ინფორმაცია


ძიება

როგორ მოვაშოროთ ცემენტის ნადები

ცემენტის ნადების მოშორება, მაგალითისთვის, კერამიკის ან ბეტონის ფილებიდან, შეიძლება რთული საქმე იყოს. ცემენტის ნადები წარმოიქმნება მაშინ, როდესაც ვგრუნტავთ იატაკს ან კედლის ფილებს, რადგან თხელი ფენა ყოველთვის რჩება. ეს ტოვებს გამომშრალ ფენას ახალ იატაკზე ან კედელზე. წარმოგიდგენთ რჩევებს, რომლებიც ეფექტურია ცემენტის ნადების მოშორებისა და პრევენციისთვის.

 

რა არის საუკეთესო გზა ცემენტის ნადების მოსაშორებლად?


მნიშვნელოვანია, რომ ცემენტის ნადები ფილებიდან რაც შეიძლება სწრაფად გაიწმინდოს, რადგან რაც უფრო მეტ ხანს დავტოვებთ, მით უფრო რთული გახდება მისი მოშორება.

მოწმინდეთ ნადები დაუყოვნებლივ ნელთბილი წყლით და პატარა ღრუბლით.

 

სამი კარგი გზა ცემენტის ნადების მოსაშორებლად

ინტერნეტსივრცეში შეიძლება იპოვოთ რამდენიმე მეთოდი ცემენტის ნადების მოსაშორებლად, რომელიც შეგიძლიათ სცადოთ.


1. ჩაის ტილო
როდესაც ცემენტის ნადები არის ახალი, შეგიძლიათ სცადოთ მისი მოწმენდა ჩაის ტილოთი. გაწმინდეთ ფილების ზედაპირი ძლიერად ჩაის მშრალი ტილოთი. ამან შეიძლება მოაშოროს ცემენტის ნადები, მაგრამ საკმაოდ რთული საქმეა და დროს ბევრი სჭირდება.


2. საფხეკი ნიჩაბი
თქვენ ასევე შეგიძლიათ სცადოთ საფხეკი ხელსაწყოები. ამ მეთოდის მიმართვისას, უნდა იყოთ ძალიან ფრთხილად, რათა არ დააზიანოთ ფილები ცემენტის ნადების მოშორებისას.

 

3. ძმრის მიქსტურა
შეურიეთ თანაბარი რაოდენობით ძმარი და წყალი(50/50). ეს მჟავური ნაერთი კარგად წმენდს ბეტონის ნადებს. ამ ნაერთმა შესაძლოა დააზიანოს თქვენი ფილები, ამიტომ ჩვენ გირჩევთ თავდაპირველად დატესტოთ ეს საშუალება ზედმეტად მორჩენილ ფილის ნაჭრებზე.

გირჩევნიათ უფრო უსაფრთხო, მარტივი და სწრაფი მეთოდი ცემენტის ნადების მოსაშორებლად? მაშინ სცადეთ HG-ს მიერ შემუშავებული საშუალებები ცემენტის ნადების მოსაშორებლად.
 


HG არის საშუალება ცემენტის ნადების მოცილებისთვის

HG-ს ასორტიმენტში აქვს სხვადასხვა პროდუქტი, ცემენტის ნადების უსაფრთხო მოცილებისთვის სხვადასხვა ზედაპირიდან. თუ გჭირდებათ ცმენეტის მნადების მოშორება კალციუმის შემცველი ნატურალური ქვიდან ან ნატურალური ქვის ეპოქსიდიანი ფილებიდან, როგორიცაა გრანიტი ან მარმარილო, მაშინ გამოიყენეთ HG-ს მარმარილოდან და ნატურალური ქვიდან ცემენტის და კირის მოსაშორებელი ხსნარი


ჩვენ ასევე გვაქვს HG-ს ფილებიდან ცემენტის ნადების მოსაშორებელი საშუალება, ცემენტის ნადების ნებისმიერი ტიპის ფორებიანი და ფორების გარეშე ფილებისთვისა და ქვაფენილებისთვის. ის ასევე მოსახერხებელია ნატურალური ქვის კალცის გარეშე ტიპებზე, როგორიცაა ნორვეგიული ფიქალი, გრანიტი და კვარცი. ამ პროდუქტის უნიკალურობა მდგომარეობს იმაში, რომ იგი შლის ცემენტს ფილების ზედაპირზე, მაგრამ არა გრუნტში. გრუნტი უფრო მეტად გამაგრებულიც კი რჩება.

თუ საქმე გაქვთ ურყევ ცემენტთან და გამაგრებულ ნადებთან, ფორებიან და ფორებს გარეშე ფილებზე? მაშინ ჩვენ გირჩევთ HG-ს კირის, ცემენტის ნადების და ხსნარის ნარჩენების მოსაშორებელ საშუალებას. იგი ასევე გამოგადგებათ არაკალცისშემცველ ბუნებრივ ქვაზეც.

გაქვთ კარგი რჩევები ცემენტის ნადების მოსაშორებლად? გაგვიზიარეთ!

3633