რატომ ჩნდება საცობი ნიჟარაში?
მაშინაც კი, თუ კანალიზაციის სისტემას სწორად იყენებთ, გარკვეული პერიოდის შემდგომ მასში მაინც ჩნდება საცობი. საქმე იმაშია, რომ მილების ექსპლუატაციის დროს, მათი შიდა ზედაპირი უხეშდება და ინარჩუნებს იმ ნარჩენებს, რომლებიც ირეცხებიან წყალთან ერთად. სარეცხი საშუალებების, თმის, ცხიმის, ცხოველების ბეწვის, ჭუჭყისა და ქვიშის ნარჩენები გროვდებიან მილის გარკვეულ მონაკვეთში, ქმნიან ნაგვის საცობს, რომელსაც ასდის უსიამოვნო სუნი, აგრეთვე ხელს უშლის წყლის მოძრაობას და წყალდიდობით ემუქრება თქვენ სახლს. რაც უფრო დიდხანს ტოვებთ საცობს, მით უფრო ნაკლები ალბათობაა მისი უპრობლემო მოშორების. სწორედ ამიტომ აუცილებელია მცირე ჭუჭყის საცობის მაშინვე გაწმენდა, როდესაც ის წარმოიქმნა.
როგორ გავწმინდოთ მილები?
რა თქმა უნდა, ნებისმიერ სანტექნიკოსს შეუძლია ბლოკირების პრობლემის მოგვარება, მაგრამ ამ სასარგებლო პროფესიის წარმომადგენლის ლოდინი ადვილი არ არის. და ღირს თუ არა ფულის გადახდა იმ საქმეში, რომლის შესრულება თავად შეგვიძლია? ინტერნეტში იპოვით მრავალ რჩევას, იმის შესახებ, თუ როგორ უნდა გაწმინდოთ მილები ხელთ არსებული საშუალებებით. მაგალითად, ზოგი კეთილმსურველი ადამიანი გვირჩევს მილებში ადუღებული წყლის ან ძმარის ჩასხმას და ასევე სოდის ჩაყრას. აღნიშნული მეთოდები ნამდვილად დაგეხმარებათ მცირე საცობის გასაწმენდად. თუმცა, არის იმის ალბათობა, რომ მაღალი ტემპერატურისა და აგრესიული ნივთიერებების გამო დაზიანდება ის მასალა, რისგანაც დამზადებულია მილი. თუ გსურთ მასშტაბური წარღვნის შედეგისა და კაპიტალური რემონტის ლიკვიდაცია, უშედეგოდ ნუ რისკავთ. არსებობს სპეციალური საშუალებები, რომლებიც დაგეხმარებათ მილების გასწმენდად კანალიზაციის დაზიანების გარეშე.
საიმედო საშუალება მილების საწმენდად
ბაზარზე წარმოდგენილია ქიმიური საშუალებების დიდი არჩევანი, რომლებიც გვპირდებიან ბლოკირების ადვილად დაშლას. თუმცა, მხოლოდ ის საშუალება, რომელიც შეიცავს ბიოლოგიურად ნატურალურ ფერმენტებს და მიკროორგანიზმებს, შეიძლება იყოს ნამდვილად უსაფრთხო, როგორც ოჯახის ჯანმრთელობისთვის, ასევე საკანალიზაციო მილებისთვის. თხევადი საშუალება მილების საწმენდად HG სპეციალურად შემუშავებულია ეფექტიური და უსაფრთხო მილებში ნებისმიერი სახის საცობის გასასუფთავებლად. მისი ეფექტური ფორმულა ნატურალური ფერმენტებით სწრაფად ანეიტრალებს საცობით გაჭედილ მილებს, შლის ისეთ ნადებს, როგორიცაა საკვები პროდუქტების, თმის, საპნის, ცხიმის და ჭუჭყის ნარჩენები. საშუალება იდეალურად უხდება ყველა სახის მილს, რადგან ნადების დაშლის პროცესში არ ხდება სითბოს გამოყოფა. საშუალების თხევადი ფორმა იწვევს საცობის დაშლას და არა მის გამყარებას, რაც შესაძლებელია ფხვნილის სტრუქტურის მქონე საშუალებების გამოყენების შემთხვევაში. გარდა ამისა, HG აშორებს უსიამოვნო სუნს. რაც მთავარია - მაღალხარისხიანი საშუალების გამოყენება იქნება მშვენიერი პროფილაქტიკა ახალი ჭუჭყის საცობის გაჩენისას.
