ინფორმაცია


ძიება

როგორ მოვაშოროთ ობი

ეძებთ საუკეთესო გზას სახლიდან სოკოს მოსაშორებლად? ეს ხშირი პრობლემაა, რომლის გადაწყვეტაც მარტივად შეიძლება, თუ გეცოდინება როგორ! შეიძლება რთულ დავალებად გეჩვენოთ, მაგრამ ჩვენი რჩევების დახმარებით უმოკლეს დროში გააქრობთ ობს სახლიდან. განაგრძეთ კითხვა და გაიგეთ როგორ ვითარდება ობი, როგორ მოვიშოროთ ის და როგორ მოვახდინოთ მისი პრევენცია.

 

სახლში გაჩენილი ობის მიზეზი


ობი გამოწვეულია ზედმეტი ნესტისგან სახლის რომელიმე ნაწილში. ეს ნესტი არის სხვადასხვა პრობლემის შედეგი როგორიცაა:

 

1. კონდენსაცია

კონდენსაცია ხდება მაშინ, როდესაც ცხელი წყალი ცივდება. ამის მაგალითებია შხაპის, ან მზადების პროცესში წარმოქმნილი ორთქლი, რომელიც ფანჯრებზე ან ფილებზე გადადის. ეს ხდება მაშინ, როდესაც ორთქლს არ აქვს გასასვლელი. ორთქლი კონდენსირდება კედლებზე, რაც იწვევს მათ დანესტიანებას. ნესტიანი კედლები არის იდეალური წერტილი ობის განსავითარებლად. კონდენსაცია მხოლოდ აბაზანაში ან სამზარეულოში არ ხდება. სხვა მიზეზები შეიძლება იყოს სარეცხის გაშრობა და უბრალოდ სუნთქვაც კი.

 

2. სტრუქტურული პრობლემები

ობი შეიძლება გაჩნდეს თქვენი სახლის სტრუქტურული პრობლემების გამო. თუ სახლის კარკასი სისველეს ვერ ატარებს, ნესტი შემოვა, დაგროვდება და დაასველებს კედლებს. მას შემდეგ რაც კედლები შიგნიდან დასველდება, იგი იდეალური ადგილი ხდება სოკოს გასაჩენად. ეს ხშირია ძველ სახლებში, სადაც გრუნტი დაძველებულია და განახლებას საჭიროებს

 

3. ამომავალი სისველე

სტრუქტურული პრობლემების გარდა, ამომავალმა სისველებ შეიძლება გააჩინოს ობი სახლში. ეს ხშირია ძველ სახლებში. ამომავალი სისველე მოდის მიწის ნესტიდან, რომელიც აღწევს კედლებში სახლის საძირკვლიდან. გარკვეული დროის შემდეგ კედლები იჟღინთება ნესტით და ქმნის ობისთვის მიმზიდველ ადგილს.
 

5 რჩევა ობის პრევენციისთვის

HG გთავაზობთ რამდენიმე საშუალებას ობის მოსაცილებლად, როგორიცაა HG-ს ობის მოსაშორებელი ქაფი. იგი როგორც ობის მოსაშორებლად, ასევე მისი პრევენციისთვისაც გამოგადგებათ. ობის რეალური პრობლემა არ გაქვთ, მაგრამ გინდათ თავი დაიზღვიოთ მისი მომავალში გაჩენისგან? გაეცანით ჩვენს რჩევებს.

 

1. HG-ს ნატურალური ქვის დამცავი საშუალება

ობის პრევენციისთვის შეგიძლიათ გამოიყენოთ HG-ს ნატურალური ქვის დამცავი საშუალება. ეს პროდუქტი ახდენს მარარილოზე და სხვა კალცის შემცველ ბუნებრივ ქვებზე ობის პრევენციას.ის ქმნის გამჭირვალე ნესტისგან, ლაქებისგან, ჭუჭყისა და კირის ნადებისგან დამცავ ფენას. ეს პროდუქტი იზოლირებას უკეთებს ბუნებრივ ქვას, რომ ის იდეალურად შეინახოს ნესტიან გარემოში, როგორიცაა აბაზანა, სამზარეულო, ფანჯრის რაფა და მაგიდა. ეს პროდუქტი ასევე გამოიყენება გარეთ და მნიშვნელოვნად ამცირებს ლაქების, გაყინვის, ხავსისა და ობის საშიშროებას კედლებზე.

