Sale 40% Promo Code:hg40

ინფორმაცია


ძიება

როგორ გავწმინდოთ მანქანის სავარძლები

მანქანის სავარძლებისა და დანარჩენი ინტერიერის ნაწილების წმენდა საკმაოდ შრომატევადი საქმეა. ამ ყველაფერმა მარტივად შეიძლება წაგვართვას ნახევარი დღე. რასაკვირველია გვინდა, რომ დრო სწორად გამოვიყენოთ და უმოკლეს დროში საუკეთესო შედეგი დავდოთ. როგორ? გაეცანით მოცემულ სასარგებლო რჩევებს მანქანის ინტერიერის წმენდისა და სისუფთავის შენარჩუნებისთვის.

 

სავარძლების დაბინძურების პრევენცია


მანქანის სავარძლის გადასაკრავები ძალიან მარტივად ისვრება. ჭუჭყი და ლაქები განსაკუთრებით მკვეთრად ღია ფერის გადასაკრავებზე ჩანს. ზოგიერთი მასალა უფრო მეტად იზიდავს ჭუჭყს ვიდრე სხვები, ამიტომ შეიძლება თქვენს სავარძლებს უფრო ხშირად დასჭირდეს გაწმენდა ვიდრე სხვებს. როგორ მოვახდინოთ გადასაკრავის დაბინძურების პრევენცია? წარმოგიდგენს რჩევებს, რომლებსაც სხვადასხვა ვებსაიტი გვთავაზობს.

 

1. შეიძინეთ დამატებითი გადასაკრავი სავარძლებისთვის

დამატებითიგადასაკრავები საუკეთესო დაცვაა სავარძლებისთვის. ნებისმიერ დროს შეგიძლიათ დამცავი ფენა მოხსნათ და სარეცხ მანქანაში გარეცხოთ.

 

2. გახადეთ სავარძელი ჭუჭყის მიმართ მდგრადი

როდესაც სავარძლებზე იყენებს ჭუჭყის მიმართ მდგრად პროდუქტს, დაღვრილი სითხეები და ჭუჭყი ვეღარ აღწევს ნაჭერში, ამრიგად ლაქების პრევენცია შესაძლებელია. ამ მიზნით შეგიძლიათ გამოიყენოთ HG-ს ტექსტილის ცხიმის, ზეთისა და ჭუჭყისგან დამცავი საშუალება ან HG-ს ტყავის დამცავი სპრეი.

 

3. მოაშორეთ ლაქები დაუყოვნებლივ

თუ ლაქებს დაუყოვნებლივ არ მოაშორებთ, ისინი შესაძლოა უფრო ღრმად ჩაჯდეს სავარძლის გადასაკრავში. ჭუჭყის დაუყოვნებლივ მოშორებით, ასევე ახდენთ უსიამოვნო სუნების პრევენციას თქვენს მანქანაში.

 

4. მოერიდეთ მანქანაში ჭამას და დალევას

საჭმელმა და სასმელმა შესაძლოა ყველაზე მეტი ზიანი მიაყენოს თქვენი სავარძლების სისუფთავეს. შეჩერდით გზაში შეისვენეთ გადმოდით მანქანიდან და ისე მიირთვით სასუსნავი. ამის გაკეთებით მეორე სარგებელსაც იღებთ, რადგან ფეხის გაშლის საშუალებაც გეძლევათ.

 

5. შეინარჩუნეთ მანქანის სისუფთავე

ნუ მოექცევით მანქანას ისე, როგორც სანაგვეს და მოაშორეთ ნებისმიერი სახის ნაგავი, ნებისმიერი მგზავრობისას. ეს შეამცირებს ჭუჭყისა და ლაქების გაჩენის შანსებს.

 

6. გაწმინდეთ მანქანა მტვერსასრუტით რეგულარულად

მტვერსასრუტით რეგულარულად წმენდისას თქვენ არ აძლევთ ჭუჭყს საშუალებას, რომ ღრმად ჩაჯდეს ნაჭერში.
 

როდესაც მანქანის სავარძლებს დამატებითი წმენდა ესაჭიროება

 

2 საშინაო მეთოდი

მრავალი ვებსაიტისა და ბლოგის მიხედვით, არსებობს რამდენიმე გზა მანქანის სავარძლების წმენდისთვის, რომლებიც შეგიძლიათ სცადოთ. ჩვენ გირჩევთ, პირველ რიგში, მტვერსასრუტით გაწმინდოთ და რაც შეიძლება მეტი მტვერი და ჭუჭყი ამოიღოთ სავარძლებიდან. 

 

1. სარეცხი საპონი

შეგიძლიათ გამოიყენოთ სარეცხი საპონი მანქანის სავარძლების საწმენდად, რათა მოაშოროთ ჟანგისა და ცხიმის ლაქები. შემდეგ გამოიყენეთ ჯაგრისი და ცოტაოდენი წყალი საპნით დამუშავებულ ლაქებზე.

 

2. სარეცხი საშუალება და წყალი

გახსენით სარეცხი საშუალება წყალში და ჩაასხით შესასხურებელ ბოთლში. მიასხურეთ ნარევი დაახლოებით 20 სანტიმეტრის დაშორებიდან ლაქებს. გაწმინდეთ ფრთხილად რბილი ჯაგრისით. შემდეგ გადაავლეთ თბილი წყალი და გაწმინდეთ სუფთა ნაჭრით. გაავლეთ წყალში რამდენჯერმე. ფერების ადგილ-ადგილ შეცვლის თავიდან ასაცილებლად, გირჩევთ მთლიანი სავარძელი ერთიანად გარეცხოთ.

 

სცადეთ მოცემული მეთოდები მანქანის სავარძლებზე და ვერ მიიღეთ სასურველი შედეგი? მაშინ სცადეთ საშუალებები, რომლებიც HG-მ სპეციალურად მანქანის ინტერიერის წმენდისთვის შეიმუშავა.
 

შეიძინეთ HG-ს  ავტომობილის სალონის გადასაკრავის საწმენდი საშუალება

HG-ს  ავტომობილის სალონის გადასაკრავის საწმენდი საშუალება  შემუშავებულია სპეცუალურად მანქანის, იახტის ან მოტოციკლის სავარძლებიდან ჭუჭყისა და ლაქების მოსაშორებლად. გამოყენების შემდეგ ეს საწმენდი საშუალება ასევე ქმენის ჭუჭყგამძლე ფენას, რომელიც იცავს თქვენი სავარძლების მატერიას ლაქებისგან.

 

გაქვთ კარგი რჩევები მანქანის სავარძლების საწმენდად? გაგვიზიარეთ!
 

2510