როგორ გავწმინდოთ საცობი ხალხური საშუალებებით?
ყველა დიასახლისს ერთხელ მაინც უწევდა მილების გაწმენდა ნიჟარაში ან აბაზანაში. ზოგი კი იძულებულია ისევ და ისევ დაუბრუნდეს ამ პრობლემის მოგვარებას. ბლოკირების მიზეზები მრავალფეროვანია: ჩასარეცხი ხვრელის დამცავი ბადის არასწორი გამოყენებიდან დაწყებული და მილების სიძველით დამთავრებული. მაგრამ, მაინც, ამ სიტუაციაზე თვალის დახუჭვა არ შეიძლება. არსებობს ბლოკირების დასუფთავების რამდენიმე მეთოდი, ჩვენ აქ აღვწერთ მათზე ყველაზე პოპულარულს.
1.სატუმბი
სატუმბი ადრე ყველაზე პოპულარული საყოფაცხოვრებო ნივთი იყო. დღესაც კი, ზოგიერთ სახლში, იგი ძველებურად ეხმარება ბლოკირების მოსაშორებლად. სატუმბის რეზინის ნაწილი მჭიდროდ უნდა მიადოთ ჩასარეცხ ხვრელს, და რამდენჯერმე ინტენსიურად შეუშვათ ჰაერი მილში. თუ საცობი ძლიერი არ არის და წარმოიქმნა მილის ზედაპირულ ნაწილში, ეს მოქმედება ეფექტური იქნება. ასეთი მეთოდით შეიძლება როგორც ნიჟარის, ასევე აბაზანის წმენდა. თუმცა, თუ აბაზანაში გიდევთ აკრილის საკისარი, ექსპერტები არ გირჩევენ სატუმბის გამოყენებას. მკვეთრი მოძრაობების გამო, შესაძლებელია საკისრის გადაადგილება და მის ქვეშ წყლის მოხვედრა, რის შედეგადაც დაიწყება ობის ფორმირება.
2.სოდა და ძმარი
ზოგიერთი დიასახლისი ბლოკირების გასაწმენდად გვირჩევს სოდისა და ძმრის გამოყენებას. ერთი სოდის ჭიქა ჩაყარეთ ჩასარეცხ ხვრელში და ზემოდან ჩაასხით ერთი ჭიქა სუფრის ძმარი (9%). დაიწყება რეაქცია. იმისათვის, რომ ქაფი არ გადმოვიდეს ზედაპირზე აუცილებელია საცობის ჩასმა. დატოვეთ შემადგენლობა 2-3 საათის განმავლობაში, შემდეგ კი მდუღარე წყლით ჩარეცხეთ მილი.
3ლიმონი
თუ საცობი ძლიერი არ არის, და ხელთ არ გაქვთ სპეციალიზირებული საშუალებები, დაგეხმარებათ ლიმონი. ჩასარეცხ ხვრელში უნდა ჩაასხათ 3-4 ლიმნის წვენი. ნახევარი საათის შემდეგ ჩარეცხეთ მილი მდუღარე წყლით.
4.მდუღარე წყალი
ძალიან ხშირად ცხელი წყლის გამორთვის სეზონის დროს სამზარეულოს ნიჟარაში ფორმირდება საცობი. გამყარებული ცხიმის ნარჩენები გროვდებიან მილის კედლებზე და დროთა განმავლობაში ანელებენ წყლის მოძრაობას. ასეთი მარტივი ბლოკირების დასუფთავებაში დაგეხმარებათ ჩვეულებრივი მდუღარე წყალი. ჩაასხით ჩასარეცხ ხვრელში 2-3 ლიტრი მდრუღარე წყალი და პრობლემა მოგვარებული იქნება.
