ინფორმაცია


ძიება

როგორ გავწმინდოთ ჭურჭლის სარეცხი მანქანის და სარეცხი მანქანა

საყოფაცხოვრებო ტექნიკა საჭიროებს წმენდას, უკიდურეს შემთხვევაში იგი აღარ იმუშავებს. რეგულარული მოვლა არის აუცილებელი. წმენდასთან ერთად არ უნდა დაგვავიწყდეს ისიც , რომ ძალიან მნიშვნელოვანია საწმენდების ხარისხი, რომლებიც არ აზიანებს ტექნიკას. ჩვენ გადავწყვიტეთ გავერკვიოთ იმაში, თუ რით შეიძლება  და რით - არა, გავწმინდოთ ჩვენი სარეცხი მანქანა და ჭურჭლის სარეცხი მანქანა.

 

სარეცხი მანქანის წმენდა

სარეცხი მანქანა, რომელიც საშუალებას გვაძლევს შევინარჩუნოთ ქსოვილი და ფეხსაცმელი სუფთა მდგომარეობაში, თავისთავად მოითხოვს რეგულარულ მოვლას. როგორც ექსპერტები გვირჩევენ, აუცილებელია აპარატის წმენდა მინიმუმ 3-4 თვეში ერთხელ. მართლაც, ყოველი რეცხვის ციკლი, მძიმე წყალი, სარეცხი საშუალებები და ჭუჭყი მოქმედებს მის შიდა ნაწილებზე. შედეგად, ობი გროვდება  რეზინის ლუქში, რაც იწვევს უსიამოვნო სუნს; ტუბულარულ გამათბობელზე გროვდება კირის ნადები, რაც საფრთხეს უქმნის მის მუშაობას; ჭუჭყი გროვდება და იჭედება გადინების ტუმბოს ფილტრებში; სარეცხი და ფხვნილის ნარჩენები აბინძურებს ავზს. მანქანა სუფთად გამოიყურება, მაგრამ გარეცხილ ტანსაცმელს უჩნდება ლაქები.  დროთა განმავლობაში მწყობრიდან გამოდის მექანიზმის ელემენტები, რაც იწვევს ძვირადღირებულ შეკეთებას ან აღჭურვილობის სრულ ჩანაცვლებას.

იმისათვის, რომ სარეცხმა მანქანამ იმუშაოს დიდ ხანს, ის უნდა გაიწმინდოს. რით გავწმინდოთ? თქვენ შეგიძლიათ იპოვოთ უამრავი რჩევა  იმის შესახებ, თუ როგორ   ჩაატაროთ მანქანის წმენდა პროფილაქტიკის მიზნით.

 

ლიმონის მჟავა

+ ნამდვილად ასუფთავებს შიდა ნაწილებს კირის ნადებისგან და ჭუჭყისგან.

- ცუდად მოქმედებს ნაწილებზე  - რეზინის ელემენტებზე, აგრეთვე ღერძზე (განსაკუთრებით, თუ აპარატის ამ მოდელში იგი დამზადებულია სელუმინისგან).

 

ქლორის ლიმონმჟავა

+ კიდევ უფრო ეფექტურად ასუფთავებს შინაგან ნაწილებს კირის ნადებისგან და ჭუჭყისგან, ახდენს დეზინფექციას.

- ძლიერი ნივთიერებების ეს კომბინაცია კიდევ უფრო სწრაფად გამოიწვევს მანქანის დაშლას. გაწმენდის დროს გამოყოფს უსიამოვნო სუნს.

 

ძმარი

+ ნამდვილად ასუფთავებს შიდა ნაწილებს კირის ნადებისგან და ჭუჭყისგან.

- უარყოფითად მოქმედებს მექანიზმის რეზინისა და პლასტმასის ელემენტებზე. გაწმენდის შემდეგ ტოვებს უსიამოვნო სუნს.

გარკვეული პერიოდი დიასახლისები იყენებენ ამ მეთოდებს, რის მერე,როგორც წესი საჭირო ხდება ტექნიკის ძვირადღიებული რემონტი ან ახალი ტექნიკის ყიდვა. თუ  გენანებათ თქვენი საყვარელი ტექნიკა, არ დაიშუროთ ფინანსები იმისათვის, რომ შეიძინოთ პროფესიონალური საშუალება.

 

პროფესიონალური საშუალება

ჰოლანდიური კომპანია HG-ის სპეციალისტებმა  შეიმუშავეს შემადგენლობა, რომელიც სწორად უვლის სარეცხ მანქანას - საშუალება „სერვის ინჟინერი“ სარეცხი და ჭურჭლის სარეცხი მანქანების საწმენდად.

+ ეფექტურად ასუფთავებს ჭუჭყისა და ნადებისგან ფილტრებს, ბაკს, სანიაღვრე შლანგებს, და ასევე იცავს დეტალებს და არ აზიანებს მათ. ახდენს  პროფილაქტიკურ ეფექტს. რეზინის ელემენტებს უნარჩუნებს ელასტიურობასა და წყალგაუმტარობას. აშორებს უსიამოვნო სუნს. ახანგრძლივებს ტექნიკის ვადას.არ აზიანებს მილებს.

- ცოტათი უფრო ძვირი არის ვიდრე ლიმონმჟავას ერთი შეფუთვა და ბოთლი ძმარი.

