუ ლაქა ჯერ კიდევ სველია.
5. საკვები სოდა
საზოგადოების აზრის თანახმად, საკვები სოდა ძალიან ეფექტურია. დაასველეთ ტანსაცმელი ცივი, სველი ნაჭრით და მოაყარეთ საკვები სოდა ლაქაზე. დაელოდეთ და შემდეგ, შეძლებისდაგვარად, მოწმინდეთ მშრალი ქსოვილით. ყავის ლაქა ხალიჩიდან ან ტანსაცმლიდან გაქრება სრულიად, მაგრამ შეგიძლიათ ამ მეთოდის შემდეგ გარეცხოთ სამოსი სარეცხ მანქანაში.
HG-ს საშუალებები ყავის ლაქების მოსაშორებლად ტანსაცმლიდან და სხვა მატერიებიდან.
HG-ს ტექსტილიდან ლაქების ამომყვანი N1 ყავის, ჩაის, კეტჩუპის, ხილისა და წითელი ღვინის ლაქების მოსაშორებლად ეფექტურად აშორებს წითელი ღვინის, მელნისა და ყავის ლაქებს. ეს საშუალება ნებისმიერ დიასახლისს უნდა ჰქონდეს. პირველ რიგში ყოველთვის მოსინჯეთ ნაკლებად ხილულ ადგილებზე, რათა გაიგოთ თუ აქვს რაიმე არასასურველი რეაქცია ფერზე. გახსენით საშუალება ცხელ წყალში, ბოლომდე დაფარეთ მასში დალაქული ტანსაცმელი და დაელოდეთ 30 წუთი.
ასევე შეგიძლიათ სცადოთ HG-ს ექსტრა ძლიერი საშუალება ლაქების წინასწარი დამუშავებისათვის აქტიური ჟანგბადით, როგორც რეცხვამდე გამოსაყენებელი საშუალება ხელით ან მანქანით რეცხვისას.
მოაშორეთ ყავის ლაქები სავარძლებზე ან ხალიჩაზე HG-ს ექსტრა ძლიერი ლაქების ამომყვანი სპრეის დახმარებით. გამოყენებამდე გაეცანით პროდუქტის ინფორმაციას ჩვენს ვებ გვერდზე და მიიღეთ საუკეთესო შედეგი.
გაქვთ კარგი რჩევები ტანსაცმლიდან ყავის ლაქების ამოყვანისთვის? გაგვიზიარეთ!