ინფორმაცია


ძიება

როგორ შევინარჩუნოთ პარკეტის ბზინვარება და დავიცვათ იგი ნაკაწრებისგან?

პარკეტი - არის ხის ზედაპირის ტიპი, რომელიც ყოველთვის ფასდებოდა თავისი ეკოლოგიურობით, სითბოთი და კომფორტით. ასეთი იატაკი ხდება ნამდვილი ძვირფასეულობა ნებისმიერი სახლისთვის. მაგრამ, ასევე, როგორც ნებისმიერი ცოცხალი მასალა, პარკეტი ძალიან მგრძნობიარეა მექანიკური ქმედებების მიმართ და ატმოსფერულ ფაქტორებთან. რა თქმა უნდა, მძიმედ გაკაწრული და ძველი ზედაპირი თავისთავად ითხოვს გაპრიალებას, მაგრამ პროცედურა არ არის მარტივი და საკმაოდ ხარჯიანია, როგორც ფინანსურად , ისე დროის ფაქტორშიც. გაცილებით ადვილია პარკეტის სწორად მოვლა, რის დახმარებითაც მრავალი წლის განმავლობაში ის შეინარჩუნებს ეფექტურობას.

რის ეშინია ხის იატაკს?

-ნატურალური ხე უკიდურესად მგძნობიარეა სინესტის მიმართ - როგორც ჰაერში არსებულის, ასევე უშუალოდ ზედაპირზე მოხვედრილის. ამიტომ, უნდა შეეცადოთ შეინარჩუნოთ ოპტიმალური ტენიანობა შენობაში - დაახლოებით 40-60%. ჰაერის ტემპერატურა უნდა შეადგინოს 18-დან 25-მდე °C.

- სხვათა შორის, ზედმეტად მშრალ ჰაერს არანაკლები პრობლემები მოჰყვება - ხე გაშრება და გამოუჩნდება ბზარები. სახლში მშრალი კლიმატის პირობებში, ექსპერტები გვირჩევენ ჰაერის დამატენიანებლის გამოყენებას.

- პარკეტი უნდა დაიცვათ წყლის მოხვედრისგან. ასეთი იატაკი არ შეიძლება გაიწმინდოს ცუდად გაწურული ქსოვილით, რადგან იგი ტოვებს სველ ლაქებს. გაუწმენდავმა გუბემ შეიძლება იატაკის ამობერვა გამოიწვიოს.

-პარკეტისთვის კიდევ ერთი სიფრთხეა - ნაკაწრები, რომლებსაც ტოვებენ შინაური ცხოველები, ავეჯის ფეხები, ფეხსაცმლის ქუსლები, ქუჩიდან შემოტანილი ქვიშა და ქვები. ამიტომ, ასეთი იატაკი მოითხოვს დამცავ ფენას, რომელსაც შეუძლია ხელი შეუშალოს ნაკაწრების წარმოქმნას.

ნაკაწრები იწვევს იატაკის გამკრთალებას და მისი მშვენიერი ბზინვარების მოშორებას. რა თქმა უნდა, არ უნდა დაგვავიწყდეს, იატაკის დამცავის გამოყენება, ძაღლის კლანჭების შეკრეჭა, შევეცადოთ არ ვიაროთ იატაკზე ქუჩის ფეხსაცმლით და მტვერსასრუტით ზედაპირის დასუფთავება, სანამ მის წმენდას დავიწყებთ.

- პარკეტის დასუფთავება შეიძლება მხოლოდ რბილი ქსოვილით, თმის ჯაგრისით ან მტვერსასრუტით. არ ღირს აბრაზიული საშუალებების ან უხეში ინსტრუმენტების გამოყენება. ნაკაწრებისა და ლაქების სხვა დეფექტების გავლით, სინესტე შეაღწევს ხის სტრუქტურაში, რამაც შეიძლება გამოიწვიოს დალპობა.

-პარკეტის სწორი მოვლისთვის დაგვეხმარება სპეციალურად შემუშავებული საშუალებები. ისინი არ შეიცავენ აგრესიულ ქიმიკატებს, რომლებსაც შეუძლია ზიანი მიაყენონ ბუნებრივ ხეს და ლაქს. თუ ამ საშუალებებს ინსტრუქციის შესაბამისად და სწორი თანმიმდევრობით გამოიყენებთ, შესაძლებელია პარკეტის იატაკის სიცოცხლის მნიშვნელოვნად გახანგრძლევება და მისი შესანიშნავი სახის შენარჩუნება.

