როგორ ამოვიყვანოთ ლაქები? და თუ ლაქები ღრმად ჩამჯდარია? ასეთი კითხვები ყველა დიასახლისს უჩნდება, განსაკუთრებით აქტიური დღესასწაულების შემდეგ პერიოდში. ადრე თუ გვიან, მაგრამ დრო დგება პრობლემების გადასაჭრელად. მაღალი ხარისხის საყოფაცხოვრებო მოვლის საშუალებები დაგეხმარებათ ამაში. როგორ ამოვიყვანოთ ლაქები მაგიდის სუფრიდან, საყვარელი პერანგიდან, დივანიდან ან ხალიჩის ზედაპირიდან?
დღესასწაულების შემდეგ, უკანასკნელი, რისი გაკეთებაც გსურთ, არის ტანსაცმლიდან, დივანიდან ან ხალიჩიდან ცხიმიანი საკვების ან ღვინის ლაქების ამოყვანა ან წმენდა. ამ შემთხვევაში, ერთგული დამხმარეები მოდიან თქვენს საშველად - ჰოლანდიური ბრენდის HG სახლის მოვლის საშუალებები. მათთან ერთად დარწმუნებული იქნებით, რომ ლაქები უკვალოდ გაქრება, მაგრამ ქსოვილს ან საფარს არ დაზიანებენ. თქვენ უბრალოდ უნდა აირჩიოთ სწორი შემადგენლობა და გაითვალისწინოთ მისი გამოყენების ინსტრუქცია.
ქსოვილები
პრობლემა: ლაქები სუფრაზე ან ტანსაცმელზე. ხშირად, ასეთი ლაქების ამოყვანა ან დამუშავება ლაქების ამომყვანით დაუყოვნებლივ შეუძლებელია. ზოგჯერ ქსოვილები დავიწყებული რჩება სამრეცხაოს კალათში რამდენიმე დღის განმავლობაში. შედეგად, ცხიმის, საკვების ან სასმელების ნაწილაკები ღრმად აღწევენ ქსოვილის ბოჭკოებს, რის გამოც მათთან გამკლავება რეგულარული რეცხვით უკვე შეუძლებელია.
რა დაგვეხმარება?
ქსოვილის ბოჭკოებში ღრმად ჩამჯდარი ლაქების მოსაცილებლად, თვითნაკეთი მეთოდები ან რეგულარული რეცხვა არ იქნება საკმარისი. ეს პრობლემა მოითხოვს ხარისხიან საშუალებას, რომელსაც შეუძლია აღადგინოს მასალის თავდაპირველი სახე. მათ შორისაა ექსტრა-ძლიერი საშუალება ლაქების წინასწარი დამუშავებისთის. მისი აქტიური ჟანგბადის წყალობით, იგი ეფექტურად აშორებს ლაქებს სუფრიდან ან ტანსაცმლიდან, მაგალითად, ცხიმიანი კერძების, შოკოლადის, ჩაის ან წითელი ღვინის ლაქებს.
როგორ ამოვიყვანოთ ლაქები?
- საკმარისია პროდუქტი ლაქას წაუსვათ მოსახერხებელი სპრეის გამოყენებით, დაელოდოთ რამდენიმე წუთი, სანამ პროდუქტი იმოქმედებს ჭუჭყზე და შემდეგ გარეცხეთ ყველაფერი, როგორც ყოველთვის.
- აქტიური ქაფი, რომელიც ჩნდება პროდუქტის გამოყენებისთანავე, შეიცავს სპეციალურ ნივთიერებებს, რომლებიც ღრმად აღწევენ ქსოვილის ბოჭკოებში და აშორებენ ჭუჭყისა და ლაქების ნაწილაკებს.
- პროდუქტი უსაფრთხოა სხვადასხვა სახის ქსოვილისთვის - მას შეუძლია ამოიყვანოს ლაქები როგორც მაგიდის სუფრიდან, ასევე თქვენი საყვარელი ბლუზიდან ან ჰალსტუხიდან.
ხალიჩა და ავეჯის გადასაკრავები
პრობლემა: საკვებისა და სასმელის ლაქები ხალიჩაზე ან გადასაკრავებზე. ასეთი დაბინძურება გარდაუვალია აქტიური და ხანგრძლივი დღესასწაულების შემდეგ. დასუფთავების შემდეგ აშკარა ხდება ლაქების არსებობა, მაგრამ აი როგორ ამოიყვანოთ ისინი ხალიჩიდან ან დივანიდან? რა თქმა უნდა, შეგიძლიათ დარეკოთ პროფესიონალ კლინინგურ კომპანიებში ან ხალიჩები წაიღოთ ქიმ.წმენდაში. მაგრამ, სავსებით შესაძლებელია გაუმკლავდეთ სპეციალური საწმენდი საშუალების დახმარებით.
რა დაგვეხმარება?
მხოლოდ პროფესიონალური საშუალების მეშვეობით - გამწმენდი სპრეი ნოხებისა და გადასაკრავებისათვის- ხელს შეუწყობთ ძველი ლაქების მოცილებას გადასაკრავებიდან ან ხალიჩებიდან. ასეთი საჭუალება აშორებს ნებისმიერ ჭუჭყს, იქნება ეს ცხიმის, წვენის, ღვინის, შოკოლადის, პომადის და სხვა ძნელად მოსაშორებელი ნივთიერებების ლაქები. გარდა ამისა, HG– ის მნიშვნელოვანი უპირატესობაა დამცავი ფენა, რომელიც მოვლის შემდეგ რჩება ხალიჩაზე ან გადასაკრავზე. თვალისთვის უხილავი, იგი იცავს ზედაპირს ჭარბი ჭუჭყისაგან და წარმოქმნილი ლაქები ადვილად ცილდება მცირე ძალისხმევით.
როგორ ამოვიყვანოთ ლაქები?
- ლაქის მოსაშორებლად, მოაფრქვიეთ პროდუქტი ხალიჩაზე ან დივნის გადასაფარებელზე, დაელოდეთ 5 – დან 10 წუთამდე, შემდეგ კი გაწმინდეთ დამუშავებული ადგილი რბილი შთამნთქმელი ქსოვილით ან ქაღალდის ხელსახოცით.
- პროდუქტი აშორებს ჭუჭყს უკვალოდ, და ასევე არ ტოვებს ზოლებს საფარზე.
- ჭუჭყისაგან დამცავი ფენა, რომელიც რჩება ხალიჩასა და დივანზე, უფრო მეტ ხანს ინახავს მათ სუფთად.