ინფორმაცია


ძიება

როგორ გავრეცხოთ დელიკატური ქსოვილები და შევუნარჩუნოთ იდეალური მდგომარეობა

იმისათვის, რომ ცივ პერიოდში ქალაქის ქუჩებში თავი კომფორტულად იგრძნოთ საკმარისია შეარჩიოთ სამოსი, რომელიც საიმედოდ დაგიცავთ ქარისგან. საუკეთესო ვარიანტი არის თბილი ნაქსოვი ტანსაცმლის და ბუმბულის ქურთუკების ტარება.

მაგრამ ნაქსოვი ტანსაცმელი და ბუმბულის ქურთუკი საჭიროებს სწორ მოვლას, რადგან მათი გაფუჭება და დაზიანება საკმაოდ ადვილია, თუნდაც არასწორი გარეცხვის დროს. სწორად შერჩეული სარეცხი საშუალება ძალიან მნიშვნელოვანია დელიკატური ქსოვილებისთვის. ასეთი საშუალებების არჩევის დროს ყურადღებით გაეცანით ეტიკეტზე მოცემულ ინფორმაციას და აარჩიეთ მხოლოდ სანდო ბრენდები.

თუ გნებავთ, რომ თქვენ საყვარელ ნაქსოვ ზედას და ბუმბულის ქურთუკებს დიდი ხანი შეუნარჩუნდეს პირველადი სახე, გირჩევთ გამოიყენოთ ჰოლანდიური ბრენდის HG სპეციალური სარეცხი საშუალება დელიკატური ქსოვილებისთვის. პროდუქტი შექმნილია ბრენდის ლაბორატორიაში სპეციალურად დელიკატური ქსოვილების გასარეცხად.

 

როგორ ავარჩიოთ სარეცხი საშუალება დელიკატური ქსოვილებისთვის

ზოგი დიასახლისი იყენებს ჩვეულებრივ თმის შამპუნს ან წყალში გაზავებულ საპონს, დელიკატური ქსოვილების სარეცხად. რასაკვირველია, ამის მერე ნივთები ფუჭდება, რადგან ამ საშუალებების გამოყენება არაფრით შეიძლება.

ნუ გარეცხავთ ბუმბულის ქურთუკებს და შალის ნივთებს უნივერსალური სარეცხი საშუალებების მეშვეობით, მით უმეტეს საეჭვო მწარმოებლისგან. ეს სარეცხი საშუალებები შესაძლოა შეიცავდნენ ისეთ ნივთიერებებს,რომლებიც ნეგატიურად მოქმედებს დელიკატურ ქსოვილებზე, ასევე შესაძლოა დატოვონ ლაქები ან საერთოდ გააფუჭონ ისინი.

ექსპერტებმა იციან, რომ მატყლისა და ბუმბულის სამოსის გასარეცხად საჭიროა სპეციალური შემადგენლობის ხსნარები, რომლებიც არამხოლოდ არ დააზიანებს დელიკატურ ბოჭკოებს, არამედ შეძლებს ასეთი ნივთების დაცვას რეცხვის დროსაც. ამავე დროს, თხევადი პროდუქტები ითვლება ყველაზე თანამედროვ, ეფექტურ და უსაფრთხო საშუალებად დელიკატური ქსოვილებისთვის, რადგან ისინი წყალში უფრო სწრაფად იხსნება და უკეთესად რეცხავს. სწორედ ამ ფორმით იწარმოება დელიკატური ქსოვილების HG სარეცხი საშუალება.

ამიტომ, კომპანია HG- მ მასშტაბური გამოკვლევების ჩატარების შედეგად, შეძლო მართლაც უნიკალური პროდუქტის შექმნა - HG სპეციალური სარეცხი საშუალება დელიკატური ქსოვილებისთვის. ამ საშუალების დახმარებით, თქვენი საყვარელი მატყლისა და ბუმბულის ნივთები შეინარჩუნებს სილამაზეს და შესანიშნავად დაგიცავთ სიცივისგან ზამთრის ყველაზე ცივ დღეებში!


HG დელიკატური ქსოვილის საწმენდის უპირატესობები:

- იდეალურია ყველა სახის დელიკატური ქსოვილისთვის

- ნაზად მოქმედებს ქსოვილზე

- ეფექტურად აშორებს ჭუჭყს

- უნარჩუნებს სამოსს ფერსა და ფორმას

- ნივთები ხდება  აბრეშუმივით რბილი

- იწარმოება თხევად მდგომარეობაში

- სწრაფად იხსნება წყალში

- ადვილად ირეცხება

- არ ტოვებს ლაქებს

- აქვს სახურავი -  დოზატორი

- შეიძლება გამოყენებულ იქნას როგორც ხელით, ასევე მანქანით რეცხვისას

- თქვენს ტანსაცმელს სასიამოვნო სურნელს ანიჭებს



როგორ გარეცხოთ შალი და ბუმბული

მწარმოებლები, როგორც წესი, სრულ ინფორმაციას ათავსებენ პროდუქტებზე მოვლის შესაძლო გზების შესახებ მათსავე ეტიკეტზე .ამიტომ, ახალი ნივთის ყიდვისას, სასურველია შეისწავლოთ ასეთი რეკომენდაციები, რათა შემდგომ შესაბამისად მოუაროთ. თუ ეტიკეტები დიდი ხნის წინ გადაყარეთ, უნდა იხელმძღვანელოთ მატყლისა და ბუმბულის  პროდუქტების მოვლის ზოგადი წესებით: ნუ ჩაალბობთ წყალში დიდი ხნით და გარეცხეთ დაბალ ტემპერატურაზე. სარეცხ მანქანაში რეცხვისას ყოველთვის აირჩიეთ რომელიმე დელიკატური რეჟიმი ან სპეციალურად შექმნილი პროგრამა და არ დატვირთოთ დოლურა ბევრი ნივთით. რა თქმა უნდა, შეარჩიეთ ხარისხიანი სარეცხი საშუალება. HG იდეალურია ხელით და მანქანით რეცხისთვის.