საცობის მოსაშორებელი ოთხი პოპულარული მეთოდი - ვადარებთ და ვირჩვთ საუკეთესოს
ბლოკირების მოშორება შესაძლებელია სხვადასხვა საშუალებების გამოყენებით. მაგრამ რა ეფექტს მოახდენს მდუღარე წყლის გამოყენება? იმის გასარკვევად, თუ სინამდვილეში რა დაგეხმარებათ, ჩვენ საცობის მოსაშორებელი ოთხი პოპულარული მეთოდის ტესტირება ჩავატარეთ. მიღებული მონაცემები ჩვენ წარმოვადგინეთ შედარებითი ცხრილის სახით. ის გვიჩვენებს, თუ რამდენი დრო დასჭირდა თითოეული საშუალების მოქმედებას და რა შედეგი მივიღეთ.
საცობთან ბრძოლაში ჩვენ ავიღეთ სოდა და ძმარი, ოთხი ლიმონი, ავადუღეთ წყალი და ასევე მოვამზადეთ HG-ს პროფესიონალური საშუალება. რა გამოგვივიდა?
გამოყენებული საშუალება |
საცობზე მოქმედების დრო |
მიღებული შედეგი |
1. სოდა და ძმარი |
2 საათი |
საცობის მოშორება ნაწილობრივ მოხერხდა |
2. ლიმონი |
0,5 საათი |
საცობის მოშორება ვერ მოხერხდა |
3. მდუღარე წყალი |
5 წუთი |
საცობის მოშორება ვერ მოხერხდა |
4. თხევადი საშუალება მილების საწმენდად HG |
0,5 საათი |
საცობი საფუძვლიანად |
ვაანალიზებთ შედეგებს:
-ყველაზე დიდი იმედგაცრუება გამოწვეული იყო ლიმონის მეთოდით მილების წმენდისას. სასარგებლო ციტრუსიც უაზროდ გამოვიყენეთ და საცობსაც არაფერი ეშველა. ლიმნის წვენის ჩასხმის და ნახევარი საათის ლოდინის შემდეგ, ჭუჭყის საცობი მილში სამწუხაროდ უცვლელად დარჩა.
-მდუღარე წყალიც ვერაფრით დაგვეხმარა. ჩვენ გამოვიყენეთ სამი ჩაიდანი მდუღარე წყალი, თუმცა, შედეგი ვერ დავინახეთ. წყალი ძველებურად რთულად ჩადიოდა ჩასარეცხ ხვრელში.
-სიტუაცია ოდნავ გაუმჯობესდა სოდისა და ძმრის ზემოქმედების შემდგომ. საჭირო კომპონენტების ჩასარეცხ ხვრელში ჩაყრის და ჩასხმის შემდეგ ჩვენ ვეცადეთ რაც შეიძლება სწრაფად მის საცობით დახურვას. ორსაათიანი ლოდინის შემდეგ, ჩვენ საბოლოოდ შეგვეძლო შედეგის შეფასება. სიტუაცია ოდნავ გაუმჯობესდა - საცობი აშკარად შემცირდა, მაგრამ ბოლომდე არ დაიშალა. თუმცა ეს მეთოდი შეიძლება ჩაითვალოს ყველაზე აიფიანი.
-ოპტიმალური შედეგი გვაჩვენა HG-ის სპეციალურად შემუშავებულმა თხევადმა საშუალებამ მილების საწმენდად. ერთი ესეთი წმენდა გამოვიდა ცოტათი უფრო ძვირი, ვიდრე, ვთქვათ „სოდისა და ძმრის“ მეთოდის გამოყენებისას, მაგრამ აშკარად ბევრად ეფექტური შედეგი აჩვენა. საცობი ბოლომდე დაიშალა მის შემადგენლობაში არსებული ნატურალური ფერმენტების წყალობით. ამავე დროს, დიდი ხნით ლოდინი არ დაგვჭირდა, ნახევარი საათის შემდეგ უკვე შესაძლებელი იყო შესანიშნავი შედეგის შეფასება. სახალისოა ის ფაქტი, რომ საშუალების რეგულარული გამოყენებისას ის მომავალში იქნება საცობის მშვენიერი პროფილაქტიკა.
HG დაგეხმარებათ სწრაფად და მარტივად მოაშოროთ არასასიამოვნო სამუშაო. თქვენ აღარ იფიქრებთ იმაზე, თუ როგორ დაშალოთ ბლოკირება.