ინფორმაცია


ძიება

როგორ მოვაშოროთ შპალერი

ჩვენი მეთოდების დახმარებით შპალერის მოშორება ბევრად მარტივია! ამ გვერდზე წარმოგიდგენთ შპალერის მოშორებისას გაჩენილ ხშირ პრობლემებს და მათი გადაჭრის გზებს ნაბიჯ-ნაბიჯ.

 

შპალერის მოშორების გზები ეტაპებად


საუკეთესო გზა შპალერის მოსაშორებლად უმოკლეს დროში? მიყევით მოცემულ ეტაპებს საუკეთესო შედეგებისთვის!

  1. მომზადება
    აუცილებლად დაფარეთ დენცქვიტები და ჩამრთველები და წყალგაუმტარი, ვინილის ან მეტალის შპალერი სანამ უხეშ ზუმფარას გამოიყენებთ. მოაშორეთ შპარელის ზედა ფენა წინასწარ!

     
  2. შპალერის გაჟღენთვა

როდესაც დაიწყებთ შპალერის გაჟღენთვას, კარგი გზა იქნება HG-ს შპალერის მოსაშორებელი საშუალება მისასხურებლიანი ბოთლის საშუალებით. თუ არ გაქვთ მსგავსი ბოთლი, შეგიძლიათ სცადოთ ღრუბელი ან ჯაგრისი. მნიშვნელოვანია შპალერის საფუძვლიანად გაჟღენთვა, ამიტომ წყალს ნუ დაინანებთ. დატოვეთ შპალერის მოსაშორებელი საშუალება 5-15 წუთით რათა იმოქმედოს.


 

  1. შპალერის მოშორება
    მოძებნეთ საწყისი წერტილი და დაიწყეთ ახევა კუთხიდან. ეს შეგვიძლია გავაკეთოთ შპალერის მოსაშორებელი დანით ან სალესი დანით. შემდეგ სცადეთ მოაშოროთ შპალერი ერთ ნაკადად.

სხვა საშუალებები შპალერის მოსაშორებლად

სპეციალური ინვენტარის ქირაობის გარდა, შეგიძლიათ ინტერნეტში ნახოთ მრავალი გზა შპალერის თქვენი ძალებით მოსაშორებლად. წარმოგიდგენთ რამდენიმე მათგანს.

  1. ორთქლის აპარატი

ორთქლის აპარატის ქირაობა შეგიძლიათ სპეციალური გამქირავებელი კომპანიებისგან და მაღაზიებისგან. ეს დაახლოებით 15-20 ევრო ღირს ელექტროენერგიის გათვალისწინების გარეშე.

უნდა შეავსოთ მოწყობილობა წყლით და მოიცადოთ სანამ წყალი საკმარისად გაცხელდება. შემდეგ უნდა მიუშვიროთ აპარატი შპალერს მანამ სანამ არ მოეშვება.
 

  1. როდესაც შპალერი მოეშვება, შეგიძლიათ გამოიყენოთ სალესი ან შპალერის ასაძრობი დანა და ფრთხილად ააძროთ შპალერი. ყველაზე კარგი ვარიანტია თუ დაიწყებთ ზემოდან და მოყვებით ქვემოთ. ორთქლის აპარატის უარყოფითი მხარე ისაა, რომ გარშემო ყველაფერი სველდება. ამის გამო გირჩევთ ძირს დააფინოთ ნაჭრები, რათა იატაკში წყლის ჩასვლა აიცილოთ თავიდან.
     
  2. სარეცხი საშუალება ან ძმარი
    სხვა პროდუქტები, რომლებსაც ვებსაიტები გვირჩევენ არის სარეცხი საშუალება და ძმარი. ზოგჯერ კოლაც კი არის ნახსენები. აავსეთ ვედრო ცხელი წყლით და დაამატეთ დიდი რაოდენობით სარეცხი საშუალება, ძმარი ან კოლა. შემდეგ გაჟღინთეთ მღებავი გორგოლაჭი ამ მიქსტურით.
  3. გამოიყენეთ მღებავი გორგოლაჭი კედლების გასაჟღენთად და შემდეგ შპალერის მარტივად მოსაცილებლად. ჩვენ ეს მეთოდები არ დაგვიტესტია, მაგრამ რატომაც არ უნდა ვცადოთ?
     

HG-ს შპალერის მოსაშორებელი საშუალება

ეს არის საუკეთესო გზა შპალერის მოსაშორებლად. ეს პროდუქტი სწრაფად შლის ნებისმიერი ტიპის შპალერის წებოს და გაძლევთ შპალერის მთლიან ნაჭრებად მარტივად მოშორების გარანტიას. ამას გარდა, ეს პროდუქტი არამარტო მაღალი კონცენტრაციის და სუპერძლიერი მოქმედებისაა, არამედ იგი საკმარისია დიდი ფართობების დასაფარად. საშუალების ნახევარი ლიტრი საკმარისია 100-200 კვადრატული მეტრი შპალერისთვის.

 

გავრცელებული პრობლემები შპალერის მოცილებისას

შპალერის მოშორებისას რამდენიმე პრობლემამ შეიძლება იჩინოს თავი. გაითვალისწინეთ ქვემოთ მოცემული რჩევები, რათა თავიდან აიცილოთ მსგავსი პრობლემები.

  • პატარა ნაჭრებად მოხევა

შეინარჩუნეთ შპალერის სისველე. ეს გაამარტივებს შპალერის აძრობას და თავიდან აგაცილებთ პატარა ნაჭრებად ხევას.
 

  • სველი ტანსაცმელი და ავეჯი

განსაკუთრებით ორთქლისა გამოყენებით შპალერის მოშორებისას, თქვენი ტანსაცმელი შესაძლოა საკმაოდ დასველდეს. შემოიხვიეთ მაჯაზე პირსახოცი ან ნაჭერი რათა სისველე შეიწოვოს და როგორც ზემოთ ვახსენეთ, დააფინეთ ტილოები იატაკზე, რათა თავიდან აიცილოთ იატაკის დაზიანება. არ დაგავიწყდეთ ავეჯი! გაიტანეთ ავეჯი სხვა ოთახებში, რათა არ დაზიანდეს წყლისა და ჭუჭყისგან.
 

  • მოაშორეთ ნარჩენი წებო სრულად
    შპალერის გარდა, აუცილებლად მოაშორეთ ნარჩენი წებო. სხვაგვარად ეს ნარჩენი შესაძლოა თქვენს ახალ შპალერზე გამოჩნდეს.

 

გაქვთ კარგი რჩევები შპალერის მოსაშორებლად? გაგვიზიარეთ!

2370