როგორ გარეცხოთ მატყლის სამოსი

მატყლის სვიტერი, ისევე როგორც ნებისმიერი სხვა ნაქსოვი პროდუქტი, მოითხოვს განსაკუთრებულ  და ფრთხილ მოვლას. უპირველეს ყოვლისა, ეს ეხება სარეცხი საშუალების რბილი და ნაზი შემადგენლობის სწორ არჩევანს - მაგალითად, ჰოლანდიური ბრენდის HG სპეციალური სარეცხი საშუალება დელიკატური ქსოვილებისთვის. მხოლოდ ამის შემდეგ გაგახარებთ თქვენი საყვარელი ნივთი იდეალური ფორმითა და ფერის სიღრმით, შეინარჩუნებს სინაზეს და ელასტიურობას და არ დაკარგავს მიმზიდველობას მოკლე დროში.

ზოგადად, მატყლის პროდუქტების რეცხვისას უნდა დაიცვათ მოვლის რამდენიმე მარტივი წესი:

- შეარჩიეთ თხევადი სარეცხი საშუალება, რომელიც სპეციალურად შექმნილია მატყლისა და დელიკატური ქსოვილების მოვლისთვის.

- რეკომენდებულია სამოსის ამობრუნება გარეცხვის წინ.

- დაბალ ტემპერატურაზე რეცხვა (დაახლოებით 30 ° C).

- ნუ ჩაალბობთ წყალში მატყლის ნივთებს.

- ერიდეთ სამოსის ხშირ რეცხვას.

- ფრთხილად გარეცხეთ მატყლის ნივთები ხელით ან მანქანაში გარეცხეთ დელიკატური ციკლის არჩევით.

- არ გაწუროთ!  ზედმეტი სითხის მოსაშორებლად შეგიძლიათ შეფუთოთ რბილი პირსახოცით.

- სარეცხ მანქანაში გარეცხვისას ნუ გამოიყენებთ გაშრობის რეჟიმს და შეარჩიეთ ტრიალი მინიმალური სიჩქარით.

- მნიშვნელოვანია მატყლის სამოსის სწორად გაშრობა. დეფორმაციის თავიდან ასაცილებლად, გააშრეთ მხოლოდ ჰორიზონტალური მდგომარეობაში

 

როგორ გავრეცხოთ ბუმბულის ქურთუკი

ბევრ დიასახლისს მიაჩნია, რომ  ბუმბულის ქურთუკის  მოვლა იმდენად რთულია,  სჯობს მიმართონ ქიმიურ წმენდას. მაგრამ ამ ნივთების გარეცხვა სავსებით შესაძლებელია სახლის პირობებშიც. რა თქმა უნდა, გარეცხვამდე უნდა დარწმუნდეთ, რომ ხელით ან მანქანით რეცხვა დაშვებულია მწარმოებლის მიერ და ასევე უნდა დააზუსტოთ რეცხვის რეკომენდაციები. მთელი ეს ინფორმაცია შეგიძლიათ იხილოთ პროდუქტის ეტიკეტზე. დანარჩენს კი გააკეთებს ჰოლანდიური ბრენდის HG სპეციალური სარეცხი საშუალება დელიკატური ქსოვილებისთვის

ბუმბულის ქურთუკების რეცხვის დროს უნდა იხელმძღვანელოთ შემდეგი რეკომენდაციებით:

- რეცხვის წინ, თუ ეს შესაძლებელია, ყველა დეკორატიულ ელემენტი უნდა მოიხსნას განსაკუთრებით ბეწვი.

- აუცილებელია ქურთუკის  გარეცხვა სხვა ნივთებისგან დამოუკიდებლად. თქვენ შეგიძლიათ ჩადოთ რამდენიმე ჩოგბურთის ბურთი ან სპეციალური ბურთები რეცხვისთვის.

- გამოიყენეთ სწორი სარეცხი საშუალება, რომელიც არ შეიცავს აგრესიულ ნივთიერებებს. იდეალური არჩევანია HG სპეციალური სარეცხი საშუალება დელიკატური ქსოვილებისთვის.

- რეცხვა რეკომენდებულია არაუმეტეს 30-40 ° C ტემპერატურაზე.

- მანქანაში რეცხვისას აირჩიეთ დელიკატური ან სხვა შესაფერისი რეჟიმი.

- გარეცხვის შემდეგ, ქურთუკი ფრთხილად უნდა დაფერთხოთ და გააშროთ ჰორიზონტალურ მდგომარეობაში, პერიოდულად გაასწოროთ.

1529