Sale 40% Promo Code:hg40

ინფორმაცია


ძიება

როგორ გავწმინდოთ მანქანის დისკები

ლითონის დისკების წმენდა: როგორ გავწმინდოთ ავტომობილის დისკები?

ავტომობილის დისკების საფუძვლიანი წმენდისთვის, თქვენ დაგჭირდებათ საკმარისად ძლიერი საშუალება, რომელიც არამხოლოდ გარე, არამედ დამუხრუჭებისგან გამოწვეულ ჭუჭყსაც გაწმენდს.სპეციალური დისკის საწმენდი საშუალება, როგორც წესი, საუკეთესოდ მოქმედებს, რადგან ის სპეციალურად ცხიმისა და ჭუჭყის მოსაცილებლადაა შემუშავებული. დისკების საწმენდი საუკეთესო საშუალებით თქვენი საბურავები ისევ ახალივით იქნება.

 

რამდენად სასურველია დისკების წმენდა ზამთარში?

ზამთარში, თქვენს საბურავებზე არამხოლოდ ჭუჭყი და მუხრუჭების მტვერი, არამედ მარილი და ქვიშაც ხვდება. აქედან გამომდინარე კარგია თუ დისკებს რეგულარულად გაწმენდთ, განსაკუთრებით ზამთრის პერიოდში. საუკეთესო გზა ზამთარში დისკების საწმენდად, პირველ რიგში არის მათი დასველება წყლით, რათა მოშორდეს ქვიშა და მარილი სანამ წმენდას დაიწყებდეთ სპეციალური საშუალებით, წინააღმდეგ შემთხვევაში დისკებზე ნაკაწრებს გააჩენთ.

 

 

ჭუჭყიანი დისკების პრევენცია

დისკების დაბინძურების პრევენციისთვის საუკეთესო გზაა მათი რეგულარული დამუშავება მანქანის ცვილით. ამ გზით ჭუჭყი და ცხიმი ვეღარ მოედება მარტივად. ჩვენ ასევე გირჩევთ რეგულარულად გაწმინდოთ დისკები HG-ს საბურავების საწმენდი საშუალებით, რომელიც სპეციალურად არის შემუშავებული ავტომობილის ლითონის დისკებისთვის. ცუდი ამინდი ხელს უწყობს საბურავების სწრაფ დაბინძურებას, მანქანა კი ცუდ ამინდში განსაკუთრებულად გვჭირდება. ამიტომ ეცადეთ გაწმინდოთ დისკები ყველა მგზავრობის შემდეგ რაც შეიძლება მალე.

 

რამოდენიმე პროდუქტი და საუკეთესო გზები

მრავალი ინტერნეტწყარო გვირჩევს სხვადასხვა მეთოდებს ლითონის დისკების საწმენდად. წარმოგიდგენთ მათ შორის ყველაზე პოპულარულებს.

 

1. ღუმელის საწმენდი

დაასხით ღუმელის საწმენდი დისკებზე, დააცადეთ რომ იმოქმედოს და შემდეგ უბრალოდ კბილის ჯაგრისით მოაშორეთ ჭუჭყთან ერთად.

 

2. სკიპიდარი

სამწუხაროდ, ღუმელის საწმენდი ყოველთვის ვერ ერევა მანქანის საბურავებზე არსებულ ჭუჭყს. ამიტომ შეგიძლიათ სცადოთ სკიპიდარი. გახსენით სკიპიდარი წყალში, ამოავლეთ ჩვარი და გაწმინდეთ დისკები. შემდეგ გადაავლეთ საბურავებს დიდი რაოდენობით წყალი.

 

3. Dreft-ის სარეცხი საშუალება

დაასხით ცოტაოდენი გაუზავებელი Dreft-ი სველ ღრუბელზე. გაწმინდეთ დისკები და შემდეგ გადაავლეთ ცხელი წყალი.

 

სცადეთ ზემოთ ჩამოთვლილი საშუალებები მეტალის დისკების საწმენდად და ვერ მიიღეთ შედეგი? მაშინ სცადეთ HG-ს მროდუქტი რომელიც სპეციალურად საბურავების ეფექტური და სწრაფი წმენდისთვისაა გამოგონილი

 

HG-ს საბურავების საწმენდი საშუალება ეფექტურია და უსაფრთხოა გამოყენებისთვის.

HG-ს საბურავების საწმენდი საშუალება უსაფრთხოდ და ზედმეტი ძალდატანების გარეშე აშორებს სამუხრუჭე სითხეს, ჭუჭყს, ცხიმსა და მურს მანქანის დისკებიდან და ბორბლის პლასტმასის ხუფებიდან. მანქანის საბურავებზე ძალიან სწრაფად გროვდება ჭუჭყი. ეს ძალიან უსიამოვნოა, განსაკუთრებით სპორტულ დისკებზე. სამრეცხოდან ახლადგამოსულიც კი, არ გამოიყურება კარგად. მიასხით საბურავებს HG-ს საბურავების საწმენდი საშუალება და დააცადეთ 1 წუთი. მოაშორეთ ჭუჭყი ჯაგრისის ან ნაჭრის საშუალებით და გადაავლეთ ცხელი წყალი. ეს პროდუქტი იდეალურია ასევე მანქანის გარეცხვამდე წინასწარი დამუშავებისთვის.

 

გაქვთ კარგი რჩევები მანქანის დისკების წმენდისთვის? გაგვიზიარეთ!

 

1719