როგორ მოვაშოროთ წითელი ღვინის ლაქები
წითელი ჭვინის ლაქები | რა არის საუკეთესო გზა წითელი ღვინის ლაქების მოსაშორებლად?
შემთხვევები ხდება და წითელი ღვინის ლაქა თქვენს ახალ ლამაზ ბლუზაზე ან სუფრაზე საკმაოდ გულდასაწყვეტია. რა არის წითელი ღვინის მოსაშორებელი მეთოდი? ალბათ ფიქრობთ რა საშუალებაა ყველაზე ხელსაყრელი ამ სიტუაციაში. წარმოგიდგენთ ყველაზე ეფექტურ მეთოდებს.
რჩევები წითელი ღვინის ლაქების მოსაშორებლად
წითელი ღვინო შეიძლება შემთხვევით ტანსაცმელზე ან ხალიჩაზე დაგეღვაროთ.
არსებობს სპეციალური გაჟღენთილი წყალგამძლე პროდუქტები, რომლებიც კარგად იცავს ღვინის ლაქებისგანაც. HG-ს ტექსტილის ცხიმის, ზეთისა და ჭუჭყისგან დამცავი საშუალებით დამუშავების შემდეგ, შეგიძლიათ გაწმინდოთ ზედაპირი საშრობი ქსოვილით.
მოაშორეთ ღვინის ლაქები
6 საშუალება წითელი ღვინის ლაქების მოსაშორებლად
თუ ქსოვილზე დაგექცათ წითელი ღვინო, არსებობს რამდენიმე საშუალება, რომელსაც შეგიძლიათ მიმართოთ ლაქების მოსაშორებლად. ყოველთვის იმოქმედეთ დაუყოვნებლივ და პირველ რიგში გადაუსვით თბილი წყლით გაჟღენთილი ნაჭერი. ასევე შეგიძლიათ სცადოთ ერთ-ერთ ვებსაიტზე მოცემული მეთოდი წითელი ღვინის ლაქების მოსაშორებლად.
გაფრთხილება: ეს მეთოდები არ გაძლევთ წარმატების გარანტიას:
1. ძველი გაზეთი და სუფრის მარილი
წითელი ღვინის ლაქა სუფრაზე? დააფინეთ ძველი გაზეთი სუფრის ქვეშ და ლაქას დააყარეთ დიდი რაოდენობით სუფრის მარილი. მარილი შეიწოვს ღვინოს და ცოტა ხნის შემდეგ ლაქის უმეტესი ნაწილი გამქრალი იქნება, განსაკუთრებით რეცხვის შემდეგ.
2. ჰოლანდიური ჯინი
ასევე შეგიძლიათ გამოიყენოთ ჰოლანდიური ჯინი. დაასხით ცოტაოდენი ჯინი ლაქაზე და დიდი ალბათობით ლაქა თქვენს თვალწინ გაქრება, სხვა შემთხვევაში დაასხით განმეორებით.
3. გაზიანი წყალი
გარდა ჰოლანდიური ჯინისა, გაზიანი წყალიც კარგი ვარიანტია. დაასხით ის წითელი ღვინის ლაქაზე და მომდევნო დღეს ლაქა ნაწილობრივ ან სრულად იქნება გამქრალი
4. თეთრი ღვინო
თეთრი ღვინო კიდევ ერთი კარგი საშინაო მეთოდია. ის შლის ლაქას, მაგრამ ბოლომდე ვერ მოაშორებს მას. თეთრი ღვინო შეიცავს დიდი რაოდენობით შაქარს, რაც კარგად არ მოქმედებს ქსოვილზე.
5. ლუდი
ასევე შეგიძლიათ სცადოთ ლუდი წითელი ღვინის ლაქებზე, მაგრამ ის ხშირად სხვა ლაქას ტოვებს ძველის ადგილზე. ეს მეთოდი უფრო მეტად გამოგადგებათ ტანსაცმელზე, რადგან შეგიძლიათ მაშინვე შეაგდოთ სარეცხ მანქანაში. ეს მეთოდი არ არის რეკომენდებული ავეჯის გადასაკრავ მასალაზე ან ხალიჩებზე, რადგან მათ ვერ გარეცხავთ სარეცხ მანქანაში.
6. ძმარი
ასევე შეგიძლიათ გამოიყენოთ ძმარი, მაგრამ შესაძლოა ფერი მაინც დარჩეს ტანსაცმელზე. ასევე ძმარი საკმაოდ აგრესიული ნივთიერებაა და შეიძლება დააზიანოს თქვენი ხალიჩა ან სამოსი.
სცადეთ მოცემული გზები და ვერ მიაღწიეთ სასურველ შედეგს? მაშინ სცადეთ HG-ს საშუალება, რომელიც სპეციალურად წითელი ღვინის ლაქების მოსაშორებლადაა შექმნილი.
წითელი ღვინის ლაქების მოშორება ტანსაცმლიდან? აირჩიეთ HG
წითელი ღვინო დაგექცათ ტანსაცმელზე და ლაქების მოშორება გნებავთ? HG-ს აქვს ეფექტური საშუალება ამისთვის: HG-ს ტექსტილიდან ლაქების ამომყვანი N1 ყავის, ჩაის, კეტჩუპის, ხილისა და წითელი ღვინის ლაქების მოსაშორებლად. იგი არამხოლოდ წითელი ღვინის ლაქებს აშორებს, არამედ:
- ყავა, ჩაი და კაკაო
- კეჩუპი, კარის სოუსი და მდოგვი
- ხილი, ჯემი და ხილის ან ბოსტნეულის წვენი
- მელანი
- შარდი, ოფლი და სუნამო
ასევე გვაქვს HG-ს ექსტრა-ძლიერი საშუალება ლაქების წინასწარი დამუშავებისათვის სპრეი. დაასხით სპრეი ლაქაზე გარეცხვის წინ. ლაქების მოშორება ხალიჩიდან და ავეჯის გადასაკრავებიდანაც გნებავთ? მაშინ გამოიყენეთ HG-ს ექსტრა ძლიერი ლაქების ამომყვანი სპრეი.
გაქვთ კარგი რჩევები წითელი ღვინის ლაქების მოსაშორებლად? გაგვიზიარეთ!