HG-ის გამოყნების შემდეგ თქვენი სარეცხი მანქანა იქნება სუფთა არა მხოლოდ გარედან, არამედ შიგნიდანაც. ამასთან ერთად თქვენი სარეცხი ყოველთვის იქნება სუფთად გარეცხილი. ამ საშუალების გამოყენება საკმაოდ ადვილიც არის: დაახლოებით 50გრ. უნდა ჩაყაროთ სარეცხი ფხვნილის განყოფილებაში და ჩართოთ რეცხვის რეჟიმი არანაკლებ 60 გრადუსზე. არ საჭიროებს ციკლის დასრულებას გაწურვით.

 

ჭურჭლის სარეცხი მანქანის მოვლა

ჭურჭლის სარეცხი მანქანა ასევე იტესტება ყოველდღე თავის გამძლეობაზე - ხისტი წყლით, საკვების ნარჩენებით, ცხიმებით, ჭუჭყითა და სარეცხი საშუალებებით. ამიტომ, დანადგარის გარე სისუფთავე არაფერს ნიშნავს, შიგნით ის შეიძლება დაიფაროს კირის ფენით, ფილტრები, პირები და დალუქვის ფისები კი იყოს ავსებული  ცხიმითა და საკვების ნაწილაკებით. თუ ამ ყველაფრისგან არ გავასუფთავებთ ჭურჭლის სარეცხ მანქანას, მაშინ დროთა განმავლობაში იგი ვერ შეძლებს ხარისხიანად ჭურჭლის რეცხვას. ასევე შესაძლოა მანქანას და ახალ გარეცხილ ჭურჭელს აუვიდეს არასასიამოვნო სუნი. ასეთი პრობლემები მხოლოდ გაუარესდება და საბოლოოდ გამოიწვევს ჭურჭლის სარეცხი მანქანის გაფუჭებას.

ამგვარი შედეგების თავიდან ასაცილებლად საჭიროა ზრუნვა ჭურჭლის სარეცხ მანქანაზე, უფრო სწორად, მისი რეგულარული წმენდა მაღალი ხარისხის პროდუქციით. ამის მიუხედავად, ინტერნეტში შეგიძლიათ იპოვოთ მრავალი რჩევა ჭურჭლის სარეცხი მანქანის დასუფთავებისათვის უკვე ნაცნობი შემადგენლობით.

 

ლიმონმჟავა

+ ასუფთავებს შიგნიდან ნადებისაგან და ჭუჭყისაგან.

- მას აქვს მავნე ზემოქმედება დალუქვის ფისებზე რამაც შეიძლება გამოიწვიოს რეზინის დეფორმაცია და დაიწყოს წყლის გაჟონვა.

 

ძმარი და სოდა

+ ხელს უწყობს შიგნიდან გაწმენდას და უსიამოვნო სუნის მოცილებას.

- უარყოფითი გავლენას ახდენს რეზინზე და პლასტმასზე, ასეთი დასუფთავება მხოლოდ უკიდურეს შემთხვევაში უნდა გამოვიყენოთ.

 

მათეთრებელი

+ გამოიყენება ობის მოსაშორებლად.

უარყოფით გავლენას ახდენს უჟანგავ ფოლადზე.

 

პროფესიონალური საშუალება

პროფესიონალური საწმენდი საშუალება მოაშორებს კირის ნადებს, სარეცხი საშუალებების ნარჩენებს, საკვების ნაწილაკებს ფილტრებიდან, შლანგებიდან და ჭურჭლის სარეცხი მანქანის შიდა კამერიდან. ამავე დროს,  არ დააზარალებს  უჟანგავ ფოლადს და პლასტმასს. ჭურჭლის სარეცხი მანქანის მაღალი ხარისხის დასუფთავებისთვის გამოიყენეთ საშუალება „სერვის ინჟინერი“ სარეცხი და ჭურჭლის სარეცხი მანქანების საწმენდად. მისი გამოყენება ძალიან მარტივია: ცოტაოდენი საწმენდი მოათავსეთ სარეცხი საშუალების განყოფილებაში, შემდეგ ჩართეთ პროგრამა  წყლის ყველაზე მაღალი ტემპერატურით. მას შემდეგ, რაც მანქანა დაასრულებს მთელ ციკლს თქვენი ჭურჭლის სარეცხი მანქანა ნამდვილად სუფთა იქნება.

ცალკე შეგიძლიათ ამოიღოთ ბადისებური ფილტრი და გარეცხოთ ჩვეულებრივი ჭურჭლის სარეცხი საშუალებით. სხვათა შორის, ექსპერტები გირჩევენ ამის გაკეთებას კვირაში ერთხელ მაინც. ეს არის საჭირო იმისთვის, რომ  მანქანაში უსიამოვნო სუნი არ გაჩნდეს.

კარის დალუქვის ფისები უნდა გაიწმინდოს ყოველ ექვს თვეში ერთხელ. ამისთვის შეგიძლიათ გამოიყენოთ ძველი კბილის ჯაგრისი აუცილებელია რეზინის დამუშავება მწარმოებლის მიერ რეკომენდებული სპეციალური შემადგენლობით.

და არ დაგავიწყდეთ დატოვოთ ჭურჭლის სარეცხი მანქანის კარი ღია, იმისთვის რომ ამოაშროთ სინესტე.

 

HG -ს მხოლოდ ერთი პროდუქტით შეგიძლიათ შეინახოთ სუფთად, როგორც თქვენი სარეცხი მანქანა, ასევე ჭურჭლის სარეცხი მანქანა.

1152