 

2. შეინარჩუნეთ ოთახებში სიმშრალე და სისუფთავე

ოთახები რომლებშიც არის ვინტილაცია და გათბობა, ნაკლები შანსია განვითარდეს ობი. ამიტომ მნიშვნელოვანია შეინარჩუნოთ ოთახებში სიმშრალე და სისუფთავე. თუ მაინც შენიშნეთ ობი, მოაშორეთ იგი ობის მოსაშორებელი ეფექტური საშუალებით.

 

3. გაანიავეთ ოთახები საღამოობით დაძინებამდე

ღამით ოთახის განიავება ამცირებს ტემპერატურას და ტენიანობას ოთახში. კარგი ვინტილაცია ახდენს ობის პრევენციას.

 

4. გაანიავეთ ოთახი სტუმრების ყოლის შემდეგ

კარგი ვინტილაცია განსაკუთრებით მნიშვნელოვანია მას შემდეგ, რაც ოთახში დიდი რაოდენობით ხალხი შევა. ვინტილაცია მოახდენს კონდენსატის ოთახში დარჩენის პრევენციას და შეამცირებს ტენიანობას, რაც ხელს შეუშლის ობის წარმოქმნას.

 

5. გაათბეთ სააბაზანო ოთახი შხაპის მიღებამდე

სააბაზანოში გამათბობლის ქონა კარგი გზაა ობის პრევენციისთვის. ჩართეთ გამათბობელი შხაპის მიღებამდე. თბილი კედლები კონდენსატის დაგროვებას ხელს შეუშლის და ნაკლები ორთქლი მოეკიდება. ეს კარგი გზაა კედლების დანესტიანების პრევენციისთვის.
 

6. დალუქეთ გარე კედლები

ობი სტრუქტურული პრობლემების გამო გაჩნდა? ამ პრობლემას „HG-ს წყალმედეგი გერმეტიკი გარე კედლებისთვის“  მოგიგვარებთ. ის შეაკავებს წვიმას კედლებში შემოღწევისგან. შემავალი ნესტი შეიცავს ჭუჭყის პატარა ნაწილაკებს, რომლებიც კედლებში შეღწევისას მათ გარეგნობას აფუჭებს. ეს ასევე აჩენს ხავსსა და ობს. მას შემდეგ რაც ნესტი სახლშიც შემოაღწევს ჩნდება ობი და ემატება უსიამოვნო სუნი. HG-ს წყალმედეგი გერმეტიკი გარე კედლებისთვის დაიცავს თქვენ სახლს გარეგანი დანესტიანებისგან.

 

ობის მოცილება სახლიდან

ვინტილაცია მნიშვნელოვანი ნაწილია ობის პრევენციაში. სცადეთ სავინტილაციო გეგმა, ხელსაწყოები ავტომატური ვინტილაციისთვის, ან უბრალოდ ფანჯრების რეგულარულად გამოღება. თუ აღმოაჩენთ ობს, შეგიძლიათ სცადოთ ობის მოსაშორებელი საშუალება HG-სგან ან გამოიყენოთ ძმარი.
 

როგორ მოვაშოროთ ობი ძმრით

კიდევ ერთი პოპულარული საშუალება ობის წინააღმდეგ არის ძმარი. ჩვარით ან ღრუბლით წაუსვით გაუზავებელი ძმარი კედელზე. ამ მეთოდისთვის ყველა ტიპის ძმარი არ გამოდგება. საუკეთესო შედეგს თეთრი ძმრით მიიღებთ. თუმცა ეს მეთოდი ყველა სახის ობზე მაინც არ მოქმედებს.
 

HG არის ნომერ პირველი საშუალება სახლიდან ობის მოსაშორებლად

 

როდესაც გჭირდება ობის სწრაფად და ეფექტურად მოშორება, HG-ს ობის მოსაშორებელი სპრეი საუკეთესო პროდუქტია თქვენთვის. ის სწრაფად აშორებს ობს, ზედმეტი ძალისხმევის გარეშე. თქვენ ასევე შეგიძლიათ სცადოთ HG-ს ობის მოსაშორებელი ქაფი უფრო რთულად მოსაშორებელი ობისთვის. განსაკუთრებული ფორმულით ეჭიდება ვერტიკალურ ზედაპირებს და ქაფი აკავებს უსიამოვნო სუნის გავრცელებას.
 

გაქვთ კარგი რჩევა ობის მოშორებისა და პრევენციისთვის? გაგვიზიარეთ!

3354