გაზქურაზე მიმწვარი ცხილი დაუსრულებელი პრობლემაა ყველა დიასახლისისთვის. ზოგჯერ საჭმლის მომზადების შემდეგ ძალა აღარ გრჩებათ გაზქურის გასაწმენდად. დროთა განმავლობაში მიმწვარი ცხიმი ან საჭმლის ნარჩენები ისე მაგრდება ზედაპირზე, რომ მათი მოშორება არცთუ ისე მარტივი ხდება. მოდით განვიხილოთ, როგორ მოვაშოროთ ცხიმი,ლაქები და მომწვარი საჭმლის ნარჩენები გაზქურიდან.
ვაშორებთ ცხიმს
ცხიმი არის პირველი მტერი ნებისმიერი გაზქურისთვის. საჭმლის მზადების პროცესში ცხიმის წვეთები ყველა გარშემო ზედაპირს ეშხეფება. საბოლოო ჯამში გაზქურის სახელურებზე ,ბადეებზე და სამზარეულოს ზედაპირებზე ჩნდება წებოვანი ყვითელი ნადები, რომლის მოშორება არც თუ ისეთი ადვილია. უმეტესწილად დიასახლისები იყენებენ ამ პრობლემისთვის მყარ ღრუბელს, რომელიც აზიანებს გაზქურის ზედაპირს. ის აჩენს წვრილ ნაკაწრებს, რომლებშიც ადვილად აღწევს ცხიმი და ჭუჭყი. ზიანის მიყენების გარეშე ცხიმის ნადებს გაუმკლავდება სპეციალური პროდუქტი, რომელიც შლის ცხიმს.
HG ცხიმის მოსაშორებელი სპრეი-საპოხი ადვილად აშორბს ცხიმის ლაქებს სამზარეულოს ნებისმიერი ზედაპირებიდან. საშუალება ეფექტურად ებრძვის ჩამჯდარ ჭუჭყსაც. HG - ის მეშვეობით იწმინდება არა მხოლოდ გაზქურები, არამედ გარშემო ფილებიც, ტაფები და ქვაბები. ასევე საშულება გარდა წმენდისა, ტოვებს დამცავ ფენას ზედაპირებზე.
ნამწვის წმენდა
როგორ მოვაშოროთ გაზქურას ნამწვი? შეგახსენებთ: არავითარი აგრესიული ზემოქმედება! შეინახეთ სოდა,ლიმონმჟავა და პლასტიკური კოვზები ან საფხეკი. გამოიყენეთ სანდო საშუალება - HG კერამიკული კამფორების ყოველდღიური მოხმარების გამწმენდი.
მისი ძლიერი ფორმულა ადვილად გაუმკლავდება ნამწვს, ცხიმის ლაქებს და ჭუჭყს. საკმარისია მხოლოდ მოაფრქვიოთ შემადგენლობა ზედაპირზე, დაელოდოთ რამოდენიმე წუთი და შემდგომ მოწმინდოთ ხელსახოცით. გაითვალისწინეთ ის, რომ რაც უფრო ახალი არის ლაქა, მით უფრო ადვილია მასთან ბრძოლა!
ვებრძვით ჩამჯდარ ლაქებს
თუ ვერ ახერხებთ დროულად გაზქურის მოწმენდას - არ იდარდოთ! HG -ს ძლიერი დაბინძურების გამწმენდი საშუალება დაგეხმარებათ გაზქურის გაწმენდაში ჩამჯდარი ჭუჭყისაგან. კერამიკული გაზქურებისთვის შექმნილი საშუალება არის სპეციალურად შემუშავებული იმისათვის, რომ მოაშოროთ ჩამჯდარი ჭუჭყი და ცხიმი. საწმენდის გამოყენების შემდეგ რჩება სასიამოვნო სუნი და ბრწყინვალე რეზულტატი. აგრეთვე ტოვებს უხილავ დამცავ ფენას.