რითი გავწმინდოთ პარკეტი?

ჰოლანდიურმა კომპანია HG-მ შექმნა ეფექტური და უსაფრთხო შემადგენლობა, რომელიც დაგვეხმარება პარკეტის ყოველდღიურ წმენდაში და არ დააზიანებს ბუნებრივ ხეს და ლაქს, რომლითაც იგი დაფარულია. HG საპრიალებელი საშუალება პარკეტისათვის სპეციალურად არის შექმნილი ასეთი იატაკის ყოველდღიური წმენდისათვის. იგი საფუძვლიანად ასუფთავებს ნებისმიერ დაბინძურებას, ასევე ქმნის დამცავ ფენას, რომელიც ხსნარის რეგულარულად გამოიყენების შემთხვევაში, ზედაპირს საშუალებას აძლევს დიდ ხანს შეინარჩუნოს სისუფთავე და ასევე იცავს მას ნაადრევი დაზიანებისგან.

წმენდისთვის საკმარისია გახსნათ ხსნარის მცირე ოდენობა თბილ წყალში. წმენდის დაწყებისას გახსოვდეთ, რომ ტილო უნდა იყოს კარგად გაწურული. არ დაუშვათ სითხის დიდი ოდენობის დაგროვება პარკეტზე. არ გარეცხოთ და არ გააშროთ იატაკი დამუშავების შემდეგ.

სჭირდება თუ არა პოლირება?

მიუხედავად იმისა, რომ შეუძლებელია იატაკის სრულად დაცვა მხოლოდ სარეცხი საშუალებით, ჰოლანდიელი სპეციალისტების მიერ შექმნილი HG პარკეტის პოლიროლი შესანიშნავად მოუხდება პარკეტის იატაკის მოვლისთვის. ის ქმნის ჭუჭყისგან დამცავ ფენას, რომელიც ხელს უშლის დაბინძურების სტრუქტურაში შეღწევას და აადვილებს რეგულარულ დასუფთავებას. რაც მთავარია, პოლიროლი იცავს ლაქის ზედაპირს ცვეთის, ნაკაწრების, ჩამჯდარი ჭუჭყისაგან და სხვა დეფექტებისგან. გარდა ამისა, ანიჭებს ბზინვარებას.პოლიროლის გამოყენებამდე, ზედაპირი დამუშავებული უნდა იქნას HG ძლიერმოქმედი გამწმენდი საშუალებით პარკეტისათვის. ასეთი შემადგენლობა მოაშორებს ჩამჯდარ ჭუჭყს და ლაქს, ცხიმის და ძველი პოლირების ან სხვა დამცავი ფენების ნარჩენებს და მოამზადებს იატაკს ახალი პოლირებისთვის. საშუალების გამოყენება ძალიან ადვილია: საკმარისია გახსნათ ხსნარის მცირე ოდენობა თბილ წყალში, წაუსვათ იატაკს და დაელოდოთ რამდენიმე წუთი. შემდეგ გაწმინდოთ ზედაპირი სუფთა, კარგად გაწურული ტილოთი.მას შემდეგ, რაც იატაკი გაიშრება, შეგიძლიათ ახალი პოლირების დაწყება. პატარა რჩევა - არ ღირს შემადგენლობის დიდი ოდენობის დასხმა. საკმარისია რამოდენიმე წვეთი, რომელიც კარგად უნდა შეაზილოთ სუფთა ქსოვილით ბუსუსების გარეშე. უბრალოდ გადააფარეთ ქსოვილი მოპის გარშემო და თანაბრად გაანაწილეთ პოლიროლი მთლიან ზედაპირზე ერთი მიმართულებით. ზედაპირი 3 დღის შემდეგ გახდება წყალმედეგი. დროთა განმავლობაში წაუსვით პოლიროლის ახალი ფენა.

ამ გზით დაცული პარკეტი დიდხანს მოგემსახურებათ და შეინარჩუნებს მიმზიდველ ბზინვარებას. თუ დაიცავთ მითითებულ მოვლის წესებს, მაშინ პარკეტის იატაკი თქვენ სახლში მრავალი წლის მანძილზე ახალივით იქნება.

 

1240